ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია განხეთქილების გზაზე - დაპირისპირება და დაშლის საფრთხე „რვიანში“

ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია განხეთქილების გზაზე - დაპირისპირება და დაშლის საფრთხე „რვიანში“

ბოიკოტის გზით წასული ოპოზიციური სპექტრი, რომელიც „რვიანის“ ფორმატში გაერთიანდა, დღეს უკვე ღიად აღიარებს, რომ შიდა დაპირისპირება ერთობას საფრთხეს უქმნის. გაერთიანების ნაწილი ერთიანობას საჭიროდ მიიჩნევს, ნაწილი კი მას ფორმალურად და უსუსურად აღიქვამს. პოლემიკა ჯერ კიდევ მაშინ გამწვავდა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა დააანონსა. ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას მხარდამჭერები არ გამოუჩნდა. თავად „რვიანში“ ჩართულმა რამდენიმე ლიდერმა ეს იდეა რეალობას მოწყვეტილ ფანტაზიად მოიხსენია. დაპირისპირება მალევე გაგრძელა თამარ ჩერგოლეიშვილმა - ოპოზიციის ერთ-ერთ მხარდამჭერ, რომელიც სააკაშვილი გამო აკრიტიკებდა, სოციალურ ქსელში მორალურად მიუღებელი კომნტარი დაუწერა. მოგვიანებით, ჩერგოლეიშვილმა ბოდიში მოიხადა, თუმცა „რვიანში“ მის გარიცხვასაც კი განიხილავდნენ.

„ჩემთვის მიუღებელია პოლიტიკაში არაეთიკური ქცევები, თუმცა არანაკლებ დაუშვებელია, როდესაც პრინციპების ნაცვლად, პარტიებს მხოლოდ ადგილების გაყოფა აინტერესებთ“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ კი უპასუხა: „ბოდიშის მოხდამ ვითარება ვერ გაანეიტრალა, მაგრამ ვფიქრობ, ახლა მთავარი მიზანი უნდა გვახსოვდეს - ხელისუფლების შეცვლა. სხვა ყველაფერზე დროის დაკარგვა მხოლოდ ხელისუფლების ხელში თამაშს ნიშნავს“, - აღნიშნა მან.

„რვიანში“ დაძაბულობაზე კომენტარი გააკეთეს ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებმაც. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაერთიანება მხოლოდ მაშინ იმუშავებს, თუ პროცესს რეალური სტრატეგია ექნება,  ხოლო „ლელოში“ მიაჩნიათ, რომ ერთიანობის დაკარგვა ოპოზიციისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.

მმართველ გუნდში კი დარწმუნებულნი არიან, რომ „რვიანი“ დიდხანს ვერ გაძლებს. „ჩვენ ვხედავთ, რომ ბოიკოტის გზით წასული პარტიები ერთმანეთში ვერ თანხმებიან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციას რეალური ხედვა და პასუხისმგებლობა არ გააჩნია. ისინი ერთ მიზანშიც კი ვერ პოულობენ თანხმობას“, - აცხადებენ მმართველ გუნდში.

ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ტემპერატურა კიდევ უფრო იზრდება. თავად ოპოზიციაშიც აღიარებენ, რომ შიდა დაპირისპირებებმა მხარდამჭერები დააბნია. ნაწილი უკვე ეჭვობს, რომ „რვიანმა, შესაძლოა, ოქტომბრამდე კი ვერ მიაღწიოს.                                                                           

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-თან ამბობს, რომ ოპოზიციის შიგნით მიმდინარე პროცესები ძალიან კარგად აჩვენებს, რომ ბოიკოტის სტრატეგია თავიდანვე არასწორად იყო აგებული. თუ ერთობაში შესული რვა პარტია ვერ ახერხებს შეთანხმებას სტრატეგიასა და ტაქტიკაზე, ბუნებრივია, ეს ერთობა მალე დაიშლება.                                                                                    

„ეს უთანხმოება, ქუჩის პროტესტსა და არჩევნების გზას შორის, საზოგადოების თვალში ოპოზიციას სუსტ და არასერიოზულ ძალად წარმოჩენს. ლიდერებს შორის ეთიკური კონფლიქტები, მაგალითად, ჩერგოლეიშვილის და ნაციონალების  დაპირისპირება, მხოლოდ ამ ეფექტს აძლიერებს. ამან უკვე გამოიწვია მხარდაჭერის დაკარგვა და ამომრჩევლის დაბნეულობა. ფაქტობრივად, ოპოზიციის შიდა უთანხმოება ხელს აძლევს ხელისუფლებას - მმართველი გუნდი იოლად აკონტროლებს პოლიტიკურ სივრცეს. ამ ვითარებაში, თუ ოპოზიციამ ერთიანი მოქმედების ფორმულა ვერ იპოვა, „რვიანმა, შესაძლოა, ოქტომბრამდე ვეღარ გაძლოს, ან დასუსტდეს. ამას გარდა, რთულია პროგნოზირება, რამდენი მხარდამჭერი დარჩება და რამდენი წავა სხვა პარტიებთან, რაც საბოლოო შედეგს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს“, - ამბობს გვენეტაძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი for.ge-თან მიიჩნევს, რომ რაც ახლა „რვიანში“ ხდება, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ტიპური პოლიტიკური დინამიკა, სადაც კონფლიქტი გარდაუვალია, თუ საერთო ხედვა არ არსებობს.                                       

 „გაერთიანება იქმნება კონკრეტული მიზნისთვის, მაგრამ თუ პარტიებს შორის ურთიერთთანხმობა ვერ ირჩევა, ასეთი ერთობა სწრაფად იშლება. ბოიკოტის გზა, რომელიც თავიდანვე რისკიანი იყო, ახლა უფრო არასახარბიელო ხდება, რადგან ამომრჩევლის ნებას ნაწილობრივ უგულებელყოფს. შიდა დაპირისპირებებმა,  ჩერგოლეიშვილსა და სხვა ლიდერებს შორის, კონფლიქტი კიდევ უფრო გააღრმავა.        

ოპოზიციის მხრიდან ასეთი დეზინტეგრაცია მმართველ გუნდს კომფორტს აძლევს: ხელისუფლება არ წააგებს დროს კონსოლიდირებულ ოპოზიციასთან ბრძოლაში და საზოგადოებას მკაფიო ალტერნატივას ვერ სთავაზობს. თუ რეალური კონსოლიდაცია ვერ განხორციელდება, ბოიკოტის სტრატეგია „რვიანისთვის“, პრაქტიკულად, მარცხისთვის იქნება განწირული. ამავე დროს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს პროცესები აჩენს შანსს ლიდერებისთვის, რომლებიც მზად არიან გაატარონ ახალი სტრატეგია და დაამტკიცონ ავტორიტეტი იმაშიც კი, თუ მთელი გაერთიანება დაიშლება“, - ამბობს ძაბირაძე.