შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა და დეპარტამენტის დროშა აკურთხა.
სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საკვირაო წირვა-ლოცვას და დროშის კურთხევის ცერემონიას სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ფანცულაია, საბრძოლო შემადგენლობა და უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.