გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელების შეხვედრა სამხედრო ატაშეებთან (ვიდეო)

გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელების შეხვედრა სამხედრო ატაშეებთან (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები ესტუმრნენ.

დღეს, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ანდრია გოცირიძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გენერალური ინსპექციის საქმიანობისა და შიდაუწყებრივი კონტროლის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მან სტუმრებს 2013-2014 წლების პირველ ნახევარში შესრულებული სამუშაოების შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ყურადღება გენერალური ინსპექციის სტრუქტურასა და მის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებზე, ასევე სამოქალაქო სექტორთან და პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობაზე გამახვილდა.

გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ სამხედრო ატაშეთა ასოციაციის წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელდა. სამხედრო ატაშეების ასოციაცია 24 ქვეყნის წარმომადგენელს აერთიანებს. თავდაცვის ატაშეების გაერთიანების მიზანია, საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია პირველწყაროებიდან მიიღოს. სამხედრო ატაშეები საქართველოს სამხედრო უწყებასთან, ორმხრივი სამხედრო გეგმის ფარგლებში თანამშრომლობენ.