სააკაშვილის დაბრუნების ორი ამერიკული გეგმა

სააკაშვილის დაბრუნების ორი ამერიკული გეგმა

"ჩვენ უკვე არაერთხელ დავწერეთ იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი "ევრომაიდანის" გეგმას ამუშავებს. მას იმედი აქვს, მისი ამერიკელი მამები ბოლომდე არ გაწირავენ და ხელისუფლებაში დააბრუნებენ. ამიტომ "ნაცმორაობას" სააკაშვილის კურთხევით აქვს სქემა, რომელსაც შემოდგომიდან აქტიურად აამოქმედებს. როგორც "სახალხო კრების" წევრი, ლაშა ამირეჯიბი ამბობს "ალიასთან" საუბარში, ეს არის კონკრეტულად არა "ნაციონალების" გეგმა, არამედ ამერიკელების სურვილზე დაფუძნებული პროგრამა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით სააკაშვილის დაბრუნების ორი ამერიკული გეგმა.

"ყველამ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი ამერიკელების დავალებებს ძალიან კარგად ასრულებდა და თავისასაც უმატებდა. მაგალითად, ამერიელებს მისთვის არ უთქვამთ, შენ სისხლით უნდა მორწყო ქართული მიწაო. მიშამ დაღვარა სისხლი, ადამიანებს წაართვა ქონება, დაღუპა უამრავი ოჯახი. ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი უცხოეთის სპეცსამსახურებში, მაგრამ არა ისე ხისტად, როგორც ამათ გააკეთეს. რაც სააკაშვილმა და "ნაციონალებმა" გააკეთეს, ის ეტაპი უკვე კარგად არის შესწავლილი ამერიკელების მიერ, რა იყო კარგი და რა იყო ცუდი, ეს დაადგინეს. მათ გადაწყვიტეს, სააკაშვილი დარბილებული სახით დააბრუნონ, რომელიც ფაქიზად გააგრძელებს იგივე კურსს. ამერიკელებს კიდევ მეორე გეგმა აქვთ, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალების" შერწყმა. აქ უკვე გზა მიდის "რესპუბლიკელებისენ". ამ ორი ძალის შერწყმის შემდეგ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება ირაკლი ღარიბაშვილის ფრთა", - აცხადებს ლაშა ამირეჯიბი.

"გარდა იმისა, რომ "ნაციონალებს" აქვთ თავიანთი ამერიკელი მამების მხარდაჭერა, ასევე არიან ძალიან დაბოღმილები და ყველანაირად ცდილობენ, დღევანდელი ხელისუფლება შიგნიდან ჩამოაქციონ. როცა სისხლი გაქვს დაღვრილი, ფული გაქვს წაღებული, გაკეთებული გაქვს ათასნაირი სიბინძურე, ყველანაირა ეცდები, დაბრუნდე ხელისუფლებაში, გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. თუ ამათ ამერიკელი მამები არ დაეხმარებიან, მაშინ გამოვლენ და დაიწყებენ მოყოლას, რა ურთიერთობები ჰქონდათ მათთან, ვის რამდენი მისცეს, ვის რა აჩუქეს და რა დავალებები შეასრულეს. ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია ირაკლი ღარიბაშვილის მოქმედებაზეც. თუ უნდა, რომ არ გახდეს ამათი მსხვერპლი, იქით უნდა შეუტიოს და დამნაშავეების დასჯას ბოლომდე მიიყვანს, ხალხი მის მხარეს დადგება. ამ შემთხვევაში ვნახავთ, როგორ ალაპარაკდებიან, ჩვენ არაფერ შუაში ვიყავით, ამ ყველაფერს დასავლეთიდან გვავალებდნენო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ამირეჯიბი.

"ნაციონალებისა" და მათი მამების პროგრამის მიხედვით, ახალ ხელისუფლებაზე შეტევა დაიწყება შემოდგომიდან და სხვათა შორის, თქვენს გაზეთშიც იყო გამოქვეყნებული, რომ მიშა სააკაშვილმა შექმნა ე.წ. ინტელექტუალების ჯგუფი, რომელსაც დაარქვა "ივერია". არ არის გამორიცხული, კიდევ შეიქმნას ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, ამერიელებმა წინა პლანზე წამოსწიონ თავიანთი ნების შემსრულებლები და ამით გაანეიტრალონ ყველა ის პარტია, რომელიც დარჩენილია პარლამენტისგარეთ. დასავლეთი დღეს საქართველოში ქმნის ახალ პოლიტიკურ პოლუსს, რომლითაც საერთოდ შეცვლის არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას. ეს იქნება "ნაციონალური მოძრაობა", "ქართული ოცნების" ერთი ფრთა და ე.წ. ინტელექტუალური ჯგუფები. ე.წ. ივერია, რომელიც მალე გადაკეთდება პოლიტიკურ ორგანიზაციად და მივდივართ იქ, საიდანაც დავიწყე, - სააკაშვილისთვის მომზადდება "რბილი" გარემო", - დასძენს რესპონდენტი.