სკანდალი: მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი ტელეიმედს კონსტიტუციური წესრიგის მოშლაში ადანაშაულებდა

სკანდალი: მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი ტელეიმედს კონსტიტუციური წესრიგის მოშლაში ადანაშაულებდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით პატარაია ტელეკომპანია იმედს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების დროს კონსტიტუციური წესრიგის მოშლაში ადანაშაულებდა.

დავით პატარაია იმ დროისათვის საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიაში მუშაობდა, სწორედ მისი ხელმოწერა აქვს დოკუმენტს რომელის თანახმადაც 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ტელეიმედის წინააღმდეგ სანქციები გატარდა. "2007 წლის 7 ნოემბერს ჩაატარა სამაუწყებლო კომპანიების საქმიანობის შემოწმება და შეადგინა შემოწმების აქტი, რომლის თანამხად ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია შპს ”ტელეიმედის” მიერ გადაიცა არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მიმართვა, რომელიც ქვეყანაში არსებული რეალობის ფონზე განხილულ უნდა იქნას, როგორც უკანონო პროცესების კიდევ უფრო მეტად ესკალაციის აშკარა წაქეზება, რაც წარმოადგენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის (კონსტიტუციური წესრიგის მოშლის) დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს." წერია დოკუმენტში, რომელიც 2007 წლის 16 ნოემბრით თარიღდება. გთავაზობთ დოკუმენტის ასლს.