ფასტფუდი დეპრესიას იწვევს

ფასტფუდი დეპრესიას იწვევს

ბურგერებისა და კარტოფილი ფრის მოყვარულები ყველაზე ხშირად იტანჯებიან დეპრესიით, - ასეთ დასკვნამდე ლა პალმას, გრანადასა და ნავარას უნივერსიტეტების ესპანელი მეცნიერები მივიდნენ.

მათი დაკვირვებით, ფასტფუდის თაყვანისმცემლებს ხასიათი ორჯერ უფრო მეტად უფუჭდებათ, ვიდრე ჯანმრთელი საკვების მომხმარებლებს.

ექსპერიმენტში 9 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

თავად გამოკვლევა ნახევარ წელიწადს გაგრძელდა. ასე რომ, სპეციალისტების დასკვნებში შეგვიძლია ეჭვი არ შევიტანოთ.