შსს-ს აკადემიაში კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი დაიწყო

შსს-ს აკადემიაში კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი დაიწყო

შსს-ს აკადემიაში დაიწყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი – „ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედი სამართლებრივი მექანიზმები“-ს თემაზე. ტრენინგი ტარდება პროექტის – „ძალადობის პრევენციისა და დაძლევისათვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს მხარდაჭერით ახორციელებს.

ტრენინგში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით იღებენ მონაწილეობას. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ოჯახში ძალადობის საკითხებზე თეორიულ მასალას შეისწავლიან. სწავლების დროს ასევე გამოყენებული იქნება პრაქტიკული სავარჯიშოები და თემატური ვიდეორგოლები.

შსს-ს აკადემიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელი ექსპერტები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სხვადასხვა სამმართველოს თანამშრომლებს მთელი წლის განმავლობაში ჩაუტარებენ ტრენინგებს.