სიტუაციური სწავლება „Agile Spirit 2014“-ის ფარგლებში (ვიდეო)

სიტუაციური სწავლება „Agile Spirit 2014“-ის ფარგლებში (ვიდეო)

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ს საზღვაო ქვეითების ერთობლივი სამხედრო წვრთნების „Agile Spirit 2014“-ის ფარგლებში სიტუაციური სწავლება დასრულდა. 4 დღის განმავლობაში ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს. პრაქტიკული სწავლების დროს პირადმა შემადგენლობამ ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებების (IED) ტიპები შეისწავლა და აღმოჩენის შემთხვევაში მასზე რეაგირების წესებს გაეცნო. ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცებისგან შემდგარმა შერეულმა ასეულმა უსაფრთხოდ პატრულების თავისებურებები და მობილური გამშვები პუნქტების მოწყობაც შეისწავლა. გარდა ამისა, განხორციელდა ჩხრეკა-კორდონის ოპერაციაც, რომელიც  განსაზღვრული ტერიტორიის იზოლირებას, პერსონალის, ავტოტექნიკისა და შენობების ჩხრეკას მოიცავდა.

წვრთნებში აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსისა და მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამი შერეული ასეული მონაწილეობდა.