საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი, ბექა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისა და აღნიშნულ პირობებში მედიის მუშაობის პერიოდს აფასებს.„რეპორტიორი" მჭედლიშვილის ბლოგს გთავაზობთ:
ნაც.მმართველობა და ქართული ჟურნალისტიკის 9 წლიანი ისტორია
ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ დაწერილა და თქმულა, როგორც სხვების,ისე ჩემი მხრიდან. დაწერილა იმაზეც,თუ სადამდე შეიძლება ეყოს ადამიანს უტიფრობა და იმაზეც,თუ რამდენი ტელევიზია თუ ჟურნალ-გაზეთი დაიხურა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში.ზოგადად,ალბათ ადამიანს ძალიან დიდი მოთმინება და ნერვები სჭირდება იმისთვის,რომ მოუსმინოს "ადამიანს",რომელმაც 9 წლის განმავლობაში სრულიად მოახდინა ქართული ტელევიზიების და ჟურნალ-გაზეთების მონოპოლიზაცია (თუ არ ჩავთვლით გარკვეულ გამონაკლისებს) და ნებისმიერ საღ და თავისუფალ აზრს ტერორს უპირისპირებდა. გუშინ სააკაშვილს რომ ვუსმენდი,ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,თითქოს ეროსი კიწმარიშვილს თავის დროზე მან არ წაართვა რ2 და დღემდე მის ინტერესებს არ ატარებს აღნიშნული ტელევიზია. მიშამ ისიც თქვა,რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქია და მას უნდა,სატელევიზიო სივრცის მონოპოლიზაცია მოახდინოს. მაშ ასე,გავიხსენოთ,თუ რომელი ტელევიზიები და ჟურნალ-გაზეთები დაიხურა მიხეილ სააკაშვილის პერიოდში :
კანონიერი მესაკუთრეებს წაართვეს ტელეკომპანია "რუსთავი 2," რომელიც სხვადასხვა ადამიანებთან ერთად,შემდგომში დავით კეზერაშვილის საკუთრებაც გახლდათ.
ტელეკომპანია "მეხუთე არხი" - დაიხურა "ვარდების რევოლუციიდან" 1 წლის შემდეგ.
ტელეკომპანია "იბერია" - დაიხურა "ვარდების რევოლუციიდან" ერთი თვის შემდეგ, 2004 წლის 19 თებერვალს.
ამავე დღეს დაიხურა გაზეთი "ახალი ეპოქა" და ჟურნალი "ომეგა" მათი დახურვა განხორციელდა სპეცოპერაციის შედეგად.
ტელეკომპანია "202" - დაარსდა 2003 ში და დაიხურა 2006-ში. ტელეკომპანია "202-ის" მუშაობა არ აწყობდა ხელისუფლებას - ტელეკომპანიის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი დააკავეს და ციხეში ჩასვეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა,აღნიშნულ "სპეცოპერაციაში" ხელისუფლების მაღალი ეშელონების თითქმის ყველა წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.
ტელეკომპანია „ობიექტივი" - დაარსდა 2001 წელს, მაუწყებლობა დაიწყო 2003 წელს ხოლო 2004 წელს დაიხურა, "ობიექტივის" სიხშირეზე მაუწყებლობა დაიწყეს ტელეკომპანიებმა : "ალანია" და "Region TV"
სააკაშვილის მმართველობის პერიოდშივე დაიხურა ჟურნალი "აისი," გაზეთი "ახალი ეპოქა" "დილისგაზეთი" "მთავარი გაზეთი" ჟურნალი "ომეგა" საინფორმაციო სააგენტო "ინტერ-პრესი"
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საინფორმაციო სააგენტო presa.ge ჩამოერთვა კანონიერ მფლობელებს დაგადაეცა ჰოლდინს "დრონი," რომელიც შემდგომში სააკაშვილის ხელისუფლებას ნებისმიერ მის ქმედებაში გულმოდგინედ "აპრავებდა."
დაიხურა წამყვანი ანალიტიკური გადაცემები "ღამის კურიერი" "ღამის მზერა" "60 წუთი" "რა ხდება" "ტაიმაუტი" "ცაიტნოტი" "ღია ეთერი" "რე აქცია."
2007 წელს,ბადრი პატარკაციშვილის და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირების შედეგად, დაარბიეს და დახურეს ტელეკომპანია "იმედი," რომელსაც შემდგომში სააკაშვილის ხელის ბიჭი გიორგი არველაძე მართავდა,რომლის დროსაც დაიდგა "იმიტირებული ქრონიკა," 2012 წელს,კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ,ტელევიზია კანონიერ მფლობელებს (პატარკაციშვილის ოჯახს) დაუბრუნდა.
პარლამენტის ტრიბუნიდან გიგა ბოკერიამ ცნობილ ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს არაპროფესიონალი უწოდა, ხელისუფლების წნეხის შედეგად იმნაიშვილმა საქართველო დატოვა - ეს "არაპროფესიონალი" დღემდეტელეკომპანია BBC-ს ცნობილი ჟურნალისტია.
2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ევროპის პრესისა და ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში ზურაბ ქურციკიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, ასევე მისი ფოტოგრაფი მეუღლე, ნათია გედენიძე, და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაზეთ "ალიას" ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომლებიც ჟურნალისტების პროტესტის და საქმის აბსურდულობის გამო, მალევე გაათავისუფლეს.
ეს არის ფაქტების არასრული ჩამონათვალი იმის გასახსენებლად,თუ როგორი "თავისუფალი" იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჟურნალისტიკა საქართველოში.
და ამ ყველაფრის "შემოქმედი" ზის და საზოგადოებას არწმუნებს იმაში,რომ დღეს მედია თავისუფალი არ არის და ივანიშვილი მის მონოპოლიზაციას და ხელში ჩაგდებას ცდილობს.
განსჯა თქვენთვის მომინდვია, კარგად ვიცი ჩემი ფრენდების უმეტესობის დამოკიდებულება ამ სუბიექტის მიმართ, მაგრამ მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა ის, რაც უკვე არაერთხელ გვითქვამს და დაგვიწერია - სააკაშვილის გამოსწორება შეუძლებელია, ალბათ მართალია, რომ თუ ერთხელ გაწყდა "შუბლის ძარღვი," აღარასოდეს აღდგება.
პატივისცემით თქვენს და არა სააკაშვილის მიმართ...