ოპოზიციის ბიომეტრიული დილემა

ოპოზიციის ბიომეტრიული დილემა

[presage.tv]

„ოპოზიციური რვიანი“ დეტალურად გაეცნო ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ კალკულაციას საქართველოში ბიომეტრული პირადობის მოწმობების არჩევნებში გამოყენებასთან დაკავშირებით და მაშინვე საკუთარი შეფასებები მოაყოლა. „რვიანი“ ხელისუფლებას, რბილად რომ ვთქვათ, „შულერობაში“ ადანაშაულებს  და გასულ კვირას, ირაკლი მელაშვილმა საკუთარი გათვლები „რვიანის“ ფორმატში ჯერ, საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნო, ხოლო 9 მარტს ცესკოში განახლდა ბიომეტრიაზე განხილვები.

გუშინ, ხელისუფლების კალკულაცია წარმოგიდგინეთ, ხოლო დღეს გთავაზობთ, „რვიანის“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს.       

ელექტრონული ბარათის პერსონალიზაცია დღეისათვის დაგეგმილია სამ პერსონალიზაციის ცენტრში. მათი ჯამური წარმადობა თვეში შეადგენს მაქსიმუმ 60’000 ელექტრონულ ბარათს. პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა სამოქალაქო რეესტრის სართო წარმადობა პირადობის მოწმობების კუთხით. დღეისათვის ყოველთვიური საშუალო მაჩვენებელი მერყეობს 30’000-დან 40’000 პირადობის მოწმობამდე თვეში.

ელქტრონული ბარათის წარმოებისთვის საჭიროა შემდეგი ტიპის დანახარჯი:

ელექტრონული პირადობის მოწმობის ბლანკი;

კონვერტი ელექტრონული პირადობის მოწმობისა და PIN/PUK კოდებიათვის;

საინფორმაციო ფლაიერები;

შესაბამისი ინფრასტრუქტურული აპარატურა (სერვერები, მონაცემთა სანახი მასივები, ცენტრალური საკომუნიკაციო მოწყობილობები);

პროგრამული უზრუნველყოფა;

ქსელური ინფრასტრუქტურა;

პერსონალიზაციისთვის საჭირო აპარატურა;

მიმდინარე საექსპლუატაციო დანახარჯები;

ელქტრონული ხელმოწერის წარმოების ინფრასტრუქტურა (აპარატურული და პროგრამული);

შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალი;

შესაბამისი საოფისე გარემო და ტექნიკა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვეულებრივ ნორმალური ფუნქციონირების პირობებში ელექტრონული ბარათის ბლანკის ღირებულება შემდეგნაირად ყალიბდება:

არაპერსონალიზებული ბარათის ღირებულება – 9,75 ლარი

ინფრასტრუქტურის კომპონენტი – 4,45 ლარი

ექსპლუატაციის ხარჯი – 0,65 ლარი

ელექტრონული ხელმოწერა – 1,19 ლარი

პერსონალის ხარჯი – 6,28 ლარი

არაპირდაპირი ხარჯები – 7,54 ლარი

კომპანია „მიულბაუერთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძვეზე, რომელიც მოიცავს 7 წლის მანძილზე 3’039’000 ბარათის შეძენას, არაპერსონალიზირებული ელექტრონული ბარათის ღირებულება შემდეგნაირად ყალიბდება:

ბლანკის ღირებულება       3,8557 ევრო;   9,64 ლარი

კონვერტის ღირებულება   0,0145 ევრო;   0,04 ლარი

ფლაერის ღირებულება      0,0283 ევრო;   0,07 ლარი

არაპერსონალიზებული ბარათის ღირებულება 3,8986ევრო; 9,75ლარი

პერსონალიზაციისათვის საჭირო აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის საერთო ღირებულება, რომელთაგან ნაწილი შეძენილია სრს-ს მიერ და ძირითადი ნაწილის მოწოდებას აწარმოებს კომპანია „მიულბაუერი“, შემდეგნაიდად ყალიბდება:

ინფრასტრუქტურის ღირებულება – 13’403’911,05

სერვერული ინფრ. პერსონ. ცენტრი – € 1’409’080,90                                                                                                       

სერვერული ინფრასტრუქტურა სრს  –   $  2’011’787,22 ; 3’621’217,00 ლარი

პერსონალიზაციის ინფრასტრუქტურა – €  2’416’464,49 ; 6’041’161,23 ლარი

მონაცემთა შეგროვების ინფრასტრუქტურა – 236’170,30 ლარი

ერთეულ ბარათზე გადაანგარიშებული ღირებულება – 4.45 ლარი

საექსლუატაციო ხარჯი მოიცავს ძირითადად მონაცემთა ცენტრალური და სარეზერვო ცენტრებისა და პერსონალიზაციის აპარატურის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიის ხარჯს, რომელიც ერთი ბარათის ღირებულებაზე გადაანგარიშებით შეადგენს 0,65 ლარს.

ელექტრონული ხელმოწერის წყვილის წარმოებისათვის ინფრასტრუქტურული დანახარჯების სრული ღირებულება შეადგენს 2’005’969,80 აშშ დოლარს, რაც 3’610’745,64 ლარს წარმოადგენს. შესაბამისად მისი წილი ბარათის ღირებულებაში გახლავთ 1,19 ლარი.

პერსონალის ხარჯი იანგარიშება ელექტრონული ბარათების წარმოების პროცესში პირდაპირ ჩართული თანამშრომლების სახელფასო ფონდის გათვალისწინებით. ამ მხრივ გამოსაყოფია სამი ტიპის სამუშაო როლი:

მონაცემთა შეგროვება და განაცხადების ფორმირება;

ბარათების პერსონალიზაცია;

საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფა.

მონაცემთა შეგროვების და განაცხადების ფორმირების პროცესში სრს-ში ჩართულია 400 თანამშრომელი, რომელიც წარმოადგენს 200 სამუშაო წყვილს. წყვილიდან ერთი ასრულებს ოპერატორის როლს (ფრონტ-ოფისის თანამშრომელი), ხოლო მეორე პასუხისმგებელია პიროვნების იდენტურობის დადგენაზე და მონაცემთა სისწორეზე (ბექ-ოფისის თანამშრომელი. ორივე როლის ერთ თანამშრომლისთვის მინიჭება დაუშვებელია მონაცემთა სისწორის კონტროლისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ბარათების პერსონალიზაციის პროცესში ჩართულია შემდეგი როლის მქონე პერსონალი:

პერსონალიზაციის ცენტრის ხელმძღვანელი;

ბეჭდვის სპეციალისტი;

ხარისხის კონტროლის სპეციალისტი;

ბარათების გაგზავნაზე პასუხისმგებელი სპეციალისტი.

IT პერსონალი, რომელიც თავისი სამუშაო სპეციფიკიდან 70%-80% ჩართულია პერსონალიზაციის პროცესში მოიცავს:

სისტემური ადმინისტრირების ჯგუფს -  2 თანამშრომელი;

ქსელური ინფრასტრუქტურის მართვის ჯგუფს - 2 თანამშრომელი;

ელექტრონული ხელმოწერის ინფრასტრუქტურის მართვის ჯგუფს - 3 თანამშრომელი;

პერსონალიზაციის ცენტრის ადმინისტრატორს - 6 თანამშრომელი;

პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის ჯგუფს - 2 თანამშრომელი;

ოპერატიული მხარდაჭერის ჯგუფს - 5 თანაშრომელი;

შესაბამისად პერსონალზე გაწეული ყოველთვიური დანახარჯი და ამ ხარჯის გადაანგარიშება ერთეული ბარათის ღირებულებაზე შემდეგია:

პერსონალის ხარჯი თვეში (ლარი) – 376’575,00

მონაცემთა შეგროვება –          330’000,00     

 პერსონალიზაცია –16’575,00     

 IT პერსონალი – 30’000,00     

ერთეულ ბარათზე პერსონალის ხარჯი – 6,28

არაპირდაპირ ხარჯებს წარმოადგენს კომუნალური, საკანცელარიო, ადმინისტრაციული ტიპის (მაგალითად კურიერული მომსახურება) და საკომუნიკაციო ხარჯები. მათი სტრუქტურა საშუალო ტერიტორიული ოფისის პირობებში შემდეგნაირია:

ადმინისტრაციული ხარჯები თვეში – 384,62 ლარი     

ოფისის ხარჯები ერთეულ ბარათზე – 7’201,67 ლარი    

ელექტროენერგია – 502,00 ლარი    

წყალი –  233,33 ლარი    

ბუნებრივი აირი – 37,33 ლარი     

საკანცელარიო და სამეურნეო საქონელი – 6’429,00 ლარი    

საკომუნიკაციო საშუალებების ხარჯი ერთეულ ბარათზე –694,44 ლარი    

არაპირდაპირი ხარჯი – 8’280,73 ლარი    

ერთეულ ბარათზე არაპირდაპირი ხარჯი (საერთო ხარჯის 70%) – 7,54 ლარი

თუ გავითვალისწინებთ, რომ ტერიტორიულ ოფისში გაწეული დანახარჯის 70% პირადობის იდენტიფიკაციისა და პირადობის მოწმოდის გაცემაზეა გაწეული, ერთეულ ბარათში მისი წილიც საერთო ხარჯის 70%-დან უნდა ვიანგარიშოთ.

ამრიგად ბარათის თვითღირებულებამ შეადგინა 29,86 ლარი. დამატებითი ღირებულების გადასახადის გათვალისწინებით (+18%) ბარათის სარეალიზაციო ღირებულებამ შეადგინა 35,23 ლარი. აღსანიშნავია, რომ ბარათის გასაყიდი ფასი მოქალაქეთა ინტერესების და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით 30 ლარით განისაზღვრა. სხვაობას 5,23 ლარის ოდენობით სრს-ს გადაფარავს სხვა სერვისებისგან (მათ შორის დაჩქარებული) მიღებული შემოსავლის ხარჯზე.

2012 წლის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ელექტრონული ბარათით უზრუნველყოფისათვის აუცილებელი დანახარჯების გაანგარიშება

2012 წლის არჩევნებისათვის ელექტორატისა და მოსახლეობის დარჩენილი ნაწილის ელექტრონული პირადობის მოწმობებით დაკმაყოფილებისათვის საჭიროა 3’750’000 ელქტრონული ბარათის 14 თვეში გაცემის უზრუნველასაყოფა, ვინაიდან ელექტორატის 3,5 მილიონ რიცხვს ემატება სხვა მიზეზით ბარათის ამღებთა რიცხვი, ხოლო გასაცემი პერიოდი განისაზღვრება 2011 წლის ივლისიდან 2012 წლის აგვისტოს ბოლომდე. შესაბამისად სრს-ში არსებული წარმადობა 4,5-ჯერ გაზრდას მოითხოვს, რადგან თვეში 60’000 ბარათის პერსონალიზაციის ნაცვლად უნდა მოხდეს 270’000-მდე ბარათის პერსონალიზაცია. შესაბამისად საჭიროა შემდეგი სახის დამატებითი ინვესტირება და სამუშაო პროცესის გაფართოება.

საჭიროა დაემატოს 1200 სამუშაო ადგილი, რომელიც უნდა განთავსდეს დამატებით 80 ოფისში მთელი ქვეყნის მასშტაბით (თითეულ ოფისი საშუალოდ 15 თანამშრომლი), რათა შეუფერხებლად მოხდეს შესაბამისი განცხადებებისა და მონაცემების შეგროვება და დამუშავება;

დამატებით დაქირავებული 1200 თანამშრომლის დატრენინგება;

დამატებით დაქირავებული 1200 თანამშრომლის აღჭურვა შესაბამისი საოფისე ინვენტარითა და საოფისე ტექნიკით;

არსებულ სამ პერსონალიზაციის ცენტრს უნდა დაემატოს კიდევ სამი ცენტრი;

უნდა შეიქმნას სპეციალური მობილური აპარატურით აღჭურვილი ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეების საცხოვრებელ ადგილზე მომსახურებას;

უნდა გაფართოვდეს საინფორამციო ტექნოლოგიების სპეციალისტთა ჯგუფი;

უნდა მოხდეს მონაცემთა დამუშავების ცენტრალური და სარეზერვო ცენტრების გაძლიერება;

80 ახალი ოფისი უნდა ჩაერთოს სააგენტოს ერთიან საქსელო ინფრასტრუქტურაში;

უნდა განხორციელდეს პერსონალიზაციის აპარატურის რიცხვის გაზრდა არსებული ცენტრებისათვის და შეძენა დამატებით სამი ახალი ცენტრისათვის;

240 ერთეული ფოტოჯიხურის შესყიდვა და ინსტალაცია;

მონაცემების შემაგროვებელი სპეციალური აღჭურვილობის შეძენა;

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია (რეკლამა, ბუკლეტები, ფილმები, სატელევიზიო გადაცემები).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 3,75 მილიონი ბარათის 14 თვეში პერსონალიზაციისა და გაცემისათვის დამატებით გასაწევი დანახარჯები შემდეგნაირად გამოიყურება:

28 დამატებითი პერსონალიზაციის მოწყობილობა – 8 400 000,00 ლარი

1200 დამატებითი სამუშაო ადგილი – 5 400 000,00 ლარი

1200 თანამშრომლის ტრეინინგი – 1 000 000,00 ლარი

80 დამატებითი ოფისი – 5 000 000,00 ლარი

სერვერული ცანტრის გაძლიერება – 2 000 000,00 ლარი

240 დამატებითი ფოტოჯიხური – 8 400 000,00 ლარი

500 მობილური ჯგუფი – 17 500 000,00 ლარი

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება – 5 000 000,00 ლარი

ბარათების გარანტირებული დისტრიბუციისათვის აუცილებელია მათი ერთჯერადად უფასო გაცემა. ხარჯი, რომელიც უნდა იქნას გაწეული ბარათების უფასო დისტრიბუციაზე წარმოადგენს 132’130’500,00 ლარს. შესაბამისად საერთო ინვესტიციის ღირებულება, რომელსაც უნდა დაემატოს 2% გაუთვალისწინებელი ხარჯი (3’696’610,00 ლარის ოდენობით) შეადგენს 188’527’110,00 ლარს.

ამასთან აღსანიშნავია ნეგატიური მოვლენა, რომლის წინაშეც დადგება სამოქალაქო რეესტრი გახლავთ ბარათების არაპროპორციული გაცემა, რომელიც გამოიწვევს გაცემული ბარათების მოქმედების ვადის განმავლობაში ახალი ბარათების გაცემის მინიმუმ ორჯერ შემცირებას, ხოლო ამ ბარათების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ დადგება მოთხოვნა 14 თვის მანძილზე 3 მილიონზე მეტი ბარათის გამოცვლისა. ამ პერიოდის მანძილზე სააგენტოს მოუწევს გაძლიერებული ინფრასტრუქტურისა და პერსონალის პრაქტიკულად უფასოდ შენახვა, შესაბამისი ამონაგების გარეშე.