შსს-ს მაშველებმა სამაშველო ღონისძიება წარმატებით ჩაატარეს

შსს-ს მაშველებმა სამაშველო ღონისძიება წარმატებით ჩაატარეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა სამაშველო ღონისძიება წარმატებით განახორციელეს და სოფელ ჭეშოდან დაშავებული ქალბატონი ვერტმფრენით თბილისში ჩამოიყვანეს.

ახმეტის რაიონის სოფელ ჭეშოს მაცხოვრებელმა 60 წლის ქალბატონმა თავის არეში ტრავმა მიიღო და მას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ჰოსპიტალიზაცია. სოფელ ჭეშოს რთული გეოგრაფიული მდებარეობის და გზის მდგომარეობის გამო, დაშავებული ქალბატონის ჰოსპიტალიზირება ვერ მოხერხდა. შსს-ს მაშველებმა ქალბატონი თბილისში ჩამოიყვანეს, სადაც იგი რეანომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.