“ახალი ევროპელი პარტნიორი” ამ სათაურით გავლენიანი ბრიტანული გამოცემა the Guardian საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
„ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით საქართველო უკვე ევროპულ ოჯახში საკუთარ ადგილს იმკვიდრებს. კავკასიის ღვინის მწარმოებელ ქვეყანას დასავლეთთან პარტნიორობისათვის კარი ეხსნება, ეს არის უდიდესი შანსი ამ სახელმწიფოსთვის, რომ განავითაროს, როგორც ენერგეტიკული ასევე ტურისტული სექტორი“, -აღნიშნავს ავტორი.
სტატიაში საუბარია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ასევე საუბარია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე საქართელოს ეკონომიკური გამოწვევების შესახებ.
სტატიის ავტორის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან ზუსტად 7 თვეში ირაკლი ღარიბაშვილმა ასოცირების ისტორიულ შეთანხმებას ხელი მოაწერა.
“რეფორმების დასრულების შემდეგ, ევროკავშირთან დღისწესრიგში დადგება საკითხი, თუ როგორ უნდა გახდეს საქართველო ევროპული სახელმწიფო. ეს გაზრდის ქვეყანაში ცხოვრების დონეს“, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
სტატიის ავტორის თქმით, ამ რეფორებით მხოლოდ ქართველები არ ისარგებლებენ, მსოფლიო ბანკის, ბიზნესის წარმოების რეიტინგით, 2014 წელს საქართველომ ძალიან შთამბეჭდავი, მე-8 ადგილი დაიკავა. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა კი წელს 6%-ს შეადგენს. საქართველოს მრავალი შეთავაზება აქვს უცხოელი ინვესტორებისათვის. ბრიტანული ნავთობგიგანტი საქართველოში უდიდესი ინვესტორია. საქართველო მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპასთან, როგორც კვებისა და სასმელის კუთხით, ასევე ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სექტორით. ენერგომატარებლების უსაფრთხოების საკითხში, საქართველო ევროპისათვის უდიდეს როლს ასრულებს. სტატიის ავტორი Gუარდიან-ის მკითხველს საქართველოს მთავრობის წევრების, ბიზსნესმენების მოსაზრებებს სთავაზობს. სტატაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ტურიზმის განვითარებას საქართველოში.
Guardian-ის ცნობით „საქართველოში
ყოველწლიურად ტურისტების რაოდენობა იზრდება, ზამთარში, გაზაფხულსა და შემოდგომაზე შეგიძლიათ ეწვიოთ სათხილამურო კურორტებს. საქართველოს უნიკალური მთები და ლანდშაპტი იძლევა საშუალებას, რომ ამ ქვეყანაში ზამთრის სპორტი განვითარდეს. საქართველოს უდიდესი ზამთრის კურორტები გუდაური და ბაკურიანი როგორც პროფესიონალ ასევე მოყვარულ მოთხილამურეებს უამრავ შესაძლებლობებს სთავაზობს. შავი ზღვის კურორტებიდან კი ყველაზე ცნობილია ბათუმი, სადაც ჯაზის ყოველწლიური პოპულარული ფესტივალი იმართება“.
სტატიის ავტორი დეტალურად აღწერს: სვანეთს, ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებას უშგულს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია, ასევე მცხეთას, ბორჯომს, თუშეთს, ვარძიას და ახალციხეს.
Guardian ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელთან გიორგი სიგუასთან.
როგორ გახდა საქართველო ტურისტებისათვის უნიკალური ადგილი?
ამ პატარა ქვეყანაში, რომლის ფართობი დაახლოებით 70 ათასი კვადრატული კილომეტრია ჩვენ ყველასახის ბუნება გვაქვს. საქართველოშია მაღალი მთები, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული 5 ადგილი, ჩვენ გვაქვს ღვინო და სამზარეულო, რაც საშუალებას იძლევა, რომ სხვადასხვა სახის ტურიზმი განვითარდეს: სამოგზაურო ტურიზმი, სამთო ტურიზმი, თხილამურები, საზღვაო ტურიზმი, აზარტული თამაშები, ასევე სამედიცინო სპა-ცენტრები, რაც საქართველოში არ არის ძვირი.
რა შეთავაზება აქვს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს?
სანაპიროს გასწვრივ ბევრი კურორტია, მათ შორისაა ბათუმი, რომელსაც ხანდახან შაბი ზღვის ლას-ვეგასს ეძახიან, აქ მრავალი მდიდრული კაზინო და მსოფლიოში ცნობილი სასტუმროა. რეგიონში ჩვენ ვართ ერთადერთი სახელმწიფო, სადაც აზარტული თამაშები ნებადართულია.
რას იტყვით საქართველოს ნაკლებად ცნობილი ადგილების შესახებ?
საქართველოს სამხრეთით არის საოცარი, შედარებით უცნობი ადგილები, რომელიც ძალიან პოპულარული ხდება, ერთ-ერთია ვარძია, რომელიც ქართული პასუხია „მაჩუ პიჩუსისთვის.“ ახალციხეში არის რაბათის ციხესიმაგრე, დიდი სასახლე, სინაგოგა, მეჩეთი და ეკლესია, მისი კედლები სხვადასხვა სარწმუნოების მშვიდობიან თანაარსებობის მაგალითს წარმოადგენს. ეს არის ცივილიზაციის გზაჯვარედინი.
ტურიზმის განვითარევისათვის რა სტრატეგია აქვს სახელმწიფოს?
ახალი ხელისუფლების მიდგომა ტურიზმთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილი და ჭკვიანურია. ჩვენ მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად სულ მცირე ათწლიანი სტრატეგიის შექმნაზე ვმუშაობთ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ ამ სექტორში. ჩენთვის სტუმართმოყვარეობა წმინდაა. როდესაც საქართველოში ოჯახს ეწვევი აქ მიიღებ საუკეთესო საკვებს, საუკეთო ღვინოს და საუკეთესოდ მოგემსახურებიან. ქართული სულიერი წარმოდგენის მიხედვით, სტუმარი ღვთისგან გამოგზავნილი დესპანია. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყოველივე ტურიზმის სტრატეგიაზე აისახოს.
რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმი, როგორც საშუალება, რომელიც ცვლის საქართველოს შესახებ წარმოდგენებს?
ტურიზმი გვეხმარება, რომ უფრო საქართველოს შესახებ გაიზარდოს ცნობიერება, თუ რა არის საქართველო, ვინ არიან ქართველები, რა არის ქართული კულტურა, რამდენად ვართ ევროპელები, რამდენად ახლოს ვართ ევროპულ ოჯახთან და რამდენად შეიძლება სანდონი ვიყოთ. ტურიზმს ქვეყანაში პოტენციური ინვესტორები და მეგობრები მოჰყავს. ადამიანები, რომლებსაც მოვწონვართ, რომლებიც პოზიტიურად საუბრობენ საქართველოს შესახებ”, - აცხადებს გიორგი სიგუა.