სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახალგაზრდების გადაბირებას ცდილობს.
მოროშკინას თქმით, ეს ახალგაზრდები მისი ყოფილი სტუდენტები არიან.
"საქართველოში ყოველდღიურად კეთდება მედიამონიტორინგი, კეთდება ანალიზი, იკრიბება ინფორმაცია და ეს ყველაფერიო ოპერატიულად მიეწოდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროკავშირსა და ასე შემდეგ. რა „ნიუსები„ გადის ქვეყნიდან? ის, ის რაზეც „ნაციონალები“ ლაპარაკობენ - საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური დევანა, მოიმატა კრიმინალმა, უსამართლოდ დევნიან ყოფილ პრეზიდენტს ა.შ. აი, ამას უნდა მიაქციოს ყურადღება ხელისუფლებამ და თავისი საინფორმაციო მანქანაც გააქტიუროს... სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, როგორი ახალგაზრდები უნდა გადაიბიროს და ვინ გამოიყვანოს. მიშა სააკაშვილმა ამ მეთოდის გამოეყენება ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო. მე მქონდა ჩემს ორ სტუდენტთან საუბარი, ისინი ფსიქოლოგიურად არიან უკვე მოწამლულები. ისინი, ამტკიცებენ, რომ რაც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა, ეს გზა გასავლელი იყო, შეცდომები დაუშვეს ცალკეულმა თანამდებობის პირებმა, მაგრამ როცა სააკაშვილი მობრუნდება, ეს შეცდომები აღარ იქნება დაშვებული. ამ ყმაწვილებზე მიდის ძალიან სერიოზული იდეოლოგიური მუშაობა, აქ მთალად ფულიც არ არის გადამწყვეტი... მე უკვე ხმამაღლა ვაცხადებს, მკვლელებმა მიიღეს არევის სიგნალი და არ არის გამორიცხული, პარალელურად აბუნტდეს ქუთაისის ციხე. ჩემი ინფორმაციით, იქ ოთხმა პატიმარმა პირი და თვალები ამოიკერა, თან შიმშილობა დაიწყეს. აქედან ქუჩა, იქიდან ციხე, ხალხის ნაწილი იძახის მიშას დრო სჯობდაო. არ შემიძლია არ ვთქვა, კიდევ ერთი ფაქტის შესახებ. სამწუხაროდ, დღეს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას არავინ ეუბნება, რომ ევროპარლამენტი ემზადება რამდენიმე სერიოზული დარტყმისთვის, ეს იქნება სამართლებრივი კუთხით და შეეხება პროკურატურის მიერ დაშვებულ შეცდომებს. ასევე ეხება სასჯელარსრულების სისტემას, ეს გამოსვლები დანიშნულია 15 სექტემბრისთვის, რაც იქნება ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ახალგაზრდა ხელისუფლებისათვის... რატომღაც არ გვინდა დაჯერება, მაგრამ ქვეყანაში არეულობა დაწყებულია, დღე არ გავა, ვინმე არ გააგორონ ქუჩაში, მეტი რათა უნდა გააკეთონ „ნაციონალებმა“, მაინც და მაინც სახლებში უნდა შემოგვიცვივდნენ, რომ ხელისუფლება რამეს მიხვდეს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სრულდება სააკაშვილის დავალება მის მიერვე შეწყალებული მკვლელების ხელით. ნახე, რა ოსტატურად გარიეს ერთ მკვლელობაში ეკა ბესელიას შვილი, „ნაციონალებს“ ამუშავებული აქვთ სიცრუის მანქანა- მე დაგაბრალებ და შენ მიდი და იწმინდე ნამუსი. ეს არის სააკაშვილის იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი - დააბრალე ტალახში ამოსვარე, დანარჩენი უკვე აღარ არის საინტერესო. მე ძალიან კარგად ვიცი სააკაშვილის იდეოლოგია, ჰიტლერის „მაინ კამფ“ მისი სამაგიდო წიგნია. ეს ადამიანი ანალოგიებს იღებს. შურისძიება ისეთი გრძნობაა, შერიძლება ეშმაკსაც შეეკრა და მტები გადაადგმევინოს“, - განუცხადა მოროშკინამ „ალიას“.