თავდაცვის მინისტრის შეხვედრა დოქტორ ენდრიუ მურისონთან

თავდაცვის მინისტრის შეხვედრა დოქტორ ენდრიუ მურისონთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება. დღეს, ირაკლი ალასანია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს  საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის მინისტრს შეხვდა.

ირაკლი ალასანიამ ენდრიუ მურისონს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივებზე ესაუბრა. შეხვედრის მთავარი თემა შემოდგომაზე დაგეგმილი ნატოს უელსის სამიტი იყო.  მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების საკითზეც.  საუბარი ასევე, შეეხო ავღანეთის საერთაშორისო  მისიასა და პოსტ-ISAF-ის პერიოდში საქართველოს მონაწილეობას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მასპინძელს გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.