მიხეილ ეპილირებული და დოროთეას ნაკბენი

მიხეილ ეპილირებული და დოროთეას ნაკბენი

დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე, მიხეილ ეპილირებული... შესანიშნავი დასაწყისი და უაღრესად სევდიანი ფინალი. მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა მონაცემები სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის თაობაზე, საიდანაც გაირკვა, რომ 2009-2012 წლებში მიხეილ სააკაშვილის კოსმეტიკურ პროცედურებზე 399 495 ლარი დაიხარჯა. მათ შორის ეპილაციაზე, მაგრამ არა მხოლოდ ეპილაციაზე, როგორც შეცდომებით ჩათვალა ზოგიერთმა კომენტატორმა და, შესაბამისად, გაოგნდა, რადგან ეს თანხა არათუ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის ცხვრების გაპარსვას ეყოფოდა.

საქართველოს კანონმდებლობა მამაკაცებს ეპილაციის გაკეთებას არ უკრძალავს და, პრინციპში, არც საბალეტო კაბით სიარულს უშლის, ვიდრე ეს საზოგადოებრივ მორალთან აშკარა და გადაულახავ წინააღმდეგობაში არ შევა. მაგრამ, როდესაც ეპილაცია ბიუჯეტიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გასაიდუმლოებული ხარჯების მეშვეობით ფინანსდება, როგორც პროკურატურას, ისე საზოგადოებას, სავსებით ბუნებრივად შეიძლება რამდენიმე კითხვა გაუჩნდეს. აქ მნიშვნელოვანია ერთი ნიუანსის დაფიქსირება - ამ ხარჯების პარალელურად ხდებოდა სააკაშვილისწარმომადგენლობითი ხარჯების დაფარვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დასსიპ «სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს» განკარგულებაში არსებულითანხებიდანდაცვის სამსახურს კი უკავშირდება სწორედ ის ხარჯები, რომელთა კანონიერებამ და მიზანშეწონილობამ შეიძლება სერიოზული ეჭვი გამოიწვიოს. მაგალითად, თბილისის ყოფილი მერის _ გიგი უგულავას სასტუმროსმომსახურებასა და სამკურნალო-გასახდომი პროცედურებისთვის ქალაქინსბრუკში გადახდილია 26 388 ლარიფხუკეტში მიხეილ სააკაშვილისდავით ბაქრაძისა და ლევან ვარშალომიძის ორდღიანი სტუმრობა 127 858 ლარი დაჯდა.დიდ ბრიტანეთში სააკაშვილმა 49 499 ლარის ტანსაცმელი შეიძინაიქვე 15 989ლარად იყიდა ნივთირომელიც პროკურატურამ აღწერაროგორც«მკერდით მხატვარ მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატი» (ამაზე ოდნავ ქვემოთ) და ა. შ. ასე რომ, მხოლოდ ეპილაციაზე როდი ვსაუბრობთ.

პროკურატურის ვერსიას თუ დავეყრდნობით, სააკაშვილი ქალმა დაღუპა. მასაჟისტი დოროთი შტეინი, იგივე «დოქტორი დოტი» (ერთ ცნობილ ფილმში რომ იტყოდნენ: «ონა ჟე დორა ობლიგაცია, ონა ჟე ზოლოტაია რუჩკა»; დაახლოებით ასე იყო, ზუსტი ციტატა არ მახსოვს) თაყვანისმცემლების ვიწრო წრეში ცნობილია, როგორც კბენის დიდოსტატი, ანუ კბენა მის მიერ შესრულებული მასაჟის ორგანულ და განუყოფელ ნაწილს წარმოაგდენს. 2009 წლის თებერვალში სააკაშვილმა ის საქართველოში მოიწვია. აგვისტოს ომი ახალი დასრულებული იყო, ქვეყანა შოკური მდგომარეობიდან ვერ გამოდიოდა, ლტოლვილებს უკიდურესად უჭირდათ, ჯარი მძიმე ჭრილობებს იშუშებდა. და ამ დროს უცხოეთიდან ჩამოჰყავთ ქალი, რომელმაც მთავარსარდალი უნდა დაკბინოს. კი, ბატონო, შემოვიფარგლოთ კორექტული ფორმულირებით _ «მასაჟი უნდა გაუკეთოს», მაგრამ არსებითად ეს არაფერს შეცვლის, კოშმარი კოშმარადვე დარჩება. შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ ქალბატონმა დორამ (დოტიმ, დოროთიმ _ რად უნდა ამდენი სათაური) საქართველო დატოვა და მალევე თავის ბლოგში გამოაქვეყნა ინფორმაცია ამ ვიზიტის შესახებ და სააკაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები დაურთო. ამას საქართველოში ძალზე სერიოზული სკანდალი მოჰყვა და სწორედ აქედან, პროკურატურის ვერსიით, იწყება მოვლენების საბედისწერო მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სტატუსამდე მიიყვანა.

ვიდრე არსებით განხილვაზე გადავალთ, ალბათ, ერთი მარტივი კითხვა უნდა დავსვათ:მიშაარასოდეს გიფიქრიარომ ამ გოგონასთან სპეცსამსახურებმა წაიმუშავეს?თანაცშესაძლოაიმ ქვეყნის სპეცსამსახურებმარომელზეც არასოდესიფიქრებდიშენ კი წამოეგე ყველაზე პრიმიტიულ პროვოკაციასროგორცუკანასკნელი არიფი... მაგრამ ვარაუდებს თავი დავანებოთმითუმეტესრომირგვლივ ამდენი დოკუმენტირებული ფაქტია.

ამ სკანდალის შემდეგ სააკაშვილი მოიქცა ისე უცნაურად და წინდაუხედავად, თითქოსდა არა მომხიბვლელმა დოროთეამ, არამედ ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა. პროკურატურის მტკიცებით, «პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის საზოგადებაში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2009 წლის აპრილში მიხეილ სააკაშვილმამიიღო გადაწყვეტილებაპირადი მიზნებისთვის საჭირო თანხებისგასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზემაშინროდესაც მანამდეპრეზიდენტის ხარჯები იყო საჯარო და იგი ფინანსდებოდა საქართველოსპრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ «სახელმწიფო უზრუნველყოფისსააგენტოს» სახსრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების მობილიზებას მოახდენდა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საიდანაც საიდუმლო რეჟიმში განხორციელდებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის განკუთვნილი ხარჯების დაფინანსება. დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დაევალა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს _ თეიმურაზ ჯანაშიას.

თეიმურაზ ჯანაშიას მეშვეობით, «სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი მიზნებისთვის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების ხარჯვა შეინიღბა როგორც ფარული ხარჯები».

გამორიცხული არაასააკაშვილი იმედოვნებდარომ ეს გასაიდუმლოებულიდოკუმენტები საზოგადოებისთვის ცნობილი არასოდეს გახდებოდამაგრამ აქსაინტერესოა სხვა რამ _ ჩამონათვალში არის ისეთი მცირე ხარჯებიცრომელთადაფარვა უპრობლემოდ საკუთარი ჯიბიდან შეეძლომაგრამ ფულს მაინცბიუჯეტიდან იღებდაიმ ქვეყნის ბიუჯეტიდანრომელიც ბავშვთასიკვდილიანობით ევროპაში პირველ ადგილზეა (ხშირ შემთხვევაში მიზეზი არასაკმარისი კვებაა). ალბათ, არის ამ ისტორიაში რაღაც უაღრესად ამორალური და უკიდურესად ღორული.

სააკაშვილის ზოგიერთი მოწინააღმდეგე ამ ბრალდებებს სერიოზულად არ ეკიდება და პროკურატურას საყვედურობს: რა დროს ეპილაცია და მკერდით დახატული სურათებია, როდესაც რეჟიმმა ამდენი ადამიანი წამებით მოკლა, მიტინგები დაარბია, ტელეკომპანია «იმედში» შეიჭრა და ა. შ. მაგრამ ისინი არ ითვალისწინებენ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას. ჯერ ერთი _ დასავლეთი, ტრადიციულად, ძალზე მგრძნობიარეა საბიუჯეტო თანხების უკანონო ხარჯვასთან დაკავშირებული ბრალდებების მიმართ, არაერთი ჩინოვნიკის კარიერა იქ გაცილებით მცირე გადაცდომის გამო დასრულდა. ამასთანავე, აქ ყველაფერი თავიდან ბოლომდე დოკუმენტირებულია, დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლები არაფერს უარყოფენ. ამ საქმეზე სასამართლომ სააკაშვილი დამნაშავედ რომ სცნოს, მისი სტატუსი დასავლეთში შეიცვლება, მარტივად რომ ვთქვათ, მისი პოლიტიკური «წონა» მკვეთრად შემცირდება, რაც გააიოლებს პროკურატურის შემდგომ მუშაობას გაცილებით მძიმე ეპიზოდებთან დაკავშირებით.

სახელმწიფოს კუთვნილი ფულის გაფლანგვა უმნიშვნელო დანაშაული სულაც არ არის, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ამ საქმის განხილვა თავისი ეპილაციებითა და «მკერდითმხატვრობით» ზიზღნარევი ხარხარის ფონზე მიმდინარეობს.

საინტერესო ფაქტი პერუს უახლესი ისტორიიდან: სანამ ყოფილ პრეზიდენტს _ ალბერტო ფუხიმორის და «იქაურ მერაბიშვილს» _ ვლადიმირო მონტესინოსს 25-წლიან პატიმრობას მიუსჯიდნენ («სიკვდილის ესკადრონების» ჩამოყალიბება, მკველობების ორგანიზება), ისინი «შედარებით მსუბუქი» დანაშაულისთვის გაასამართლეს. ფუხიმორი _ სამჯერ, ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისთვის, კორუფციისთვის და უკანონო სატელეფონო მოსმენებისთვის და 6, 7,5 და ბოლოს ისევ 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ანუ საქმე ჯერ იმ ეპიზოდებზე მიდგა, რომლებიდანაც მტკიცებულებების მოპოვება შედარებით იოლი იყო. მაგალითად, 2007-ში ფუხიმორი დამნაშავედ სცნეს, რომ ხელქვეითს სანქციის გარეშე მონტესინოსის ცოლის ბინა გააჩხრეკინა (პრეზიდენტი მისთვის საშიშ კომპრომატს ეძებდა). მონტესინოსი კი თავიდან ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისთვის და კორუფციისთვის გაასამართლეს (ამასთან დაკავშირებით ცალსახა ვიდეომტკიცებულება არსებობდა), შემდეგ _  იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, ბოლოს კი _ მკველობების ორგანიზებისთვის.

ყოფილი დიქტატორის ცნობა დამნაშავედ, თუნდაც ერთ, «შედარებით მსუბუქ» საქმესთან დაკავშირებით მის მდგომარეობას არსებითად ცვლის. ალბათ, მხოლოდ ამ გარემოების გათვალისწინებით უნდა შევაფასოთ პროკურატურის სტრატეგია. ის, რაც დღეს სასაცილოდ ან უმნიშვნელოდ გვეჩვენება, მომავალში შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს.

საქართველოალბათერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზესადაც მეფე არამხოლოდ შიშველიაარამედ ეპილირებულიცრაც შეეხება ქალბატონ მერედიტოსტრომის მკერდით შესრულებულ ნახატსკიდევ კარგირომ ის იყიდა და არაერთი ავსტრალიელი მხატვარი მამაკაცის ნამუშევარიის კაცი ფუნჯს ხელსსაერთოდ არ ჰკიდებს დაქალბატონი მერიდიტის მსგავსადძალზეორიგინალური ხერხის გამოყენებით ხატავსსააკაშვილს ბიუჯეტის ფულით მისინახატები რომ ეყიდა (ჭკუა დაუშლიდა თუ გემოვნება?), თავი მთელი პლანეტისმასშტაბით მოგვეჭრებოდაასე რომშეიძლება ითქვასგადავრჩით.

საინტერესოა, რომ ბოლო ხანსსააკაშვილის გულშემატკივრები დასავლეთში,როგორც ჩანსმიხვდნენრომ არც ხელისუფლება და არც საზოგადოების დიდინაწილი უკან არ დაიხევს და სააკაშვილის ნამოქმედარის დავიწყებას სულ უფროიშვიათად გვთავაზობენ. ამჯერად ისინი «სიმართლის დამდგენი კომისიის» შექმნას გვირჩევენ, როგორც ეს, მაგალითად, არგენტინაში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოხდა. იგულისხმება, რომ ეს კომისია შეისწავლის ძველი რეჟიმის დანაშაულს, გამოაქვეყნებს შესაბამის მასალებს, მაგრამ სასამართლომდე საქმე არ მივა. სხვათა შორის, ეს ძალზე დიდი «დათმობაა»; ეს მიდგომა, ფაქტობრივად, გამორიცხავს რეჟიმის მაღალჩინოსნების შემდგომ მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ საქმე ისაა, რომ საქართველო არაა არგენტინა, ჰონდურასი ან სალვადორი (ამ ქვეყნების დაკნინება ნამდვილად არ გვსურს). როგორც დასავლელი დიპლომატები ბრძანებდნენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის დროს, საქართველო ევროპის ნაწილია, შესაბამისად, ევროპული სამართლებრივი ტრადიციით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ეს ტრადიცია კი ეფუძნება კანონის უზენაესობის პრინციპს და შეღავათებს არ ითვალისწინებს _ ყველა დანაშაული გამოძიებული უნდა იქნას, ხოლო ყველა დამნაშავე, წარსულში მათი სტატუსის მიუხედავად, _ დაისაჯოს. ამაზე დგას ევროპა, მსგავსი წინადადებებით კი შეუძლიათ ჰონდურასის ხელისუფლებას მიმართონ; იქ, სავარაუდოდ, გაუგებენ.

ალბათყველამ ერთად უნდა ვთხოვოთ ხელისუფლებასმიუხედავად იმისასადაღმოჩნდება საბოლოოდ სააკაშვილისაკანში თუ ნაქირავებ ბინაში სადღაცოკეანს გაღმაგადაუგზავნოს მას ქალბატონ მერედიტ ოსტრომის მკერდითშესრულებული ნახატისახელმწიფოს ამით არაფერი დააკლდებაფიგურანტს კიშესაძლებლობა მიეცემასაღამოობით შეხედოს მას და დაფიქრდეს იმაზეთურატომ უარყო საქართველომ მისი რეჟიმიამ ჩახლართული დასაბოლოო ჯამში,ძალზე ბინძური ისტორიისთვიის ესსავარაუდოდყველაზე ლოგიკური დარაცმთავარიაჰუმანური ფინალი იქნება.