"მერიაში როგორც კი მოვა ახალი ხელმძღვანელობა და საკრებულო დაიწყებს მუშაობას, დაიწყება "სითი პარკის" საკითხის შესწავლა ფუნდამენტურად. ვითხოვდი დოკუმენტების გასაიდუმლოებული ნაწილის გადმოცემასაც. ამ საკიტხში ბევრი რამეა შესასწავლი და გასარკვევი, ყველაფერს საფუძვლიანად შევისწავლით და მივხედავთ", - აცხადებს თბილისის საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თბილისის ახალი საკრებულო პირველ "დარტყმებს" "სითი პარკზე" და "თბილისის წყალზე" მიიტანს.
"ახალ საკრებულოში ასევე დავიწყებთ იმით, რაც არის დაკავშირებული "თბილისის წყალთან", უამრავ ტენდერთან, რომელიც განხორციელდა, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ანუ ყოველივე იმით, რაზეც ვსაუბრობდით და მიგვაჩნდა, რომ კეთდებოდა ძალიან ცუდად ან კეთდებოდა კანონდრღვევით. თავისთავად რამე რომ კეთდებოდა კარგი იყო, მაგრამ ცუდი იყო ის, რომ სადარბაზოს რემონტზე 3-ჯერ მეტ ფულს ხარჯავდნენ, ვიდრე საჭირო იყო. კარგია, როცა შემოგყავს სამარშრუტო ტაქსები, მაგრამ ცუდია, როცა იკვეთებოდა ვიღაცის კომპანიის ინტერესები. რატომ იყო მანკიერი პრაქტიკა წინა ხელისუფლების დროს? იმიტომ, რომ მერია და საკრებულო ცალ-ცალკე არსებობდა. არც ერთი პროექტი, რომელიც მერიაში ხორციელ;დებოდა, არ იყო დაკავშირებული საკრებულოსთან. მთავატი ინსტიტუციონალურად ჩამოყალიბებაა - უნდა ჩაიდოს კონტროლის მექანიზმები და ის, რომ გამგეობებზე, მერიაზე კონტროლი ხდება უკვე საკრებულოს მხრიდან, ეს უკვე არის გარანტი იმისა, რომ ისეთი დარღვევები, რაც "ნაციონალების" დროს ხდებოდა აღარ მოხდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯაბა სამუშია.
"რაც შეეხება ბოლო სამუშაო თვეს მიღებულ პრემიას - კოლექტიურად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, მას ესწრებოდა უმრავლესობაც, უმცირესობაც, ფრაქციებიც, მაგრამ რატომრაც მოხდა ის, რომ ჩვენმა ოპონენტებმა გადაწყვეტილების ერთი ნაწილი გაასაჯაროეს. ყველა თანამშრომელმა აირო ეს პრემია, დამლაგებლის ჩათვლით. საკრებულოს წევრებმა 100% ავირეთ და გადავრიცხეთ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის - ძალიან მერიდება ამის თქმა, მაგრამ რომ მკითხეთ, ამიტომ გითხარით - ვერ ვიყვირებდი ასევ გავაკეთეთ მეთქი, 2 დრის წინ მივირეთ გადაწყვეტილება, ძალიან მეუხერხულება ამის თქმა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"თითოეული თეთრი რაც დაიხარჯება, იქნება მიზნობრივი, არავიტარი მამაძაღლების ჯიბეებში არ დაილექება, არ დაისმება კითხვა სად წავიდა 50 მილიონი. მეორე არის დავით ნარმანიას ინიციატივა - პირველად იღება მერის კარი: ქალაქის მოსახლეობას შეეძლება კვირაში ერთხელ შეხვდეს მერს და საკრებულოს წევრებს - ამაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. მოსახლეობასთან კომუნიკაცია ექნებათ დეპუტატებსაც. ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან გვექნება ინტენსიური ურთიერთობა, რომელიც საქართველოს საკეთილდღეოდ იმუშავებს, მაგრამ იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც წლების მანძილზე ანგრევდა ქვეყანას, თანამშრომლობის დროს საჭიროა სიფრთხილე - მათ მიმართ არსებობს უამრავი შეკითხვა და ამას ვერ გაექცევიან", - ამბობს ჯაბა სამუშია.
"მე მაქვს უამრავი შეკითხვა განსაკუთრებით იმათთან, ვინც ახალ შემოდიან საკრებულოში - ეს ადამიანები მოქმედი თანამდებობის პირები იყვნენ იმ პერიოდში, თბილიის "ნაცმოძრაობა" მართავდა და ის შეცდომებიც ამ ადამიანების სახელთანაა დაკავშირებულიმათი წინადადებები, რაც ჩვენ ქალაქს წაადგება, რა თქმა უნდა, განხილული იქნება, მაგრამ როცა რამეს წამოაყენებენ, მე ბუბნებრივად დავსვამ შეკითხვას, თქვენ როცა იყავით ხელისუფლებაში, მაშინ რატომ არ აკეთებდით ამას-თქო", - აცხადებს სამუშია და შეკითხვას - "მერიის ზოგიერთ თანამშრომელზე კორუფციული გარიგებებისა და მაქინაციების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრად და დასჯას მოითხოვდით. ეს მოთხოვნა ძალაში რჩება?"- პასუხობს:
"რა თქმა უნდა. როგორც კი გვექნება ის ბერკეტი, რომ შევიდეთ მერიაში, შესაბამის დოკუმენტაციას ავიღებთ და გიდასტურებთ, ბევრი ადამიანის საქმე მოხვდება პროკურატურის ხელში. კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ ახლა. გამგეობების დონეზეც ბევრი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ზოგიერთი პროექტის მიზანმიმართულებასა და ხარჯთაღრიცხვაზე გვექნება ბევრი კითხვა და მივყვებით ბოლომდე".