"დღევანდელ ვითარებაში პოლიტიკური პროცესები ფინანსებზეა დამოკიდებული, რადგან ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს დიდი ფული თამაშობს და არა რამე სხვა თვისებები და შესაძლებლობები. ეს ფინანსური შესაძლებლობები ჩვენ არა გვაქვს და ძალიან საეჭვოა, რომ გაგვიჩნდება, აქრდან გამომდინარე ლოგიკური და ბუნებრივია, რომ პოლიტიკიდან წასვლაზე ვიფიქრე", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბარში "თავისუფალი საქართველოს" ყოფილმა ლიდერმა კახა კუკავამ.
"ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ყველა დანარჩენი პარტია, ინგრედიენტს წარმოადგენს, მე კი, სწორედ ამ ინგრედიენტების სურვილი არა მაქვს, დღეს თუ პოლიტიკაში ხარ, ვიღაცის მარიონეტი უნდა იყო. პოლიტიკიდან წავედი, თუმცა ჩემი პარტია მოღვაწეობას ისევ აგრძელებს, მათ დასჭირდებათ ახალი პოლიტიკური სტრატეგიის მოძებნა, რადგან ძველი სტრატეგიით ბრძოლის გაგრძელება შეუძლებელი იქნება, რადგან დღეს ქვეყანაში რთული ვითარებაა, რადგან ქვეყანაში ფინანსურად ოლიგარქიული მმართველობაა, ფინანსურ სტრუქტურებს შორის ბრძოლა იმისთვის მიმდინარეობს, თუ პოლიტიკაში ვის უფრო მეტი მილიონის ინვესტირება შეუძლია", - ამბობს კახა კუკავა.
"დღევანდელ ვითარებაში პოლიტიკური პროცესები, რომელიც არჩევნების შედეგებმაც დაადასტურა, ფინანსებზეა დამოკიდებული, რადგან ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს დიდი ფული თამაშობს და არა რამე სხვა თვისებები და შესაძლებლობები. ვინაიდან ეს ფინანსური შესაძლებლობები ჩვენ არა გვაქვს და ძალიან საეჭვოა, რომ გაგვიჩნდება, აქედან გამომდინარე ლოგიკური და ბუნებრივია, რომ პოლიტიკიდან წასვლაზე ვიფიქრე. სამწუხაროდ დღეს პოლიტიკა საფონდო ბირჟას ჰგავს, სადაც აქციებს, პოლიტიკური პარტიები ყიდულობენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.
"მეორე ტური არამარტო ჩემთვის, არამედ თითქმის ყველასთვის მოსალოდნელი იყო, რადგან "ქართულ ოცნებას" თავის ოპონენტებთან შედარებით დიდი უპირატესობა არ გააჩნია. ვფიქრობ, რომ მეორე ტურში ნარმანია მოიგებს, თუმცა საბოლოო ჯამში, "ოცნების" ლეგიტიმაცია დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საზოგადოების აქტივობა პრაქტიკულად ნულის ტოლია. არჩევნებზე მისული ამომრჩეველის 90%-ზე მეტს საზოგადოების ის ნაწილი შეადგენს, ვისაც მიკროავტობუსში საწვავს უსხამენ, რეალურად კი, არჩევნებზე თავისი ინიციატივით ამომრჩევლის დაახლოებით 5% მიდის", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ასოცირების ხელშეკრულება რა თქმა უნდა ქვეყნისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ფაქტია, რომ მას გარკვეული რისკები ახლავს და მთავრობამ კარგად უნდა გათვალოს, რომ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან არ შემცირდეს. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ქვეყნის ევროინტეგრაცია, პოლიტიკურ ამოცანად საერთოდ არ მიაჩნია, აქედან გამომდინარე არა მგონია, რომ ამ ხელისუფლებამ და ამ პოლიტიკურმა სპექტრმა ამ მიმართულებით რამე გააკეთოს. ევროინტეგრაცია მათთვის უფრო გარკვეული მოდაა, ვიდრე რეალური ამოცანა, რომლისკენაც ყველა მიისწრაფვის", - დასძენს კახა კუკავა.