სკანდალური ვერსიები და ფაქტები - ეროსი კიწმარიშვილი აგვისტოს ომისა და იარაღის უკანონო ბიზნესის გამო მოკლეს?

სკანდალური ვერსიები და ფაქტები - ეროსი კიწმარიშვილი აგვისტოს ომისა და იარაღის უკანონო ბიზნესის გამო მოკლეს?

რუსთავი 2”-ის დამფუძნებლისა და ყოფილი მფლობელის, ასევე, საქართველოს სავაჭრო პალატის ექსთავმჯდომარისა და რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, ეროსი კიწმარიშვილის უცნაურ გარდაცვალებაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. საზოგადოების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას არ სჯერა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა მთავარმა პოლიტიკურმა მოთამაშემ დავარდების რევოლუციისმესაიდუმლემ სიცოცხლე სუიციდით დაამთავრა. თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიაც ძნელი დასაჯერებელია. ამ ფონზე, არაა გამორიცხული, რომ საქმე შეკვეთილ პოლიტიკურ მკვლელობასთან გვქონდეს. რა იცოდა კიწმარიშვილმა ისეთი, რის გამოც სიცოცხლეს გამოასალმეს? - ამ შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ, კინაღამ შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა - მოწამლეს, ამბობს, რომ კიწმარიშვილი შესაძლოა, აგვისტოს ომისა და იარაღის უკანონო ბიზნესის არასასურველი მოწმე იყო და მისი გაჩუმება გარდაუვალი, ალბათ, ამიტომ გახდა. კიწმარიშვილის უცნაური გარდაცვალების 2008 წლის აგვისტოს მოვლენებსა და იარაღით ვაჭრობასთან მიბმა შესაძლოა, ერთი შეხედვით, უტოპიაა, მაგრამ რამდეიმე დღის წინ, ინგა გრიგოლიასრეაქციაშიმედიაჰოლდინგჯორჯიან თაიმსისდამფუძნებელმა, მალხაზ გულაშვილმა განაცხადა, რომ 2004 წელს, როცარუსთავი 2”, პრაქტიკულად, წაართვეს, “ნაციონალებმაკიწმარიშვილი დროებით გადაზიდვების ბიზნესშიჩასვესდა აშშ-ში გაუშვეს. “ქართული სიტყვაუკვე წერდა, რომ რამდენიმე ამერიკულმა გადამზიდავმა კომპანიამ სააკაშვილ-კეზერაშვილის იარაღის შავ ბიზნესში ჩართვაზე უარი განაცხადა... ერთი სიტყვით, ამ ვერსიებით თითქოს ლოგიკური ჯაჭვი იკვრება. ამასთან, კონსტანტინე ფორჩხიძე არც იმას გამორიცხავს, რომ შეკვეთილი მკვლელობის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ. ასეა თუ ისე, ფაქტია: კიწმარიშვილის გარდაცვალებასოცნებისწინააღმდეგ სისხლიანი შეთქმულების ელფერი დაჰკრავს. ქართველი სპეცსამსახურელიქართულ სიტყვასთანსაუბრისას აქცენტს კიდევ ერთ საინტერესო დეტალზე აკეთებს - შესაძლოა, ჩვეულებრივი დამთხვევაა და მეტი არაფერი, მაგრამ კიწმარიშვილის გარდაცვალებამდე საქართველოში უკრაინის შს ყოფილი მინისტრი, იური ლუცენკო ჩამოვიდა... ქართველმა სამართალდამცავებმა 3 ტონამდე თხევადიჰეროინიცსწორედ ამავე პერიოდში ამოიღეს. “ჰეროინის საქმეშიცგადამზიდავი კომპანია ფიგურირებს... მაშ, ასე: უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი კონსტანტინე ფორჩხიძე პოლიტიკურ პროცესებს აანალიზებს და ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ყველა შესაძლო ვერსიაზე საუბრობს.

 

- ბატონო კონსტანტინე, თუკი გავყვებით ვერსიას, რომ ეროსი კიწმარიშვილს თავი არ მოუკლავს, მისი მოკვლა ვის ინტერესში შედიოდა და, საერთოდ, ვინ იყო და რა თამაშს თამაშობდარუსთავი 2”-ის ყოფილი მფლობელი?

- იმის თქმა, თუ ვინ იყო ეროსი კიწმარიშვილი და რა თამაშს თამაშობდა, ძალიან რთულია. საამისოდ, მის მიერ განვლილი მთელი საზოგადოებრივი და ბიზნესცხოვრება უნდა გავაანალიზოთ. ეროსი ჰიპერაქტიური ადამიანი იყო, რომელიც როგორც ვიცი, მარცხს არასოდეს ეპუებოდა. ასეთი ადამიანის დეპრესიაში ჩავარდნა კი, პრაქტიკულად, გამორიცხულია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ ეს არგუმენტია საკმარისი, ვთქვათ, რომ მას თავი არ მოუკლავს.

- თქვენს განცხადებაში ახალი არაფერია, მაგრამ მოდით, პირდაპირ გკითხავთ: შესაძლებელია, კიწმარიშვილი რომელიმე სპეცსამსახურის გავლენის ქვეშ ყოფილიყო?

- ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეროსი კიწმარიშვილი რუსული სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ ყოფილიყო და ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ რუსეთში მისი ელჩად მოღვაწეობისას, საელჩოში სკანდალი ატყდა - რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩვენი რამდენიმე დიპლომატი გამოაძევეს. ამასთან, როგორც მახსოვს, საელჩოსთან დაკავშირებული, რუსეთში მოღვაწე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. ასეთი რაღაცები, როგორც წესი, არ ხდება. კიწმარიშვილი, როგორც ელჩი, შესაძლოა, იმ მიმართულებას კურირებდა, რომელიც ერთის მხრივ, საქართველოს, მეორეს მხრივ კი, დასავლეთის ინტერესში შედიოდა. სწორედ ეს გარემოება მაფიქრებინებს, რომ კიწმარიშვილის რუსულ სპეცსამსახურებზე მიწებება აბსოლუტურად გამორიცხულია.

- აბა, რუსეთში ელჩად რატომღა გაუშვეს, მით უმეტეს, ამტკიცებთ, რომ სააკაშვილი თავიდან ბოლომდე რუსული პროექტია?

- ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ შეიძლება, დასავლეთის მოთხოვნა იყო, რომ ეროსი, როგორც დამსახურებული რევოლუციონერი და მედიაში გარკვეული პიროვნება, რუსეთში აღმოჩენილიყო.

- გამოდის, რომ მან დასავლური მისია ვერ შეასრულა - ვერ მოიპოვა ინფორმაცია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი მზადდებოდა...

- კიწმარიშვილს, როგორც ელჩს, თავისი “კანალები” ექნებოდა და მოსალოდნელ ომზე ინფორმაცია, შესაძლოა, სწორედ პირადი კონტაქტებიდან მიეღო. სხვათა შორის, აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილ ვითომ სახელმწიფო კომისიის დაკითხვაზე, კიწმარიშვილმა ბევრი ისეთი რამ თქვა, რაც წყალს მიშას წისქვილზე ნამდვილად არ ასხამდა. ყოველ შემთხვევაში, მისი ჩვენებიდან აგვისტოს ომში სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” დანაშაული გამოიკვეთა. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ ეროსი კიწმარიშვილმა აგვისტოს ომზე სრული სიმართლე იცოდა. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ შესაძლოა, სწორედ აგვისტოს ომის გამო მოკლეს. სხვათა შორის, ეს ვერსია შს ყოფილმა მინისტრმა, კობა ნარჩემაშვილმაც გააჟღერა.

- აგვისტოს ომიდან 6 წელი გავიდა და თუ ვინმეს კიწმარიშვილის მოცილება უნდოდა, აქამდე მოიცილებდა...

- რა მნიშვნელობა აქვს, ომიდან რამდენი წელი გავიდა? როგორც გარდაცვალების მერე გაირკვა, კიწმარიშვილი, თურმე, მემუარებს წერდა და ამას მისი თანაშემწე, ქალბატონი თიკო ბეჟაშვილიც არ უარყოფს. ხომ არ ვიცით, მემუარებში 2008 წლის ომზე რა წერია? ომის კიწმარიშვილისეული შეფასებები “ნაციონალური” ხელისუფლების წინააღმდეგ შესაძლოა, ერთგვარი სამხილი გამხდარიყო. კარგი იქნება, თუკი გამოძიება ამ მიმართულებითაც იმუშავებს.

ეროსი ის ადამიანი არ იყო, რომ ვალის გულისთვის თავი მოეკლა. ვთქვათ, ვალი, მართლაც, ჰქონდა, მაგრამ წარმატებული ბიზნესმენი იყო და ისიც ეცოდინებოდა, ვალი როგორ გაესტუმრებინა.

- ბატონო კონსტანტინე, იმ მასალების მიხედვით, რაც გავრცელდა, თქვენ, როგორც პროფესიონალი, რას ფიქრობთ - სახეზე თვითმკვლელობაა თუ მკვლელობა?

- ეს მკვლელობა, უფრო კონკრეტულად, შეკვეთილი მკვლელობაა!

- წმინდა რუსული შეკვეთილი მკვლელობა?

- რაღაცით, დიახ, რუსულ შეკვეთილ მკვლელობას ჰგავს.

- მაინც, რითი?

- რუსეთში ადამიანი თვითმკვლელობის იმიტაციით ხშირად მოუცილებიათ.

- შეკვეთილი მკვლელობის უკან აუცილებლად სპეცსამსახური უნდა იდგეს?

- შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებელი ქილერია, რომელმაც იცის, კვალი როგორ დაფაროს. ეროსი პოლიტიკური ფიგურა იყო და, ჩემი შეფასებით, საქმე სწორედ პოლიტიკურ მკვლელობასთან გვაქვს, თუმცა ვიმეორებ, ეს ვერსიაა, რომელსაც არსებობის უფლება აქვს!

- საერთოდ, ბატონო კოტე, ქილერი სპეცსამსახურს, როგორც იტყვიან, მუდმივ შტატში ჰყავს?

- ქილერების სხვადასხვა კატეგორია არსებობს. ქილერების ერთი კატეგორია ყოფილი სპეცრაზმელია. სიმართლე რომ გითხრათ, ქართულ სპეცსამსახურებს ასეთი მაღალი დონის შემსრულებლები არ ჰყავთ. ასე რომ, ყველაფერი უფრო  სპეცსამსახურის მიერ უნდა იყოს გაკეთებული.

- “ სპეცსამსახურირას ნიშნავს?

- სპეცსამსახურია, მაგალითად, “მოსად”-ი, ამერიკული “სი-აი-ეი” და რუსული “გე-რე-უ”. ასევე, საქმე შეიძლება, დაქირავებულ ქილერთან გვქონდეს. თუ რაღაც დეტალებს გავითვალისწინებთ, მკვლელი მაინცდამაინც პროფესიონალი არ უნდა ყოფილიყო.

- რა დეტალებს გულისხმობთ?

- მაგალითად, იარაღზე არაღმოჩენილი სისხლის კვალი, რომელიც თვითმკვლელობის ვერსიას ანგრევს. “ჩე-ზე 75” ძალიან  იარაღია და მისი გამოყენების შემთხვევაში, შანსი არაა, ვაზნის გულაზე ან ლულაზე სისხლის კვალი არ დარჩეს.

- თქვენი ინფორმაციით, საქართველოში ქილერები არიან და, საერთოდ, შეკვეთილი მკვლელობა რა ღირს?

- ნამდვილად არ ვიცი, საქართველოში ქილერები არიან თუ არა. არც თანხების შესახებ მაქვს ინფორმაცია, თუმცა მოსაკლავ ობიექტს გააჩნია.

- ბატონო კოტე, წეღან გკითხეთ და არ მიპასუხეთ: თუკი კიწმარიშვილის მკვლელობის საბაბი აგვისტოს ომის საიდუმლო გახდა, აქამდე რატომ არ მოიცილეს?

- მიხეილ სააკაშვილი ისევ ავანსცენაზეა და უკრაინიდან სიტუაციას ძალიან სერიოზულად ურევს. ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს, “ოცნების” ხელისუფლების კი არა, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ძირგამომთხრელი საქმიანობაა.

- ამ ძირგამომთხრელი საქმიანობის ერთ-ერთი გამოვლინება კიწმარიშვილის გარდაცვალებაა? ისე, კოტე ბატონო, “ნაციონალებიპირდაპირ მიანიშნებენ, ხელისუფლებასრუსთავი 2”-ის ხელში ჩაგდების გზაზე კიწმარიშვილი ეღობებოდაო. ამნაციონალურივერსიის დამკვიდრებას ხელი, ძალაუნებურად, პროკურატურის თავდაპირველმა მოქმედებამაც შეუწყო, როცა საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა...

- არ ვიცი, პროკურატურამ ძიება 115-ე მუხლით რატომ დაიწყო, თუმცა უკეთესი იქნებოდა, საქმე უფრო მძიმე მუხლით აღეძრა და თუ გამოიკვეთებოდა, რომ მკვლელობა არაა, მსუბუქ კვალიფიკაციაზე გადასულიყო. მოკლედ, პროკურატურამ იჩქარა.

- თუკი გავყვებით ვერსიას, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობაა, გამორიცხავთ, რომ შემკვეთს თანამზრახველები ძალოვანებშიც ჰყავდეს?

- გამორიცხული არაფერია, მით უმეტეს, სრულიად წარმოუდგენელია, მკვლელი მსხვერპლს ავტოფარეხში დაელოდოს, სადაც ყოველ წუთს, შეიძლება, ერთი კი არა, რამდენიმე მანქანა შევიდეს, ან გავიდეს. თუ “სტრახოვკა” არ აქვს, პროფესიონალი ასეთ რისკზე არ წავა, რადგან ჩავარდება. შებრუნებული კამერის მომენტიც არ დაგავიწყდეთ - ნუთუ, დაცვა არ დაინტერესდა, კამერა შებრუნებული რატომ იყო?

- იარაღის მაინცდამაინც ტრაგედიის დღეს შეძენას როგორ ხსნით? შეიძლება, გულუბრყვილო შეკითხვას ვსვამ, მაგრამ პროფესიონალი სპეცსამსახურელი ხართ და, წესით, უნდა იცოდეთ, სპეცსამსახურს შეუძლია, ისეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს, რომ ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანოს?

- (პირდაპირ პასუხს თავს არიდებს) თავიდან ითქვა, რომ კიწმარიშვილს თითქოს დაურეგისტრირებელი იარაღი ჰქონდა და, პირველი ვერსიით, იარაღის საყიდლად კი არა, მაღაზიაში ამ იარაღის გასაფორმებლად მივიდა. არ მგონია, ისეთი უჭკუო ადამიანი ყოფილიყო, არ სცოდნოდა, რომ არარეგისტრირებული იარაღის ქონა სისხლის სამართლის დანაშაულია და სადმე ეთქვა, ასეთი იარაღი მაქვსო. გარდა ამისა, თუ იარაღი ჰქონდა და თავის მოკვლას აპირებდა, ახალს რატომ იყიდდა, თავს ძველი, დაურეგისტრირებლით ვერ მოიკლავდა? ისიც გაუგებარია, თავის მოსაკლავად მაინცდამაინც ავტოფარეხში რატომ ჩავიდა.

- კიწმარიშვილის გარდაცვალება ქვეყანაში რა პოლიტიკურ ძვრებს გამოიწვევს და, საერთოდ, ეს უცნაური ტრაგედია უკრაინის ყოფილი შს მინისტრის საქართველოში სტუმრობას რატომ დაემთხვა?

- ესეც საინტერესო მომენტია. იური ლუცენკოს თბილისში ჩამოსვლა იმ ძირგამომთხრელი საქმიანობის ნაწილია, წეღან რომ ვსაუბრობდი. ლუცენკო უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ქვეყანაში ოფიციალურ კიევს წარმოადგენს და მე, როგორც მიმღები ქვეყანა, მის ყველა განცხადებას უკრაინის ხელისუფლების პოზიციად აღვიქვამ. ამ ფონზე, ლუცენკომ სრულიად შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა, ვანო ჩემი მეგობარია, რომელიც ციხიდან გამოვა და ხელისუფლება 6 თვეში შეიცვლებაო. ეს განცხადება, სხვა თუ არაფერი, საქართველოს საქმეებში ჩარევის უხეში მცდელობაა, რაზეც საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინის ელჩი უნდა დაებარებინა და ახსნა-განმარტება მოეთხოვა. გარდა იმისა, რომ “ნაცმოძრაობის” ლიდერებს წინდაუკან დაჰყვებოდა და ყველა, მიშა მაჭავარიანიდან დაწყებული გივი თარგამაძით დამთავრებული, აღფრთოვანებული იყო, ლუცენკომ სრულიად გაუგონარი რაღაც თქვა, უკრაინაში მოქმედი მოხალისეთა ბატალიონ “აზურის” 23 წევრი საქართველოს მოქალაქეაო. იცით, “ნაცმოძრაობამ” რა აჟიოტაჟი ატეხა და პიარი ააგორა, საქართველოს მოქალაქეების უკრაინაში ბრძოლა წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამსო. ახლა, ლუცენკომ წყალი ვის წისქვილზე დაასხა, როცა ტელევიზიით პირდაპირ თქვა, “აზურში” საქართველოს 23 მოქალაქე იბრძვისო? ეს მესიჯი პირდაპირ რუსეთს გაუგზავნა.

- რა მიზნით?

- რუსეთს, უბრალოდ, შეატყობინა, რომ უკრაინაში მის წინააღმდეგ საქართველოც იბრძვის და არ ვიცით, ეს ჩვენ როგორ მოგვიტრიალდება და ამის ფონზე კრემლი რა ქმედებებს განახორციელებს. აი, სწორედ ესაა ორმაგი სტანდარტი: როცა მსგავს ინფორმაციას ვინმე სხვა აჟღერებს, ეს რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმაა, მაგრამ როცა იგივეს “ნაცმოძრაობის” მეგობარი ამბობს, წყლის დასხმა აღარაა. მით უმეტეს, რომ ეს ფაქტი სააკშვილმა “რუსთავი 2”-თანაც დაადასტურა.

- სხვათა შორის, არსებობს ინფორმაცია, რომ ლუცენკოს შს მინისტრობის დროს, უკრაინაში რამდენიმე გამხაურებული მკვლელობა მოხდა... ეროსი კიწმარიშვილის იდუმალი გარდაცვალება ამ კონტექსტში ხომ არ უნდა განვიხილოთ?

- ასე პირდაპირ ვერ ვიტყვი, მაგრამ გავიხსენოთ, ცოტა ხნის წინ რა მოხდა - 3 ტონამდე თხევადი “ჰეროინი” ამოიღეს, რომელსაც ეროსის გარდაცვალება მოჰყვა და “ჰეროინის” სკანდალი მთლიანად გადაიფარა.

- “ნაციონალებიქირქილებენ, 3 ტონა თხევადიჰეროინიკი არა, ოლიფა ამოიღესო...

- მნიშვნელობა არ აქვს, “ნაციონალები” რას “ბჟუტურობენ”, გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც აუცილებლად იმ კვალზე გავა, რაზეც წინა ინტერვიუებში ვსაუბრობდი.

- ბატონო კოტე, “ნაციონალებისლოგიკა არ მესმის - ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებით ხელისუფლებამრუსთავი 2” როგორ უნდა გააკონტროლოს?

- ეს წინასწარ დაგეგმილი პიარია...

- ისიც ითქვა, რომ კიწმარიშვილის ავტომანქანიდან თითქოს 20 ათასი დაიკარგა. ეს ის თანხაა, რის გამოც შეიძლება, ცნობილი ადამიანი მოკლან?

- გამორიცხულია...

ხელისუფლებამ ეს საქმე უნდა გამოიძიოს და დამნაშავე დასაჯოს, თორემ “ნაცმოძრაობა” მუდამ იყვირებს, აი, კიწმარიშვილის გარდაცვალება ვერ გახსენითო. ღმერთმა ნუ ქნას, საქართველოში მსგავსი მკვლელობები გაგრძელდეს! ისე, ისეთ რაღაცებს ვწერ, გამორიცხული არაა, ქუჩაში მეც დამხვდნენ და გამაგორონ. შეიძლება, მომწამლონ და გულის შეტევით გარდავიცვალო, მაგრამ თავიდანვე ვიცოდი, რაზეც მივდიოდი და რომელ სინდიკატსაც ვეტაკებოდი, მაგრამ თუკი ვინმეს ჰგონია, რომ მარტო ვარ და ჩემი მოცილებით საკითხი დაიხურება, ძალიან ცდება, რადგან ჩემს უკან, მინიმუმ, 25 ადამიანი დგას.

- ბატონო კონსტანტინე, ვიცი, რომ რამდენიმე წლის წინ, მოგწამლეს, მაგრამ ახლა ამ განცხადებას რატომ აკეთებთ, საფრთხის ნიშნები რეალურია?

- რაღაც ნიშნები იყო, მაგრამ ჩემს პრობლემებს მე თვითონ მოვუვლი...

მოკლედ, თუ დადგინდა, რომ ეროსი იმ იარაღით არაა მკვდარი, რომელიც ავტომანქანაში იპოვეს, ესე იგი, არსებობს სხვა იარაღიც და შესაბამისად, სხვა ტყვიის გულაც. ამიტომ, გამოძიებამ სწორედ ეს მეორე გულა უნდა მოძებნოს და თუ ვერ იპოვა, ახალი კითხვის ნიშნები გაჩნდება.

- მაგალითად?

- მაგალითად, ის, რომ მკვლელობა შეიძლება, მანქანაში კი არა, მანქანის გარეთ მოხდა, მერე, მიცვალებული მანქანაში შეიტანეს და მეორე გასროლის ინსცენირება მოახდინეს.

- მსგავსი შემთხვევები, როგორც წესი, იხსნება თუ არა?

- იხსნება, თუკი პროფესიონალურად მიუდგები. გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დანაშაულის პირველი და მეორე დღეებია, როცა სწორი საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს. ამავე დროს, სწორი ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები უნდა დაიგეგმოს და თუ ეს ორი კომპონენტი ერთმანეთთან უნისონშია, მაშინ საქმე აუცილებლად გაიხსნება. შეიძლება, ექსპერტი არა, მაგრამ გამოცდილი ოპერატიული მუშაკი შემთხვევის ადგილზე ყურადღებას ყოველთვის ნიუანსებს აქცევს.

- ბატონო კოტე, ბოლო დროს ხაზს უსვამთ, რომ ქვეყანაში დასავლური ყაიდის ოპოზიცია არ არსებობს. ამასთან, აღიშნავთ, რომ კიწმარიშვილი არ შეიძლება, რუსული სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ ყოფილიყო. ყველა, ვისთანაც ბოლოს ურთიერთობა ჰქონდა, აცხადებს, რომ პოლიტიკურ გააქტიურებას აპირებდა, ანუ შესაძლოა, განვიხილოთ ვერსია, რომ კიწმარიშვილში ვიღაც დასავლურად მოაზროვნე ოპოზიციურ ლიდერს ხედავდა და ამიტომაც გააჩუმა?

- შესაძლოა... არც იმას გამოვრიცხავ, რომ ტრაგედიის კვალი რუსეთის სპეცსამსახურებამდე მივიდეს. ვიმეორებ, არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ შეიძლება, ეროსი აიძულეს, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ, რუსთავში მხარი მერობის “ნაცმოძრაობის” კანდიდატისთვის დაეჭირა...

“ვარდების რევოლუციას” ოთხი, ასე ვთქვათ, გმირი ჰყავდა, საიდანაც ორი - ზურაბ ჟვანია და ეროსი კიწმარიშვილი მკვდარია. დარჩენილია ორი... ამ ოთხმა ერთმანეთზე ძალიან ბევრი რამე იცოდა... ისე, ის მემუარები, რაც გამოქვეყნდა, თუკი ნამდვილად ავთენტურია და ტექსტი დამახინჯებული არაა, მაშინ ძალიან ბევრი მინიშნებაა გაკეთებული, ანუ კიწმარიშვილი სააკაშვილზე, პრაქტიკულად, ამბობს, რომ უფრო რუსული პროექტი იყო. ეტყობა, დღეს არსებულ პოლიტიკურ ვითარებასაც კარგად გრძნობდა და ეს მინიშნება სპეციალურად გააკეთა.

- თუ სიტუაციას გრძნობდა, იმას რატომ ვერ მიხვდა, რომ შეიძლება, მოეკლათ?

- თუკი ვინმეს მოკვლა გადაწყვიტეს, ვერავინ დაიცავს!

- სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, ფარული კადრები გავრცელდა, სადაც მაგიდასთან ჟვანია, ჩხარტიშვილი, პატარკაციშვილი და, მგონი, კიწმარიშვილიც ზის. ჩამოთვლილთაგან სამი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, ანუ ვიღაც კარგად მუშაობს და მოწმეებს იცილებს?

- ალბათ, ასეა...

მითქვამს და ვიმეორებ: მიხეილ სააკაშვილი ქვეყანას კიდევ ბევრ უბედურებას მოუტანს და ამიტომ, მისი განეიტრალება აუცილებელია. ნუთუ, არ შეიძლება, რომ პოლიტიკური საქმიანობა ოფიციალურად აეკრძალოს?

- პოლიტიკური საქმიანობა როგორ უნდა აეკრძალოს?

- როგორ და, - აგვისტოს ომის დროს, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის “ზ” და “თ” ქვეპუნქტები და, ასევე, მე-100 მუხლი დაარღვია, რომელიც შეიარაღებული ძალების გამოყენებას ეხება. პარლამენტში “დიდი თავები” რომ სხედან და თითქოს ყველაფერი იციან, ამოიღონ დოკუმენტაცია და ნახავენ, რომ პარლამენტმა შეიარაღებული ძალების გამოყენებასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე პრეზიდენტს თანხმობა არ ყოფილა, ანუ სააკაშვილმა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, კონსტიტუცია დაარღვია, კონსტიტუციის დარღვევა კი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოს! ხელისუფლების “თავებმა” საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ, სააკაშვილს კონსტიტუციის დარღვევა დაუმტკიცონ და მხოლოდ ის კი არა, მთელი “ნაცმოძრაობა” პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოაცილონ!

- ეროსი კიწმარიშვილის სიცოცხლე მნიშვნელოვანი და, ამავე დროს, საშიში ვისთვის იყო?

- საშიში მათთვის იყო, ვისზეც ეროსიმ ბევრი რამე იცოდა. ყველამ გაატარა, მაგრამ ის, რაც კიწმარიშვილის მემუარებში წერია, სკანდალია - მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ რუსებს “აბამს”, ანუ ეროსიმ, პრაქტიკულად, მიანიშნა, რომ 2003 წლის ნოემბრის მოვლენები ამერიკული კი არა, ტიპური რუსული რევოლუცია იყო - ამერიკელებმა რაღაც დაიწყეს, რაც რუსეთმა დაასრულა და საქართველოს ხელისუფლებაში ის მოიყვანა, ვინც სჭირდებოდა. აგვისტოს ომი და ის ამერიკული დოკუმენტაცია, რომელიც იარაღის ვაჭრობას ეხება და რომელიც “ქართულ სიტყვაში” არაერთხელ გამოვაქვეყნე, სწორედ ამაზე მეტყველებს. “ნაციონალები” ტალიავინის დასკვნაზე რომ ლაპარაკობენ, იმას რატომ აღარ ამბობენ, ტეფტიც ცრუობდა თუ არა - ელჩის იმდროინდელ რაპორტებში ყველაფერი ხომ წამობრივადაა აღწერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკული დაზვერვა შესანიშნავად მუშაობდა. შესაბამისად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყველაფერი იცოდა.

- რა ამის პასუხია და, ზურაბ ჟვანიასა და ეროსი კიწმარიშვილის იდუმალებით მოცულ გარდაცვალებებს შორის პარალელს ხომ არ ხედავთ?

- მსგავს სცენარებს გამოვრიცხავ...

საერთოდ, მსგავსი რაღაცები ქვეყნის ოპერატიულ ვითარებაზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს - საზოგადოებისთვის ცნობადი სახის უცნაურ ვითარებაში დაღუპვა, როგორც წესი, ბუმერანგივით ხელისუფლებას ურტყამს და არც ისაა გამორიცხული, დესტაბილიზაციის რაღაც მომენტები გაჩნდეს. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, დესტაბილიზაცია ვის აწყობს: “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში არჩევნებით ვეღარასოდეს დაბრუნდება და ამიტომ, ერთი გზაღა აქვს - საქართველოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობა აწარმოოს.

- ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებაოცნებისწინააღმდეგ სისხლიანი შეთქმულებაა?

- შესაძლოა, ასეც იყოს...

სხვათა შორის, ბოლო დღეებში ერთი ამბავი ელექტროენერგიის ტარიფების შესაძლო გაზრდაზეც ატყდა. მართალია, ოფიციალურად ჩეხურია, მაგრამ სინამდვილეში, “ენერგო პრო” სადაური კომპანიაა?

- სადაური?

- თავიდან ბოლომდე რუსულია. “ნაცმოძრაობამ” ყველაზე კარგად იცის, რომ მათ მიერ 2010 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, გადასახადების გაზრდისთვის რეფერენდუმის ჩატარებაა საჭირო.

- მერე, ეს ხელისუფლებამ არ იცის?

- თუ არ იცის, წაიკითხოს. ტარიფების შესაძლო გაზრდაზე აჟიოტაჟის ატეხვა “ნაციონალებს” აწყობდათ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რუსეთი პირდაპირ აღარ დაგვეტაკება და ასეთ “კბენებს” დაგვიწყებს, რასაც სოციალური ფონის გართულება მოჰყვება და შენ რომ ხელისუფლება ხარ, ყველაფერ ამას ხელი კი არ უნდა შეუწყო, არამედ, ადექვატური პასუხი გასცე.

...ერთი სიტყვით, ასეთი მკვლელობისთვის აუცილებელია, რომ ქილერმა მსხვერპლის გადაადგილების ზუსტი მარშრუტი იცოდეს. ესე იგი, კიწმარიშვილს ვიღაც აკონტროლებდა.

- ანუ, “კუდიდაჰყვებოდა?

- დიახ... ვიმეორებ: სცენა, სადაც მკვლელობა მოხდა, იმდენად სახიფათოა, რომ ქილერი შეიძლება, დაიწვას, ანუ მხოლოდ ავტოფარეხი კი არა, ლოგიკურად, მისი გარე პერიმეტრიც კონტროლდებოდა.

- მაშასადამე, ჯგუფური მკვლელობის ვერსიაზე საუბრობთ, არა?

- ასეა...

- სოციალურ ქსელში გარკვეული შეკითხვები კიწმარიშვილის მეგობრების - ბადრი ნანეტაშვილისა და გია ხევიაშვილის მისამართითაც გაჩნდა. სხვათა შორის, ავტოფარეხში კიწმარიშვილის გვამი სწორედ ხევიაშვილმა აღმოაჩინა...

- ჩემთვისაც ორივე პიროვნება საეჭვოა...

- რატომ?

- მინიმუმ, გულწრფელები არ უნდა იყვნენ...

- ბატონო კოტე, კიწმარიშვილის მეგობარმა მალხაზ გულაშვილმა ინგა გრიგოლიასრეაქციაშიგანაცხადა, რომ მას შემდეგ, რაცრუსთავი 2” გააყიდინეს, “ნაციონალებმაეროსი გადაზიდვების ბიზნესში ჩართეს. თქვენი მონაცემებით, იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე საეჭვო რგოლი სწორედ გადამზიდავი კომპანიებია. ამასთან, კულუარული ხმით, “ქართულ სიტყვაშიგამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, ძალოვანებმა იარაღის უკანონო ბიზნესის გამოძიება დაიწყეს... კიწმარიშვილის თავიდან მოცილების კვალი იარაღის ქართველ და მსოფლიოში ცობილ ბარონებამდე ხომ არ მივა?

- გამორიცხული არაფერია და არსებობის უფლება ნებისმიერ ვერსიას აქვს...