როგორ იმუშავა

როგორ იმუშავა "დისქავერის" სპეცჯგუფმა ხარაგაულში გიგანტური ადამიანის ნაკვალევზე

Ambebi.ge-სთვის ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუს, - "მსოფლიო დონის აღმოჩენა ხარაგაულის ნაკრძალში - გიგანტური ადამიანის ძვლები და "დისქავერის" 5-კაციანი ექსპედიცია საქართველოში", დიდი რეზონანსი მოჰყვა. ამასთან, ის სტატია არაერთმა ქართულმა თუ უცხოურმა ინტერნეტგამოცემებმა მთავრ გვერდებზე განათავსეს. ქართულ-ბრიტანული ჯგუფი, რომელიც ამ აღმოჩენის კვალდაკვალ 8 ივნისს ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკისკენ დაადგა გზას, რამდენიმე დღეა, რაც ექსპედიციიდან დაბრუნდა და Ambebi.ge კვლავაც ექსკლუზიურად გაესაუბრა, - ახლა უკვე ნანახის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს.

ერეკლე ჯულაყიძე, ბიოლოგი, პროფესორი, მოგზაური, ექსპედიციის წევრი:
- ჩვენი მთავრი მიზანი იყო, 2008 წელს გავლილი გზა ხელახლა გაგვევლო. გვენახა ადგილები, სადაც წლების წინ აღმოჩენები გვქონდა. არ გვქონდა არავითარი უფლება, რომ იქ რაიმე გვეთახარა და რაიმე ტიპის სამუშაო გვეწარმოებინა არც ახლა და არც მაშინ, მაგრამ 2008 წელს ამის შესახებ არ ვიცოდით და ცოტა მაინც გვათხარეთ, დაზვერვითი სამუშაოს სახით. 

"დიქავერიმ" ყველაფერი გადაიღო, ის ჩვენს ძველ გადაღებულ კადრებსაც გამოიყენებს, რომელიც იმპულსს მისცემს მომალში დაინტერსებულ ადამიანებსა და შესაბამის ინსტიტუტებს ახალი ტექნოლოგიური კვლევისთვის. პრინციპში, უკვე დაინტერესდნენ და მასალა მანჩესტერის უნივერსიტეტის მოლეკულური ბილოგიური გენეტიკის ლაბორატორიაში გავგზავნეთ. საიდანაც 10 დღეში პასუხები ჩამოგვივა. 

- ანუ გვეტყვიან, არის თუ არა ეს ძვლები ადამიანის?
- დიახ. შევთანხმდით იმაზეც, რომ ეს კვლევა გაგრძელდება და მასში ფართო სპექტრის სპეციალიტებიც ჩაერთვებიან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მუშაობენ და თავის საქმის აღიარებული სპეციალიტები არიან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც 2014 წლის ექსპედიციას მოჰყვა. 
ამასთან, რაც მთავრია, მსოფლიო ამ ფილმით კიდევ ერთხელ შეიტყობს საქართველოს შესახებ, მისი მრავალფეროვანი ბუნებისა და ლანდშაფტების შესახებ და ამის შემდეგ აქ უამრავი ტურისტი ჩამოვა. 

- სანამ ლაბორატორიის დასკვნა იქნება, როგორ ფიქრობთ, - აღმოჩენილი ძვლები ეკუთვნის თუ არა ადამიანს?
- რა თქმა უნდა, ეკუთვნის. ამაში 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული და ეჭვი ერთი წუთითაც არ მეპარება. 

ოთარ ბაღათურია, ისტორიკოსი:
- ჩემი მინიმალური მიზანი მსოფლიოს მასშტაბით, ამა თუ იმ ფორმით, საქართველოს პოპულარიზაციაა. ეს მიზანი შესრულებულია და კიდევ პერსპექტივაში სხვა პროექტების ("დისქავერის" ფორმატის) განხორციელების შანსებიც გაჩნდა. 

მასალები ექსპერტიზაზეა წაღებული... აკლდამა ჩანგრეულია, ამიტომ ძვლებისა და მიწის ნაწილის აღრევა მოხდა... გამოითქვა ვარაუდი, რომ აკლდამის დუღაბი შესაძლოა, კვერცხის ცილასაც შეიცავდეს. იქვე მოშორებით არის განმარხებული ძვლები, რომლებიც შეზრდიია ქვებს... მოკლედ, ძალზე მრავალმხრივი კვლევისთვისთვის არსებობს საფუძველიანი ასპარეზი. გაჩნდა ასევე პალეონტოლოგიური კვლევის ინტერესიც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჯერ შედეგებს უნდა დაველოდოთ.

- მაინც რა პერიოდს უნდა მიეკუთვნებოდეს ის ყველაფერი?
- ნატაძრალი ადრექრისტიანული პერიოდის არის, ქრისტიანობის მიღებიდან პირველი საუკუნეებიის. ასევე არის ქვის გზა, რომელსაც თამარის პერიოდს მიაკუთვნებენ... ლეგენდის თანახმად, ვარძიიდან მართლაც გადმოუყვანიათ რიტუალური ქვის გზა, რომელიც თამარმა ააშენებინა. გზა იქიდან დასავლეთ საქართველოში 

გადადის. ეს ყველაფერი შეიძლება, გვიანდელი ლეგენდა იყოს, ხოლო რეალურად, ეს ბრტყელი ფილები შესაძლოა, გეოლოგიური წარმონაქმნი იყოს. 

- მოკლედ, სერიოზულად გამოსაკვლევი ობიექტია...
- დიახ, საჭიროა, მუდმივმოქმედი ბანაკის დაბინავება, რომ იმუშაონ არქეოოგებმა, პალეონტოლოგებმა, გეოლოგებმა ქართველებმა და უცხოელებმაც. საფუძვლიანი კვლევა უნდა ჩატარდეს. უნდა ვიცოდეთ, რა აღმოვაჩინეთ...

ჟურნალისტი ლელა ნინუა, როგორც უკვე იცით, ექსპედიციის ერთადერთი ქალბატონი წევრი გახლდათ როგორც 2008 წელს, ისე ახლა - 2014-ში, რომელიც "დისქავერელებმა" საკუთარი ფილმის თანაავტორად გამოაცხადეს... ის არ შეუშინდა გზის სირთულეს და დაუფიქრებლად ურთულეს გზას დაადგა:

- დიდი სირთულეების დაძლევა მოგვიხდა, - წვიმა, მდინარის ფეხით გადალახვა, სიცივე, შიმშილი, უძილობა - ყველაფერი გამოვცადეთ, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი საოცარ პროფესიონალებთან ერთად, სერიოზული სკოლა გავიარე... 

- რას გვეტყვი უცოელ კოლეგებზე?
- "დისქავერის" ჯგუფი ასე იყო წარმოდგენილი: ბრიუს ფენეტონი - ეზოთერიკი, უცნაური მოვლენების მისტიკური ფენომენების ექსპერტი. წლებია ამ თემაზე მუშაობს, მოგზაურობს მსოფლიოში - დაკარგულ ქალაქებს ეძებს. ამავე დროს არის გადაცემის წამყვიც. ამჯერად ის "დისქავერის" დირქტორის, პროდიუსერის, ოპერატორის, რეჟისორისა და სცენარის ავტორის - შტეფან მიზელესის მოწვევით ჩამოვიდა. შტეფანიც ჩვენთან ერთად იყო. ჯგუფში ასევე მოწვეული გახლდათ სამხედრო ექიმი - მაიკ ნედამი - ამავე დროს სპეცდანიშნულების რაზმის მწვრთნელი. ჯგუფში იყო ხმის რეჟისორი - მარტინ ჩესკუ. მათი მიზანი გახლდათ საკუთარი თვალით ენახათ ყველაფერი და ნანახი კამერითაც დაეფიქსირებინათ... 

2008 წელს, იმ ადგილს, პირველად რომ ვეწვიეთ, ყურადღება არ მიგვიქცევია იმისთვის, რომ იქ კარგად დამუშავებული ქვის უზარმაზარი ლოდები იყო. ბრიუსის ვარაუდით, იმაზე მიანიშნებს, რომ იქ კარად განვითარებული ქალაქი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ლოდებით მოპირკეტებული ასასვლელი ჰქონდა. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი ზღვის დონიდან 2300 მეტრზე ხდება. დღემდე უცნობია იქ არსებული ეკლესიის აგების თარიღიც. მაშინ არც თაღისებური სამარხი შეგვიმჩნევია, ამაზე ბრიუსმა მიგვაქცევინა ახლა ყურადღება. მოკლედ, მისი აზრით, ეს ადგილი, ყველა პარამეტრით, ნაქალაქარზე მიუთითებს. დავრწმუნდით, რომ "დისქავერის" წარმომადგენლებისთვის სირთულე არ არსებობდა, ისინი სულ მუშაობდნენ. ის კი არა, ბრიუსი ამბობდა, მსგავსი ექსპედიციის გადაღება მისი ოცნება ყოფილა და ეს ოცნება საქართველოში აიხდინა. გადაღებაზე ჯუნგლებში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ აქეთ გამოვემგზავრე, რასაც არ ვნანობო. ის სერიოზულად დააინტერესდა ქანებში განმარხებული ძვლებით. მსგავსი რამ მსოფლიოს მასშტაბით, იშვიათი სანახავია, რაც სავარაუდოდ, კლიმატურმა ცვლილებემა გამოიწვიაო.

- რამდენი დღე დასჭირდა ამჯამად ასვლას?
- 2 დღის განმავლობაში ავდიოდით, იქ 2 დღე დავყავით და ჩამოსვლასაც 2 დღე მოვანდომეთ. ვიმეორებ, მსგავსი გუნდური მუშაობის პრინციპი ჯერ არ მინახავს. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი რამ რეალურად ვნახე. ისინი პატივს სცემდნენ ჩევენს აზრს, ყველაფერზე კომენტარს მაკეთებინებდნენ. ბრიუსს აქვს თავისი ფორუმი და როგორც ვიცი, საქართველოზე საუბარს მან იქ უკვე სერიოზული ადგილი დაუთმო. მან მე ფილმის თანაავტორად გამომაცხადა.

- ამ მოგზაურობისას რაიმე უცნაური ამბავი ხომ არ შეგემთხვათ?
- როდესაც უკან ვბრუნდებოდით, თითქმის დაშვებულები ვიყავით, ტურისტებისთვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე, ზესტაფონის მარგვეთისა და უბისას ეპარქიის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელი (შვილებთან ერთად იყო ამოსული) შეგვხვდა. მას ბრიუსმა მისი სიზმრის შესახებ უამბო, გარდაცვლილმა მეუღლემ სიზმრში უთხრა, საქართველოში რომ წახვალ, დალოცვილი იქნებიო... ალბათ ჩემი გარდაცვლილი მეუღლე ამაზე მიანიშნებდა, რაც აქ ვნახეო. - არა, ამაზე არ მიუთითებდა, აქვე მდინარე ჩამოდის და ახლა უნდა მოგნათლოო. კათოლიკე ბრიუსმა დაუფიქრებლად თანხმობა განუცხადა. ნათლიები მე და პროფესორი ოთარ ბაღათურია გახლდით. ასე გახდა ეკვადორელი ბრიუსი მართლმადიდებელი ანდრია... ასვლისას ვამბობდით, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართო და ჩამოსვლისას ვთქვით, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ბრიუსმა საქართველოში ასე შეიძინა მშობლები.