სკანდალური ექსკლუზივი:პრეზიდენტ მარგველაშვილის მრჩეველი ვანო მაჭავარიანი “ქართულ სიტყვაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუს შეეწირა?

სკანდალური ექსკლუზივი:პრეზიდენტ მარგველაშვილის მრჩეველი ვანო მაჭავარიანი “ქართულ სიტყვაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუს შეეწირა?

- ბატონო კონსტანტინე, როგორც ამბობთ, იარაღით უკანონო ვაჭრობაზე ახალი მასალები გაქვთ...

- ეს მასალები კი არა, ინფორმაციაა...

- ოპერატიულ ინფორმაციას გულისხმობთ?

- გადამოწმებული ინფორმაცია ჩემმა მეგობრებმა და სხვა წყაროებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მომაწოდეს. მათი თქმით, ყველაფერი ეს აშშ-ში 2010 წელს გახმაურდა, რასაც სერიოზული სკანდალი მოჰყვა.

- სკანდალის დედააზრი რა არის?

- 2009-2010 წლებში, როცა “ნაცმოძრაობა” თავისი მოღვაწეობის ზენიტში იყო და იარაღის უკანონო შესყიდვას აგრძელებდა, საქართველოს ეროვნულმა უშიშროების საბჭომ ამერიკული პიარ-ლობისტური კომპანია “ორიონ სტრატეჯი” დაიქირავა.

- ეროვნულმა უშიშროების საბჭომ, ანუ გიგა ბოკერიამ?

- საბჭოს ხელმძღვანელი ბოკერია იყო და მის გარეშე ამ გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, ვერავინ მიიღებდა.

- სხვათა შორის, იმის შესახებ, რომ უშიშროების საბჭო და, შესაბამისად, გიგა ბოკერია ბიუჯეტიდან სერიოზულ თანხებს უცხოური ლობისტური კომპანიების დაქირავებაში ხარჯავდა, პირველი განცხადება ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

- ამ საქმეზე ბოკერია პროკურატურაში დაკითხვაზეც დაიბარეს...

- დიახ, მაგრამ ეს საქმე გაჩერდა... ბატონო კოტე, თქვენი წყაროების მონაცემებით, ზემოხსენებულ ამერიკულ კომპანიას მხოლოდ იარაღით ვაჭრობის საკითხები ებარა თუ მთელინაცმოძრაობისლობირება?

- ერთი მიმართულება პოლიტიკური საკითხი - სენატორებსა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ურთიერთობის ლობირება იყო, მეორე მიმართულება კი, როგორც ვიცი, - იარაღის შესყიდვა, თუმცა აქ მხოლოდ ამერიკულ იარაღზეა საუბარი და “ორიონ სტრატეჯს” უკრაინულ და, საერთოდ, იმ სქემებთან, რაზეც ადრე ვსაუბრობდით, შეხება არ ჰქონდა.

- თუ იცით, “ნაციონალებმასტრატეგია რატომ შეცვალეს - რუსულ-უკრაინულ ირაღზე უარი რატომ თქვეს?

- ამას ვერ გეტყვით, თუმცა როგორც ჩანს, ეს გიგა ბოკერიას ინიციატივა იყო. ათასჯერ ვთქვი, რომ ბოკერიას რუსეთთან შეხება არ აქვს და აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ნეოკონსერვატიულ ფრთას ეყრდნობა. იმ ადამიანებს დაგისახელებთ, ვინც იარაღით მოვაჭრე ამერიკული კომპანიების უკან დგანან და ყველაფერი გასაგები გახდება.

- ვიდრე გვარებს დაასახელებთ, ის მითხარით, ამერიკულ ლობისტურ კომპანიას ქართულმა მხარემ რამდენი გადაუხადა?

- არ ვიცი, თან აქ თანხა კი არა, ის სქემა უფრო საინტერესოა, რომლის შესახებაც სერიოზული შეკითხვები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს გაუჩნდა. სხვათა შორის, ამ კონტრაქტით აშშ-ის ფედერალური პროკურატურაც დაინტერესდა.

- როდის?

- 2010 წელსვე... სწორედ ამ დროიდან დაუწყო აშშ-მ სააკაშვილის ხელისუფლებას ლუპით დაკვირვება.

- უშიშროების საბჭომ ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავა. მერე, რა ხდება?

- როგორც აღვნიშნე, ამ ლობისტურ კომპანიას, პიართან ერთად, იარაღით ვაჭრობაში ჩართული ამერიკული კომპანიების მოზიდვაც ევალებოდა... ლობისტური კომპანია “ორიონ სტრატეჯი” ვინმე რენდი შენემანისაა, რომელიც თავის დროზე სენატორ ჯონ მაკკეინის საერთაშორისო საკითხების მრჩეველი იყო, შემდეგ კი, სენატორ სარა პეილინისთან მუშაობდა, ანუ რენდი შენემანი აშშ-ში ძალიან გავლენიანი ფიგურაა. ერთი სიტყვით, “ორიონ სტრატეჯიმ” ქართულ მხარესთან ლობირება ოთხ ამერიკულ კომპანიას - “ჯენერალ დინამიკს”, “აი-ემ ჯენერალს”, “არმ სტეჩსა” და კიდევ ერთ ფირმას გაუწია, რომლის სახელიც ჩემთვის უცნობია, თუმცა გამორიცხული არაა, რომ მეოთხე “მარტინ ელექტონიკ ფლორიდა” ყოფილიყო, რომლის შესახებაც ადრე ვისაუბრეთ.

- ოთხივე კომპანიას იარაღით ვაჭრობის ლიცენზია ჰქონდა თუ, როგორც იტყვიან, იატაკქვეშ საქმიანობდა?

- არა, ლიცენზია ჰქონდა... კომპანია “არმს ტეჩის” პრეზიდენტი ვინმე ჯოზეფ რუსტიკია.

- აშშ-ში იარაღით ვაჭრობა ლეგალური ბიზნესია?

- ლეგალურია, თუ შესაბამის მოთხოვნებს იცავ - სახელმწიფო დეპარტამენტსა და გაერო-ს განიარაღების კომისიას საქმის კურსში აყენებ.

- უკანონო არც ის იყო, ქართულმა მხარემ ამერიკელებისგან იარაღის შესყიდვა რომ გადაწყვიტა?

- არა.

- აბა, რატომ ამბობთ, რომ მასალები, რომლებიც გაქვთ, სკანდალურია?

- ახლავე აგიხსნით: 2010 წლის 19 მარტს, “არმ სტეჩის” პრეზიდენტმა ჯოზეფ რუსტიკმა სახელმწიფო დეპარტამენტიდან წერილი მიიღო.

- რასთან დაკავშირებით?

- სახელმწიფო დეპარტამენტი კატეგორიულად ითხოვდა, რომ “არმს ტეჩს” შუამავალ კომპანიასთან, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან აკავშირებდა, ურთიერთობა გაეწყვიტა. ეს შეუამავალი კომპანია ისრაელში რეგისტრირებული “პაზ ლოჯისტიკია”, რომელიც ისრაელის მოქალაქე ოფერ რაზის ეკუთვნის.

- სახელმწიფო დეპარტამენტიპაზ ლოჯისტიკთანურთიერთობის გაწყვეტას რატომ ითხოვდა?

- სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, “პაზ ლოჯისტიკი”, სხვა კომპანიებთან ერთად, შავ სიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან გარიგების დადება სასტიკად აკრძალულია. ამერიკელი ჯოზეფ რუსტიკი პატიოსანი აღმოჩნდა და “პაზ ლოჯისტიკთან” კონტრაქტი, რომელიც ფეხოსანთა საწინააღმდეგო მართული, კლაიმორის ტიპის ნაღმების შეძენას ეხებოდა, გაწყვიტა.

- ანუ, ეს ფეხოსანთა საწინააღმდეგო ნაღმები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა შეეძინა?

- დიახ.

- ქართულ მხარეს ნაღმები სჭირდებოდა?

- ალბათ, სჭირდებოდა... მოკლედ, გარიგება არ შედგა და ამერიკულმა კომპანიამ, უხერხულობა თავიდან რომ აეცილებინა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართა და შესთავაზა, რომ ურთიერთობა საშუამავლო კომპანიის გარეშე ჰქონოდათ.

- შუამავლის გარეშე ურთიერთობა კანონიერია?

- დიახ, მაგრამ იცით, რა მოხდა?

- რა?

- ჩვენმა თავდაცვის სამინისტრომ შუამავლის გარეშე კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა.

- რა მოტივით?

- ალბათ, იმიტომ, რომ ისრაელის საშუამავლო კომპანია თითო ასეთ გარიგებაში ძალიან დიდ საკომისიოს იღებდა. აშშ-ს ფედერალური პროკურატურა ეჭვობდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და “პაზ ლოჯისტიკის” ხელმძღვანელობას შორის კორუფციული გარიგება არსებობდა, ანუ ამ მაღალი საკომისიოდან თანხა, “ატკატის” სახით, ქართველებთან მოდიოდა.

- ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს?

- ამის შესახებ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტშიც შეიძლება...

- ბატონო კონსტანტინე, არ გეწყინოთ, მაგრამ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია მტკიცებულება არაა!

- არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ, იმას ვამბობ, რა ინფორმაციაც მაქვს. მტკიცებულებები მთავარმა პროკურატურამ და თავდაცვის სამინისტრომ უნდა მოიპოვონ, მით უმეტეს, რომ იმ კომპანიას, რომელიც ამ სქემაში იყო ჩართული და რამდენიმე კონტრაქტი აქვს გაფორმებული, ბრალი თავად აშშ-ს ფედერალურმა პროკურატურამ წაუყენა. ისე, მეტი რაღა მტკიცებულებაა საჭირო, როცა ცნობილია, რომ 70 ათასიან კონტრაქტში “პაზ ლოჯისტიკმა” 300 ათასი აიღო, 477 ათასიანში კი, - მილიონ დოლარზე მეტი.

მოკლედ, სახეზეა სისტემური დანაშაულის ნიშნები. საერთოდ, იცით, როგორ არის? - როცა რაღაც ინფორმაცია არსებობს, მისი გადამოწმება უნდა დაიწყოს. ბოლოს და ბოლოს, ალბათ, არსებობს ოფიციალური ხელშეკრულებები “პაზ ლოჯისტიკსა” და “ორიონ სტრატეჯს” შორის. ხელშეკრულებით, შეთანხმების საგანი გასაიდუმლოებული იქნება. ამიტომ, ეს დოკუმენტაცია პროკურატურამ უნდა ამოიღოს.

- წესით, ეს საიდუმლო ხელშეკრულებები რომელ უწყებაში უნდა ინახებოდეს?

- თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოში...

- წეღან სისტემური დანაშაულის ნიშნები ახსენეთ. ვისი დანაშაული იკვეთება?

- თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების.

- კონკრეტულად?

- მაშინ მინისტრი ბაჩო ახალაია იყო, თუმცა ეს სქემა 2006 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა. სხვათა შორის, მაქვს ინფორმაცია, რომ 2011 წელს, როცა სამწლიანი, ასე ვთქვათ, ლოდინის შემდეგ, სააკაშვილი აშშ-ში დაიბარეს, ობამა სწორედ ამ თემებზე ელაპარაკა.

- ესე იგი, “ატკატებისშესახებ სააკაშვილი საქმის კურსში იყო?

- რა თქმა უნდა. ეროვნული უშიშროების საბჭო სააკაშვილს ემორჩილებოდა, საბჭოს გარეშე კი, ასეთი კონტრაქტები, როგორც წესი, არ იდება, თუმცა გამორიცხული არაა, რომ თავდაცვის სამინისტროს ზოგიერთ კომპანიასთან, მაგალითად, “ბელ ტრეიდინგთან”, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ, ხელშკერულება ეროვნული უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით ჰქონდა დადებული...

- ბატონო კოტე, თუკი საქმე კორუფციასთან გვაქვს, ოფიციალური ხელშეკრულებების გაფორმება რაღა საჭირო იყო?

- ხელშეკრულებების გაფორმებას საერთაშორისო სამართალი ითხოვს. ამასთან, იარაღის შესყიდვას გაერო-ს შესაბამისი სამსახური, კერძოდ, განიარაღების სამმართველო მკაცრად არეგულირებს, ანუ სახელმწიფო ვალდებულია, გაერო-ს აცნობოს, თუ რა სახისა და რაოდენობის იარაღს ყიდულობს. აქვე, შეგახსენებთ, რომ გაერო-ს განიარაღების სამმართველოში, წლების განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, პატივცემული თემურ ალასანია მუშაობდა...

- ამერიკულ კომპანიასთან ურთიერთობა ქართულმა მხარემ როგორ დაამთავრა - ფეხოსანთა ნაღმები აღარ შეისყიდა?

- კონტრაქტი იმის გამო ჩაიშალა, რომ ჩვენმა თავდაცვის სამინისტრომ შუამავლის გარეშე შესყიდვაზე უარი განაცხადა.

- ერთი ასეთიატკატით”, დაახლოებით, რა რაოდენობის თანხატყდებოდა”?

- გააჩნია... მაგალითად, ხომ გითხარით, რომ “პასტ ლოჯისტიკმა” 70 ათასიან კონტრაქტში 300 ათასი დოლარი აიღო, ანუ 70 ათასი იარაღზე წავიდა, დანარჩენი თანხა კი, “ატკატია”, რომელიც შუაზე ტყდებოდა...

- “პასტ ლოჯისტიკი” “მოტეხილ ფულსპირდაპირ საქართველოში აგზავნიდა?

- არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს თანხა ოფშორში ილექებოდა. მაგალითად, დავით კეზერაშვილს, იგივე “კეზერას” რამდენიმე ოფშორული კომპანია აქვს და “პაზ ლოჯისტიკიდან” ფული შესაძლებელია, სწორედ ამ კომპანიების ანგარიშზე ირიცხებოდა და შემდეგ, მისი “გათეთრება” ხდებოდა.

- სიტყვამ მოიტანა და, თქვენი ვარაუდით, “კეზერა” “ნაცმოძრაობისმთავარი მოლარე ამიტომ იყო? ისე, ცოტა უცნაურია: კრემლი არ გამორიცხავს, რომ  სააკაშვილ-მერაბიშვილთან ერთად, საერთაშორისო ძებნა კეზერაშვილზეც გამოაცხადოს. არადა, ის პოლიტიკური ფიგურა არასოდეს ყოფილა... ისიც საგულისხმოა, რომ თავდაცვის ექსმინისტრი ისრაელის მოქალაქეა...  

- რთული თემაა... მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობის დაწყებიდან, “კეზერა” მისი ხელის ბიჭი იყო და, ალბათ, ამიტომ, სააკაშვილი სხვებზე მეტად ენდობოდა, თან კეზერაშვილს კავშირებიც ჰქონდა...

- მსმენია, რომ კეზერაშვილის ბიძა ისრაელში ანგარიშგასაწევი პერსონაა...

- შეიძლება, ეს მომენტიცაა... საერთოდ, ისრაელის სახელმწიფო ძალიან პრაგმატულად მუშაობს.

- რას გულისხმობთ?

- არ მინდა, ვინმემ ბრალი ანტისემიტიზმში დამდოს, მაგრამ ისრაელის ზოგიერთი კომპანია თაღლითური საქმიანობითაა დაკავებული და მათ ისრაელის სახელმწიფო, როგორც წესი, არაბულ და, საერთოდ, მუსულმანურ სახელმწიფოებთან იარაღის შესყიდვის სქემების შესწავლა-გამოვლენისთვის იყენებს. ეს ისრაელის სპეცსამსახურების მუშაობის ერთ-ერთი სტილია.

რაც შეეხება დავით კეზერაშვილს, ის მხოლოდ ისრაელთან კი არა, რუსეთთან ურთიერთობაშიც უნდა განვიხილოთ. გავიხსენოთ, თუნდაც “ლუკოილი”. ასევე, არ დაგვავიწყდეს, თუ როგორ მოხვდა ქართული ბენზინის ბიზნესი ვინმე დავით იაკობაშვილის ხელში, რომელიც რუსეთში მოღვაწე მილიონერია... სხვათა შორის, ისრაელში ძალიან ბევრი რუსი ებრაელი ოპერირებს. მაგალითად, ვიქტორ ბუტი, რომელიც აშშ-ში იარაღის უკანონო ბიზნესისთვის დააკავეს. ცნობილია, ამ ადამიანს თუ რა კონტაქტები ჰქონდა რუსულ სპეცსამსახურებთან. მოკლედ, ყველაფერ აქედან გამომდინარე, შეიძლება, ითქვას, რომ “კეზერას” კონტაქტები რუსეთშიც აქვს...

- ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღემდე გაუგებარია, თავის დროზენაცმოძრაობასებრაელი ბიზნესმენების დაჭერა რისთვის დასჭირდა?

- არ ვიცი... მხოლოდ იმ ფაქტებზე ვსაუბრობ, რაზეც ინფორმაცია მაქვს...

თუკი ქართული მხარე, საელჩოს მეშვეობით, აშშ-ს შესაბამის უწყებებს მიმართავს და “პაზ ლოჯისტიკსა” და სხვა კომპანიებზე ინფორმაციას, ამასთან, მათთან ჩვენი თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოს მიერ გაფორმებულ კონტრაქტებს მოითხოვს, დარწმუნებული ვარ, ამერიკული მხარე ყველაფერ ამას დიდი სიამოვნებით გამოააშკარავებს, რაზეც “არმს ტრეჩის” პრეზიდენტის, ჯოზეფ რუსტიკის საქციელიც მეტყველებს - თავდაცვის სამინისტროს სთხოვა, რომ მასთან ურთიერთობა შუამავლის გარეშე დაემყარებინა...

- ბატონო კოტე, ადრეც გკითხეთ: თუკი სახეზეა საერთაშორსო დანაშაულებრივი სინდიკატი, მაშინ ეს საქმე არასოდეს გაიხსნება, რადგან პრობლემები სააკაშვილს, ბოკერიასა და კეზერაშვილს კი არა, შეიძლება, გავლენიან უცხოელებსაც შეექმნათ...

- გამორიცხული არაა, რომ ამ სქემის გაშიფვრა არც ერთ მხარეს აწყობს, მაგრამ არ მგონია, ეს აშშ-ს ეხებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯოზეფ რუსტიკი ყველაფერ ამის შესახებ პრესკონფერენციაზე არ ილაპარაკებდა, თუმცა ეს პრესკონფერენცია ქართულ მედიას არ გაუშუქებია... როცა კომპანია გთავაზობს, რომ საჭირო სამხედრო აღჭურვილობას შუამავალის გარეშე მოგაწვდის და ამაზე უარს ამბობ, ბუნებრივია, ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, მით უმეტეს, საშუამავლო კომპანიები კოლოსალურ საკომისიოს იღებენ...

- ბატონო კონსტანტინე, ასეა თუ ისე, 15 ივნისის არჩევნებმაც ცხადყო, რომნაცმოძრაობაკვლავ მთავარი ოპოზიციური ძალაა და რადარიდან არ ქრება...

- რა თქმა უნდა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ “ნაცმოძრაობა” ქართულ პოლიტიკურ ველში სხვა სახელით დარჩეს, მაგრამ ამაზე დეტალურად ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

- ითვლება, რომ პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი იარაღი ფულია. “ნაცმოძრაობასუფრო ბევრი ფული აქვს თუოცნებას”?

- “ნაცმოძრაობას” - სადაც იარაღის ბიზნესია, იქ ნარკობიზნესიცაა და ეს საკითხები შესასწავლია. ასევე, არსებობს სქემები, რომლითაც ზოგიერთი ქართველი ბიზნესმენის ხელში “ნაცმოძრაობის” გათეთრებლი ფული ხვდება...

- ამ სქემაზე გიორგი კაპანაძემ, იგივერიჟამარჩევნების წინ დეტალურად ილაპარაკა...

- კი ბატონო, მაგრამ ეს სქემა მხოლოდ “ნაცმოძრაობას” კი არა, სხვა პოლიტიკურ ძალებზეც ვრცელდება... კარგად გამიგეთ და, ამ სქემაში შეიძლება, არასამთავრობოებიც მონაწილეობდნენ, ანუ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან დაახლოებული “ენჯეო” გრანტს იღებს და შემდეგ, ეს თანხა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან მიდის...

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, უკრაინის შს ახალმა მინისტრმა ის ფარული რუსული ფონდები ახსენა, რაზეც ჩვენ წინა ინტერვიუში ვისაუბრეთ... ბოლო დროს საქართველოში რუსეთთან დაახლოების მომხრე პატარ-პატარა არასამთავრობოები სოკოებივით მომრავლდნენ...

- საერთოდ, ქართულ პოლიტიკაში დიდი ფული ტრიალებს?

- დიდი კი არა, ძალიან დიდი ფული ტრიალებს, თან ეს ფული არალეგალურია!

- მაინც, რა თანხაზეა ლაპარაკი?

- დაახლოებით, ხუთას მილიონზე... პოლიტიკური პარტიები ისე გაირყვნენ, რომ მხოლოდ არალეგალურად კი არა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებსაც საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ. შეხედეთ: ყველა, ვინც პოლიტიკურ ველზეა, კარგად ჩაცმულ-დახურულია, კარგი ჯიპებიც ჰყავს და... არჩევნებიდან არჩევნებამდე მშვენივრად ცხოვრობს! ზოგიერთი პოლიტიკური ძალა მხოლოდ არჩევნების წინ აქტიურდება და ეს იმიტომ, რომ ფული გააკეთოს! მოკლედ, საქართველოში არაჯანსაღი პოლიტიკური სპექტრია. ჩვენთან პოლიტიკა ბიზნესია! დიახ, ვამტკიცებ, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კორუფცია ყვავის!

- პოლიტიკური კორუფციისსტავკებიროგორია?

- ალბათ, იმდენი, რამდენიც პარტიის ხუთი-ექვსი ლიდერის შენახვას ეყოფა, თან პოლიტიკურ ფიგურასაც გააჩნია - თუ არაცნობადი ხარ, შენში დიდ თანხას არავინ ჩადებს. ისე, დააკვირდით, თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი თავის დროზე სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე იყო და აქცენტიც სწორედ მათზე კეთდება. სწორედ ამიტომაა, რომ 20 წელია, ერთი და იგივე პოლიტიკურ “სიფათებს” ვუყურებთ. როგორი ჭკვიანი და პატრიოტიც უნდა იყო, თუ ძალიან დიდი თანხა არ გაქვს, პოლიტიკაში ვერ შეაღწევ!

- პოლიტიკით ფული უცხოეთშიც კეთდება?

- არა. იქ პოლიტიკა ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებაა. ჩვენთან კი, უამრავია ისეთი პოლიტიკოსი, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა არ უნდა - ადამიანი 20 წელი ოპოზიციაში რომ იქნები, ქუდი უნდა დაიხურო და შინ წახვიდე.

- სხვათა შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მეტი პარტია, როგორც ვიცი, საქართველოშია...

- ამ უბედურების სათავე პარტოკრატიული მმართველობაა - ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკოსებს ხალხი ავიწყდებათ და მხოლოდ პარტიულ თუ კერძო ინტერესებზე ზრუნავენ. ამის საფუძველს კონსტიტუციაც იძლევა... საქართველოში ხალხი უფლებაშეზღუდულია და თავის ძალაუფლებას მხოლოდ არჩევნებზე იყენებს.

- მოკლედ, საქართველოში ასეა - ყველა, ვინც სამსახური დაკარგა, ან ვერ იშოვა, პარტიას ქმნის!

- ათი წელია, უმუშევარი ვარ, მაგრამ პარტია არ შემიქმნია... ისე, თუკი ეკონომიკა ძლიერი იქნება, ქვეყანაში პოლიტიკური კორუფცია აღარ იარსებებს, რადგან ხალხი ამა თუ იმ პარტიას მხარს 20 კი არა, 100 ლარადაც არ დაუჭერს.

- ბატონო კოტე, რა ამის პასუხია და, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე და საგარეო საქმეთა მრჩეველი, მიხეილ მაჭავარიანის ძმა, ვანო მაჭავარიანი გადადგნენ. ამას რითი ხსნით?

- რითი და, - გავრცელებული მასალებით.

- რა მასალებს გულისხმობთ?

- რას და, - “ქართული სიტყვის” წინა ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუს, სადაც ლევან ვასაძის კავშირებზე ვსაუბრობდი. დაგავიწყდათ, ლევან ვასაძე ვისი მეგობარია?

- ვისი?

- მარგველაშვილის და მიხეილ მაჭავარიანის, ვანო მაჭავარიანი კი მიხეილ მაჭავარიანის ძმაა. ამ ინფორმაციებს ამერიკელებიც კითხულობენ და თქვენ, რა, გგონიათ, მათ არ გაუჩნდებოდათ შეკითხვა, თუ რატომ საქმიანობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ისეთი ტიპები, ვისაც უცხო ქვეყნასთან და შესაძლოა, მის სპეცსამსახურთანაც რაღაც კავშირი აქვს? ისე, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს ამერიკელი მეგობარიც ჰყავს.

- ვინ?

- დენი კუნინი, რომლის შესახებაც ადრე ვისაუბრე... დენინი კუნინთან მეგობრობას არც მარგველაშვლი მალავს...