საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და შეიარაღბული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დღეს სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის საკვირაო ქადაგებას დაესწრნენ.
უწმინდესმა დღეს ქვეყნის სიძლიერისა და სიმშვიდისთვის შეიარაღებული ძალების როლზე ისაუბრა და სამხედრო მოსამსახურეები დალოცა. პატრიარქმა ქადაგებისას სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
საკვირაო ქადაგებას სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს თავდაცვის მინისტრის და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ასევე, სარდლობის ხელმძღვანელები, ბრიგადების მეთაურები და სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.