„ულამაზო ბავშვი“

„ულამაზო ბავშვი“

ქალბატონ ვერიკო ანჯაფარიძეს თეატრი ბავშვობიდან იტაცებდა, განსაკუთრებით ტრაგიკული ვითარების წარმოდგენა ხიბლავდა. იმ პერიოდს შემდეგნაირად იხსენებდა:

“ძილის წინ ხელებს გულზე დავიკრეფდი და წარმოვიდგენდი, ვითომ მოვკვდი. სასტუმრო ოთახის კედელზე დიდი ხალიჩა გვეკიდა, მის უკან თახჩა იყო. იქ შევძვრებოდი ხოლმე, საათობით ვიჯექი სიბნელეში, რაღაც საშინელებას წარმოვიდგენდი, და როცა მართლა შემეშინდებოდა, კივილით გამოვვარდებოდი ხოლმე იქიდან. მსიამოვნებდა, თუ გარშემომყოფთ ვებრალებოდი, სამგლოვიარო მარშს ვუკრავდი, ვტიროდი და მინდოდა, რომ ჩემთან ერთად სხვებსაც ეტირათ“.

შეშფოთებულ მშობლებს ვერიკოს ამგვარი განწყობის მიზეზი ვერაფრით აღმოეჩინათ. ბოლოს თავადვე გამოტყდა: რადგან ულამაზო ვიყავი, თავს აყვანილ ბავშვად ვთვლიდიო.

ეს “ულამაზო ბავშვი” სცენის დედოფალი გახდა, ტრაგიკული როლების უბადლო შემსრულებელი. სამოც წელს იყო მიტანებული, მარია სტიუარტი რომ ითამაშა, სამოცდახუთი წლისამ კი – კოლხი მედეა.