რუსუდან გორდეზიანმა ახალი აბსოლუტური რეკორდი დაამყარა

რუსუდან გორდეზიანმა ახალი აბსოლუტური რეკორდი დაამყარა

შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტულ კლუბ “MIA Force”-ის მოცურავე რუსუდან გორდეზიანმა საქართველოს ახალი აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. მან სარფიდან ანაკლიის მიმართულებით თავისუფალი სტილით სადღეღამისო უწყვეტი ცურვით 73 კმ 40 საათის ნაცვლად 25 საათსა და 15 წუთში გაცურა და არსებული რეკორდი 13 კმ-ით გააუმჯობესა. 73 კმ-იანი დისტანცია საქართველოში ჯერ არავის გაუცურია.

აღნიშნული რეკორდი რუსუდან გორდეზიანმა აფზახეთის ომში და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს მიუძღვნა. სანაპიროზე რეკორდმსმენს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური დახვდა, წარმატება მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. რუსუდანს ასევე დახვდნენ ომში დაღუპული გმირების მშობლები. შს მინისტრის მოადგილემ ვახტანგ გომელაურმა გმირების დედებს და სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილი პოლიციელების მშობლებს საჩუქრები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ რუსუდან გორდეზიანის მართონულ გაცურვას სადაღზვევო კომპანია „არდი ჯგუფი“ შეუერთდა და მისი სიცოცოცხლე დააზღვია.

რუსუდან გორდეზიანს რეკორდის დამყარება ასევე მიულოცა შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა, შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლებმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა.