"უნდა გამოქვეყნდეს არა მარტო ძველი, არამედ ახალი ხელისუფლების ანგარიშები უცხოურ ბანკებში"

"ჩვენდა სამწუხაროდ, ვფიქრობ უელსის სამიტის შემდეგაც ქვეყნისთვის ხელშესახები შედეგები არ იქნება. ჩვენს პრობლემებს ჩვენვე უნდა ჩავუღრმავდეთ, ჯერ შიგნით უნდა მოვაგავაროთ კატასტროფული ვითარება. ვერანაირი გაერთიანებები მდგომარეობიდან ვერ გამოგვიყვანს - ასე არ იქნება, რომ ნატოს წევრი თუ გავხდებით, კეთილი ადამიანები ჩვენს მაგივრად გააკეთებენ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს. თუ შიდა პრობლემები არ მოგვარდა, არ ჩამოყალიბდა ნამდვილი დემოკრატიული ინსტიტუტები, თუ არ მოგვარდა სასიცოცხლო მნიშვნელობის სოციალური პროგრამები, მაპი და სხვა მზა რეცეპტები ვერ დაგვეხმარება", - აცხადებს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სერგეენკომ კატასტროფული გადაწყვეტილება მიიღო.

"არანაირი პერსპექტივა არ გვექნება ასეთ ვითარებაში. კარგი იქნებოდა, ეზრუნათ ამ პრობლემების გადაწყვეტაზე. პირველ სექტემბერს ძალაში შევიდა აკრძალვა წამლის გაცემისა რეცეპტის გარეშე. ჩვენს სინამდვილეში ეს უმძიმესი პრობლემაა. როცა სოციალურად დაუცველი უზარმაზარი ფენა გვყავს, ეს სფერო - მედიკამენტების ბაზარი ვიწრო ოლიგარქიულ ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული და მამასისხლის ღირებულებისაა წამლები და ამას უკვე დაემატება ექიმთან ვიზიტის ღირებულება, ის იმას ნიშნავს, რომ ვვაჭრობთ ადამიანის სიცოცხლით. ეს არანაკლები დანაშაულია ვიდრე ტრეფიკინგი, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობა. ლეიბორისტების დახმარება იყო, რომ აღვადგინეთ უფასოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ახლა კი საფრტხის ქვეშ დადგა ეს სფეროც და ამის რეგულაცია უნდა მოხდეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გუგავა.

"რაც შეეხება მანქანების სავალდებულო ტექდათვალიერებას, ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და ბევრისთვის ავტომანქანა ერთადერთი საარსებო წყაროა ოჯახის სარჩენად. შემოგაქვს ამ დროს ევროპული სტანდარტები, თანხების გამოძალვა ხდება ათეულ ათასობით ავტომფლობელისგან. გაიზარდა უმუშევრობა, მიაღწია კრიტიკულ ზღვარს, იმატა რატაკთა რაოდენობამ, ხალხი ქვეყნიან გარბის, სუდენტებს სწავლის ღირებულების გადაუხდელობის გამო შეუწყდათ სტუდენტის სტატუსი. ყოველწლიურად 300-მდე ბავშვი იღუპება შიმშილით, ეს ხელისუფლება კი იწერს პრემიებს, დადის დასავენებლად საზღვარგარეთ, დაკავებული არიან სამარცხვინო კინკლაობით. ეს ქვეყანა ერთმა მილიარდერმა იყიდა", - დასძენს რესპონდენტი.

"ახლა სააკაშვილის დაკავების სპექტაკლს ათამაშებენ, რომ დაფარონ უმძიმესი ვითარება ქვეყანაში. სააკაშვილი ერთი წელი მშვიდად იყო მას შემდეგ, რაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. "ოცნებას" ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობა, შეეძლოთ სააკაშვილი დაეპატიმრებინათ, მაგრამ გაუშვეს საქართველოდან. მშვენივრად ესმით, რომ დასავლეთი სააკაშვილს ამ ხელისუფლებას არ გადმოსცემს. რაც შეეხება დავით ბაქრაძის ანგარიშებს - უნდა გამოქვეყნდეს არა მარტო ძველი, არამედ ახალი ხელისუფლების ანგარიშები უცხოურ ბანკებში. რასაც აკეთებდა ძველი ხელისუფლება, იგივეს აკეთებს ახალიც. სამართლიანობა თანაბრად უნდა განეფინოს ყველას, უნდა დადასტურდეს თანხების წარმომავლობა და თუ ვერ დადასტურდება, მაშინ პასუხისმგებლობა უნდა დადგეს", - მიიჩნევს გიორგი გუგავა.

"მდგომარეობს სასჯელაღსრულების სისტემაში არაკომპეტენტურობოს ბრალია. სოციალური ფონი განაპირობებს კრიმინალის მატებას ან კლებას. მძიმე ფონია, სახელმწიფო ინსტიტუტები მორყეულია და უსამართლობის განცდაა ქვეყანაში. ეს აისახება ამ სისტემაშიც - შიგნიაც და გარეთაც. სასჯელაღსრულების დეპარტამენტში იმით არიან დაკავებული, რომ პრემიებს იწერენ, სოზარ სუბარი კი იმით იყო დაკავებული, რომ პრემიებს იწერდა, რომ ბინის სესხი დაეფარა - ივანისვილის ბანკიდან გამოტანილ ფულზე ვამბობ. ადამიანებს დამამცირებელ პირობებში უწევთ სასჯელის მოხდა, ასეთი პროტესტი აქედან ჩნდება. იზრდება უკმაყოფილება და იზრდება პრობლემები. სიკვდილიანობამაც იმატა ამ სისტემაში. ხელისუფლება კი ამას ხსნის თვითმკვლელობებით. თვითმკვლელობამდე მიყვანაც დანაშაულის. გულგრილი დამოკიდებულება აქვს ხელისუფლება პრობლემებისადმი, იფეთქებს ეს მუხტი და მიაღქევს კრიტიკულ ზღვარს, რაც ცუდად დამთავრდება ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის", დასძენს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი და შეკითხვას - "რომელ სამინისტროებში ფიქრობთ, რომ არის ჯერ კიდევ შესაძლებლობა მდგომარეობის გამოსწორების?" - პასუხობს:

"გამოსწორების რა მოგახსენოთ, ამ ხელისუფლების პირობებში ამ პრობლემების გამოსწორების გზას ვერ ვხედავ. არც ერთ სამინისტროში არ მიდის ისე საქმე, რომ იმ დარგს წაადგეს. ფინანასთა მინისტრი შემწვარი ციკნების რისხვაა, ბიუჯეტში კი ამ დროს 700-მილიონიანი გარღვევაა. ქამრები მინისტრებს კი არ შემოუჭერიათ, ამან ასახვა ჰპოვა უბრალო ადამიანების ჯიბეებზე. ჯანდაცვის მინისტრმა ამ ბოლო დროს კატასტროფული გადაწყვეტილებები მიიღო, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. დღეს მთავრობა იმართება ოლიგარქის მიერ. ანომალიური სიტუაციაა. ნულზე დაბალია ნებისმიერი სამინისტროს მარგი ქმედების კოეფიციენტი, კუდს აქიცინებენ ოლიგარქის წინაშე და არად აგდებენ, რომ ამ დროს ქვეყანა იქცევა".