ვინ აფინანსებს „ტიტუშკებს“ - დატრენინგებული აქტივისტები მოქმედებაზე გადავიდნენ

ვინ აფინანსებს „ტიტუშკებს“ - დატრენინგებული აქტივისტები მოქმედებაზე გადავიდნენ

შს სამინისტრომ, მელიქიშვილის გამზირზე, მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებს შორს დაპირისპირება მოხდა. 

აქციის მონაწილეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების დროს აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, სამართალდამცველებმა ცოცხალი კორდონი გააკეთეს. დაპირისპირების ფონზე, აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მონებო“, „რუსებო“!

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის, გოგა მემანიშვილის განცხადებით, დაპირისპირების ფაქტზე, ამ დროისთვის, არავინ დაკავებული არ არის. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე პოლიცია ერთი წუთის განმავლობაში მივიდა და ვითარება მალევე დარეგულირდა.

„შემთხვევიდან ერთ წუთში, ადგილზე იყო პოლიცია და მისვლიდან მალევე, დარეგულირდა ვითარება. ორივე მხარეს არიან ნაცემები. მათ შეუძლიათ მიმართონ საგამოძიებო უწყებას. ამ კონკრეტულ ლოკაციაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი რეაქცია მივიღეთ. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, არავინ არის დაკავებული“, - განაცხადა გოგა მემანიშვილმა.

ძალოვანი უწყება მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი „ტიტუშკები“, უკვე მესამედ, ფაშისტური შეძახილებით, თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს.

„საარჩევნო კამპანიის დროს, უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან ექსტრემისტების მხარდაჭერა და ძალადობის არ დაგმობა, ვენის კონვენციის დარღვევით, არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ძალიან უხეში ჩარევაა საარჩევნო პროცესში, გასაკვირია, ამ ყველაფერს რატომ ადევნებენ დუმილით თვალყურს ევროკავშირის ელჩი და დიპლომატიური კორპუსი და რატომ არ აკეთებენ განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით. მაჭავარიანის განცხადებით, „ლიბერალური ფაშიზმის“ მიმდევრები, აორგანიზებენ კარგად გააზრებულ პროვოკაციას შტაბის წინ.

„ამ შტაბში იმყოფება ძალიან ბევრი ადამიანი, შესაბამისად, ძალიან რთულია ამ ადამიანების მოთოკვა, ვინაიდან ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია ღირსება. როდესაც ეხებიან შენს ღირსებას და ამას აკეთებენ გამიზნულად, რაღაც საშინელი სიტყვებით ხდება შეძახილები, ძალიან რთულია შტაბში მყოფი ადამიანების მოთოკვა, მიუხედავად იმისა, რომ ამით ვართ დაკავებული. რა რაოდენობის ახალგაზრდებიც გარეთ გავიდნენ, ხუთჯერ მეტი შტაბში იმყოფებოდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ ყველა მხარდამჭერს, რომ თავი შეიკავოთ, ვინაიდან ეს პირდაპირ გამიზნულია და ემსახურება მათ დღის წესრიგს. ამით უნდათ, რომ დუღილის ტემპერატურა აწიონ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ანალიტიკოსის, დავით ჩიხელიძის განცხადებით, ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ ძალებს საქართველოში რევოლუცია სჭირდებათ, რადგან ისინი ხელისუფლებაში მოსვლას ხალხის მხარდაჭერით ვერ ახერხებენ, სწორედ ამიტომ აწყობენ ბინძურ პროვოკაციებს. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარი ამბავი არც უცნაურია და არც მოულოდნელი. ვინც ძალადობას ავრცელებს, ვინც საზოგადოებას ქუჩის არეულობას სთავაზობს - აუცილებლად მიიღებს შედეგს.

„წარმოიდგინეთ, რომ საკუთარ სახლში ხართ, მეგობრებთან ერთად - უცნობი ბრბო შემოდის, სახლს გიზიანებს, გაგინებს, ფიზიკურ შეურაცხყოფას გაყენებს და ა.შ. რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ადამიანს? რა თქმა უნდა, ლოგიკური და შესაბამისი პასუხი. ეს არის პირდაპირი მაგალითი იმისა, რომ დესტრუქციული ქმედებები, პოლიტიკური მანიპულაციები, ან ძალადობრივი რიტორიკა არასოდეს რჩება უშედეგოდ.

ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა, კოლექტიურმა აკაცუკებმა, მელიქიშვილის გამზირზე პროვოკაცია მოაწყვეს. ეს არ ყოფილა სპონტანური პროცესი, შემდეგ კი ჩაგრულის მანტია და კრავის ტყავი მოირგეს. მათ რევოლუცია სჭირდებათ, რადგან ისინი ხელისუფლებაში მოსვლას ხალხის მხარდაჭერით ვერ ახერხებენ, სწორედ ამიტომ აწყობენ ბინძურ პროვოკაციების, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ქარის დამთესავი ქარიშხალს მოიმკის“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

მარბიელი ევროპული ფულით და სიტყვიერი მხარდაჭერით ხდება არეულობის თესვა და სახ.გადატრიალებისთვის მზადება
როდის იყო ევროპა საქართველოს მხარდამჭერი? სულხან-საბას დროს? არა! ინგლისმა რუსეთთან სავაჭრო ხელშეკრულებას გვანაცვალა და 2020 წელს საქართველოდან ჯარი გაიყვანა!
როცა ერთა ლიგას მივმართეთ გაწევრიანების თხოვნით, ინგლისის და საფრანგეთის აქტიური წინააღმდეგობით უარი გვეთქვა და ამის მერე 2 თვეში რუსმა მოასხინა საქართველოს ანექსია!
მრეწველობის ან სოფლის მეურნეობის რომელიმე დარგი აღორძინდა მათი მხარდაჭერით?
იქნებ 2008 წლის ომის დროს დაგვეხმარა ვინმე რამე მატერიალურით?
იქნებ ასოების, მათივე მე-5 კოლონის დაფინანსებაა ხალხისთვის სასიკეთო?
იქნებ ჰიტლერის პირადი დაცვის წევრის შვილიშვილის ფიშერის მოწოდებებია საჩვენო?
ყველა წრეგადასულ ელჩს უნდა მივუჩინოთ სათანადო ადგილი
6 საათის უკან