კალაძე რუსეთში გადადის

კალაძე რუსეთში გადადის

იტალიური სააგენტოები უკვე თითქმის გადაწყვეტით წერენ, რომ „მილანი" სულ მალე შეელევა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტან კახა კალაძეს.

როსონერის ხელმძღვანელობა რუსულ კლუბებთან, „ზენიტთან" და „რუბინთან" მოლაპარაკებებშია ჩაბმული და ქართველი ფეხბურთელის ბედი დღე–დღეზე შეიძლება გადაწყდეს.

იტალიური საიტები წერენ, რომ „მილანს" იანვარშივე სურდა კალაძის გაყიდვა, მაგრამ მაშინ გარიგება ვერ მოხერხდა. რუსეთში კი სატრანსფერო ფანჯარა მარტის ბოლომდე ღიაა და ამდენად, „ზენიტსა" და „რუბინს" დრო საკმაოდ აქვთ.

"მილანი" 8 მილიონ ევროდ შეელევა ქართველ მცველს, ერთ–ერთ რუსულ საიტზე კი წერია, რომ კალაძე 6–8 მილიონი ღირს.