როგორ ,,გააფუჭა’‘ ნიკა რურუამ მეგობარი შეუსრულებელი მისიის გამო

როგორ ,,გააფუჭა’‘ ნიკა რურუამ მეგობარი შეუსრულებელი მისიის გამო

მართალია, უარყოფენ, მაგრამ ფაქტია, რომ წინა ხელისუფლების მინისტრები იმ ამბებშიც ერეოდნენ, რაც არანაირად არ ეხებოდა. ეს არამარტო მინისტრებზე ითქმის. მაგალითად გიგი უგულავაც გამოდგება, აგვისტოს ომის დროს გენშტაბს მითითებებს რომ აძლევდა. არანაკლები გავლენით სარგებლობდა კულტურის მინისტრი ნიკა რურუა, რომელიც თავის სფეროს არცთუ იშვიათად სცილდებოდა... 2010 წლის მარტში რურუა კაბინეტში ბოლთას სცემდა და იმის მიუხედავად, რომ ღამის ორი საათი იყო, მოუთმენლად ელოდა სტუმარს. კარი გაიღო და დაცვამ ოთახში ტანმორჩილი ბიჭი შეიყვანა. მინისტრი მოსულს თბილად მიესალმა, დაცვა ოთახიდან გაისტუმრა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.      

- კარგად მომისმინე, კახა. მე და შენ მეგობრები ვართ, დიდი ხნის მეგობრები და ამიტომ გეუბნები, ჩვენი საერთო ძმაკაცი ხელს გვიშლის, ზარალასა და ტილიკას გადაურბინა წინ, მაგათ კი დიდი მაყუთი ჩადეს ჩვენს პროექტებში და მიშას დონეზეა ყველაფერი მისული. ის სირი კიდე უხეშად ერევა და რაღაც მიწის ნაგლეჯის გამო დავობს. მე დამავალეს მაგის გაჩერება. ან შენ ეტყვი და გაჩერდება, ან არა და, წამალს შენი ხელით ჩაუდებ და დავიჭერთ. სხვა გზა არაა... - რას ამბობ, ნიკა, რა წამალი, ბავშვობის ძმაკაცი გავწირო? მაგ მიწაზე კიდევ, შენც იცი, მამაპაპისეული სახლი უდგას და არ დათმობს. წამალი მეორედ აღარ მიხსენო, თორემ იმ შენ ტილიკასა და ზარალას არ მოვერიდები. ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს, - მიუგდო მინისტრს და კაბინეტიდან გავიდა. შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კახას სახლში კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. ორი მეზობლის თანდასწრებით ჩხრეკა ჩაატარეს და სახლიდან ,,სუბუტექსი’‘ და იარაღი ამოიღეს. კახა ხელბორკილით წაიყვანეს და ხუთწლიანი სასჯელი მიუსაჯეს. რამდენიმე თვის შემდეგ ის გლდანის ციხიდან რუსთავის #17 დაწესებულებაში გადაიყვანეს... - მოკლედ, სულ ეს იყო, რაც მოგიყევი. ახლა უბნელები მეუბნებიან, ვიღაც ტიპი გადმოვიდა საცხოვრებლად და შენს ცოლს ,,ეპადხოდებაო’‘. ჩემი ცოლის სურათი ხომ ნანახი გაქვს? ლივ ტაილერს ჰგავს და ამას ყველა აღიარებს. დედა ავადმყოფი, მამა საერთოდ არ მყავს, ჩემს დას თავისი ქმარ-შვილი გასჭირვებია და თუ რამე არ მოვიფიქრე, დარხეული მაქვს, - კახა 67-ე საკანში ნარზე წამოწოლილ პატიმარ 0578-ს ესაუბრებოდა.

- აბა, რა გითხრა, კახა? აქ ნახევარ ზონას ცოლი გაუთხოვდა, დანარჩენებმა საერთოდ არ იციან, საით გაექცათ ქალები და დამიჯერე, თუ წასასვლელია, წავა. შენ ვერაფერს შეცვლი. რა თანხა უნდა იშოვო აქ?! რურუას შეუთვალე და იქნებ შეწყალებით გაგიშვას. ეგ იქნება ყველაზე ნაღდი ვარიანტი. სხვა საშველი არ ჩანს, - უხსნიდა პატიმარი. - იცი, ეგ როგორი თემაა?! მე კაი ბიჭის სახელი მაქვს, შეწყალება რომ მოვითხოვო და არ გამიშვან, აქაც ამერევა ვითარება და გარეთაც ხომ საერთოდ. მაგრამ უნდა გავიდე, სხვაგვარად არ გამოვა, - ჩაილაპარაკა კახამ და თავის საკანს მიაშურა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ გამოჩნდა და იმედიანად თქვა - რურუას ველაპარაკე, პრობლემა არ იქნებაო, ხვალ მაგის გამოგზავნილი ადვოკატი მოვა და შეწყალების ფურცელს გავატან... ადვოკატი მართლაც მოვიდა, კახამ შეწყალების ფურცელი მისცა და თან გაოცებულმა თქვა - ადვოკატმა რურუას გამოტანებული ტელეფონის ნომერი მომცა, ხვალ ზუსტად 4 საათზე ამ ნომერზე უნდა დავრეკო, მაგრამ ვისთან, წარმოდგენა არ მაქვსო. მეორე დღეს, 4 საათზე პატიმარი #0578 და კახა ტელეფონის აპარატზე ადვოკატის მიერ მიცემულ ნომერს კრეფდა. ორი ზარის შემდეგ უპასუხეს. - ალო, - ჩასძახა კახამ, თუმცა იქიდან გაურკვეველი ხმები ისმოდა. კახამ ხმები ვერ გაარჩია, ალო, ალო რამდენჯერმე ჩასძახა და ყურმილი მეგობარს მიაწოდა. - ბიჭო, მგონი, რურუამ გარეკა, სექსი აქვს ვიღაცას და მაგას გასმენინებს, - გაეღიმა პატიმარს. კახამ ყურმილი ისევ ყურზე მიიდო, ნახევარი წუთის შემდეგ გაფითრდა, ბოლოს კი არაადამიანური ხმით იღრიალა და ტელეფონის ყურმილი ჩამოგლიჯა. მასთან მაშინვე რამდენიმე ,,ბლატნოი’‘ გაჩნდა, კახუშ, რა მოხდა? - ყველა მხრიდან ეკითხებოდნენ. მან კი არაფერი თქვა, მოგლეჯილი ყურმილი დაახეთქა და საკანში ავიდა. - რა მოუვიდა? შენც გასმენინებდა, რა ხდებოდა? - ახლა პატიმარ #0578-ს დააყარეს კითხვები. - წარმოდგენა არ მაქვს, ვერაფერი გავარჩიე და იმიტომ მასმენინებდა, მგონი, თავადაც ვერაფერი გაიგო, - უთხრა დანარჩენებს კახას მეგობარმა და საკანში თავდახრილი ავიდა.

დილით 67-ე კამერაში კახა გამოჩნდა. ერთ ღამეში დაბერებულიყო. - შენ არ იცი... მართლა არ იცი... ჩემს ცოლთან ჰქონდა ვიღაცას სექსი... ხმაზე ვიცანი, ის იყო... ოხ, რურუა მე შენი... მოვკლავ რომ გავალ, - ჩურჩულით, მაგრამ მტკიცე ხმით ამბობდა კახა. - კარგი რა, ნუ გარეკე შენც. რა ცოლის სექსი, რა ხმები, რა რურუა... ჯერ გაერკვიე, მერე იფიქრე, რა უნდა ქნა, - ურჩია მეგობარმა. - მოკლევადიანი პაემანი მაქვს სამ კვირაში და ვნახავ, რას მეტყვის, - ჩაილაპარაკა კახამ და კამერიდან გავიდა. პატიმარი #0578 წამოდგა და სახლში დარეკა - სამი კვირის შემდეგ მოკლევადიან პაემანზე შემოდითო და საკანში დაბრუნდა. სამი კვირის შემდეგ კახა თავის მეგობართან ერთად პაემნის ოთახში გადავიდა. შუშის მეორე მხარეს ორივეს ოჯახის წევრები იდგნენ. კახა გაფითრებული დასწვდა ტელეფონის ყურმილს და მართალია, მის მეგობარს არ ესმოდა, რაზე საუბრობდნენ, აშკარად ჩანდა, რომ ქმარი ცოლთან სიტუაციის გარკვევას ცდილობდა. რამდენიმე წამში მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა, გოგონამ თავი დახარა, კახამ ჯიბიდან ბრიტვა ამოიღო და ვენებზე ორჯერ დასმა მოასწრო, მერე კი ხელში პატიმრები ეცნენ და სასწრაფოდ ,,ბალნიჩკაზე’‘ გააქანეს. ერთ თვეში კახას განქორწინების მოთხოვნა მოუვიდა და ხელი არ მოაწერა, რამდენიმე კვირაში კი შეწყალებაზეც უარი ეთქვა. სამწუხაროდ, განქორწინებაზე პატიმრის უარი დიდი ვერაფერი შვებაა, ორი თვის შემდეგ, მოსამართლე მოთხოვნას მაინც აკმაყოფილებს... მალე კახა ზონიდან მეექვსე, ,,კრიტის’‘ დაწესებულებაში გადაიყვანეს, პატიმარი #0578 კი მალევე გათავისუფლდა. ის დღემდე რეკავს კახას დედასთან და მის ამბებს კითხულობს, მაგრამ სანუგეშო არაფერია - პატიმრის დაჭრის გამო, კახას კიდევ 6 წელი დაუმატეს და სასჯელს ისევ მეექვსე დაწესებულებაში იხდის. მისი ცოლყოფილი კი თურმე საზღვარგარეთ წასულა, რადგან თბილისში კახას მეგობრების შურისძიების ეშინია... 

P.s. სხვათა შორის, კახას ცოლი ლივ ტაილერს საერთოდ არ ჰგავდა.    

პატიმარი #0578