კინორეჟისორი ლევან ანჯაფარიძე “ოცნების” დეპუტატს “ნაცების” მფარველობაში ამხელს?!

კინორეჟისორი ლევან ანჯაფარიძე “ოცნების” დეპუტატს “ნაცების” მფარველობაში ამხელს?!

რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ ილაშქრებს და აცხადებს, რომ მინისტრი გურამ (მირიანე) ოდიშარია კი არა, სინამდვილეში, მანანა ბერიკაშვილია. ამასთან, კინოცენტრსა და თეატრალურ უნივერსიტეტში არსებულ დარღვევებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ყველა დამნაშავეს სიურპრიზს უმზადებს:

 

- ბოლო 22 წელია, პოლიტიკა თითოეულ ოჯახში შემოიჭრა და ყველანი, პროფესიის მიუხედავად, გავპოლიტიკოსდით. საზღვარგარეთ ხალხს რომ ჰკითხოთ, ქალაქის მერი ვინ არისო, კაციშვილი ვერ გიპასუხებთ. აქ კი მერი ისეთი ოდიოზური პიროვნებაა, რომ მისი სახელი ხუთი წლის ბავშვმაც იცის. ხალხი პოლიტიკაში თავიან-ფეხებიანად რომაა ჩართული, ეს გაჭირვებისა და ცუდი ცხოვრების ბრალია. იმას, რაც “ნაციონალებმა” დაგვმართეს, წლების განმავლობაში მოვიმკით.

- ბატონო ლევან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარს მოგვადგა. „ქართულმა ოცნებამსაარჩევნო სიიდან ყოფილინაციონალებიამოიღო და პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც განაცხადა, “ნაციონალებიაღარ არსებობენო..

- როგორ არ არსებობენ? - ტელევიზორს ჩართავ თუ არა, დაინახავ, დუჟმორეული “ნაციონალები” როგორ ყვირიან და იმუქრებიან, ჩვენ დავბრუნდებით და მერე ნახეთო, მაგრამ მათი ხავილის ვის ეშინია? ყველაფერი რომ ხელში ეჭირათ და ადამიანებს აშანტაჟებდნენ, ხალხი მაშინაც არ ეპუებოდა. არ მინდა, ირაკლი ღარიბაშვილი ცდებოდეს. ამიტომ, როგორც კეთილის მსურველი, პირდაპირ ვეტყვი, თუ ვინ ლობირებს დუშეთის გამგებლობის კანდიდატს, “ნაც” ჩოხელს. ვინ და, - თქვენივე ხელისუფლების პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი ტრიპოლსკი. არ იცით, რომ ტრიპოლსკი ნატახტართან ხვდება თავის ამომრჩევლებს ისე, რომ დუშეთში საერთოდ არ შედის? არ იცით, რომ ტრიპოლსკის ფასანაურში არ უშვებენ? არ იცით, რომ ასევე, მფარველობს კინოცენტრში მოთარეშე ბანდას, რომელიც მილიონებს ათეთრებს და სახელმწიფო ხაზინიდან იპარავს? არ იცით, რომ დადის ოჯახებში და ამაყობს, მეორე კაცი ვარ საქართველოშიო? მე ვიცი და მომისმინეთ! 5ივნისს სასამართლო პროცესი მაქვს და აუცილებლად გაჟღერდება სიმართლე. დავპირდი ირაკლი ტრიპოლსკის, რომ მხილებით გავანადგურებ და ასეც იქნება!

საერთოდ, პოლიტიკოსთა დაპირება ხშირად დაპირებად რჩება. საპრეზიდენტო არჩევნებამდე გიორგი მარგველაშვილი ხალხს ჰპირდებოდა, თუ ამირჩევთ, ყოველგვარი კოჰაბიტაცია დამთავრდებაო, მაგრამ სამწუხაროდ, დღესაც იგივე გრძელდება.

- ზოგი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს და ირწმუნება, თუ საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტში 40%-ით შესულინაციონალებიგამოეთხოვებიან, ყველაფერი თავის ადგილას დალაგდებაო...

- ყველამ ვიცით, “ნაციონალებისთვის” 40%-ის მიცემა აშშ-ის დაკვეთა იყო. საქართველოში ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე ადამიანი ვერაფერს წყვეტს, რადგან აქ აშშ-ისა და რუსეთის აგენტურა მოქმედებს. ევროპას “კაი თვალით” არ ვუყურებ, რადგან მიმტკიცებს, რომ ჩვენი შვილების ქუჩაში ჩამხოცავი სააკაშვილი “დემოკრატიის შუქურაა” და, თურმე, მას შეუქმნია საქართველოს სახელმწიფოებრიობა. იმ აზრისგან, რომ მთელი დასავლეთი ასე ფიქრობს, რასაკვირველია, შორს ვარ, მაგრამ “ნაციონალებთან” “ქართული ოცნება” თითქმის ყველა ბრძოლაში პირწმინდად აგებს და იცით, რატომ? - დასავლეთში მათ ლობისტები ჰყავთ და დიდი მხარდაჭერით სარგებლობენ. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, დიახაც, უნდა ჩატარდეს, რადგან ეს პარლამენტი მთლიანად გასარეკია! ეს ხელისუფლებას არ აწყობს, რადგან “ნაციონალებთან” ერთად ისეა აღრეული და ისე აქვს გადანაწილებული ძალაუფლება, რომ ამის დათმობაარ სურს. ე.წ. ნაცები და “ქოცები” ერთმანეთთან შეჯვარდნენ და შედეგად მივიღეთ საშინელი ჰიბრიდი. სულ გვეუბნებიან, სამართალი აღდგაო. ვის ატყუებენ და რატომ გვაყრიან ხალხს ნაცარს? სადაა სამართალი, ხალხო, მიპასუხეთ, იქნებ, მე ვერ ვხედავ? იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი შვილმოკლული დედაა და თავიანთი სიმართლე ვერა და ვერ დაამტკიცეს, ჩემს პრობლემებზე საუბარი ძალიან მერიდება. ოჯახები შსს-ს ფაქტებს აწვდიან, ის კი, არ რეაგირებს, მკვლელები ისევ დაუსჯელები არიან და მშვიდად დასეირნობენ.

- წეღან სასამართლო პროცესი ახსენეთ...

- დიახ, პირდაპირ ვაწვდი პროკურატურას ყველა საბუთს და საჭირო დოკუმენტაციას კინოცენტრში გაფლანგული მილიონების შესახებ. მეტი ფაქტი რაღა უნდათ, არ ვიცი, მაგრამ დაკითხვაზე ჯერ არავის დავუბარებივარ. იქნებ, ვიტყუები და ცილს ვწამებ? იცით, ეს რატომ ხდება? - პროკურატურასა და საგამოძიებო სტრუქტურის „ვერხუშკებში“ ისევ “მაფიოზური კლანი” ზის, ყველაფერს ძველი “ნაცები” და ახალი “ქოცები” აკონტროლებენ. ჩვეულებრივი ხალხისთვის სამართალი ნამდვილად არ დამდგარა. თანამდებობის პირებიდან კარგი წარსული ძალიან ცოტას აქვს - “ნაციონალებმა” გადაუღეს ყველა კუთხე-კუნჭულიდან და დააგროვეს უამრავი კომპრომატი. ხელისუფლება რომ იძახის, ყველა ფირი განადგურებულიაო, გჯერათ? მე რომ ვინმეზე რამე კომპრომატი მქონდეს, არ დავაკოპირებ და არ შევინახავ? იმიტომ ესალბუნებიან “ნაცები” და “ქოცები” ერთმანეთს, უნდათ, მაკომპრომეტირებელი მასალა არ გამოქვეყნდეს. ზოგი ამ გზით თავის გადარჩენას ცდილობს, ზოგი კი, შემთხვევითაა თანამდებობაზე მოხვედრილი და უკვირს, აქ საიდან მოვხვდიო.

- ვის გულისხმობთ, ბატონო ლევან?

- ასეთია კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია. შეიძლება, პიროვნულად  კარგი კაცია, მაგრამ მინისტრობის არაფერი სცხია. რაც შეეხება ჩემს აქციებს, აქამდე ნაყოფი ვერ გამოიღო, მაგრამ ყველაფერი წინაა, დამიჯერეთ, მალე ისეთ რამეს გავაკეთებ, მსოფლიოს ავალაპარაკებ! გულის ამრევია, როცა ისეთი მინისტრი გყავს, რომელიც მანანა ბერიკაშვილის აზრებზეა დამოკიდებული და მის სურვილებზე დადის. მინდა, იცოდეთ: დღეს კულტურის მინისტრი მანანა ბერიკაშვილია და არა - გურამ ოდიშარია. ბერიკაშვილს ყველაფერზე თავისი საცეცები აქვს გადაფარებული და ეს საცეცები ვეღარ მოვიშორეთ.

- ამბობთ, ერთ კვირაში მანანა ბერიკაშვილს დიდი სიურპრიზი ელოდებაო. რას გულისხმობთ?

- მოდით, სიურპრიზი სიურპრიზად დავტოვოთ. სიურპრიზს მხოლოდ მანანა ბერიკაშვილი კი არა, ირაკლი ტრიპოლსკი, ნანა ჯანელიძე და გოგი მარგველაშვილიც მიიღებენ. ამ ადამიანების ნამოქმედარი ფილმადაა ქცეული  და ამას ყველა ნახავს. მერე ვნახოთ, როგორ შეაფასებს ქართველი ხალხი მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. მთავარია, სახელმწიფოს ნება არსებობდეს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. თუ პროკურატურა დარღვევებზე ისევ თვალს დახუჭავს, მაშინ საქართველოს დავტოვებ - მართლა აღარ ღირს ასეთ ქვეყანაში ცხოვრება! დღესაც ჰყვავის ნეპოტიზმი, დანაშაულს ჩადის ადამიანი და ვითომ არაფერი. კომუნისტურ პერიოდში კონკრეტულ ადამიანზე ცუდი რომ დაწერილიყო, თანამდებობასა და კარიერას ემშვიდობებოდა. ახლა კი, თუ გავლენიანი მფარველები გყავს, რაც გინდა, გააკეთე, მაინც არავინ შეგეხება! აგერ, გამოდის თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი გოგი მარგველაშვილი და პირდაპირ აცხადებს, გაზეთები თქვენია, პროკურატურა კი, - ჩემიო. ეს კაცი, წლების განმავლობაში, ყალბ დიპლომებს “აცხობდა” სადღაც “ცეხში”. პირადად ჩემი სტუდენტები არიან დაზარალებულები, რომლებსაც ყალბი დიპლომები აღმოაჩნდათ და დღესაც ვერ გაუგიათ, კინოსარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრეს თუ არა. მიუხედავად ამისა, გოგი მარგველაშვილი ხელშეუხებელია.

- ვინ ლობირებს?

- კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ პარლამენტში ნუკრი ქანთარია და ირაკლი ტრიპოლსკი ჰყავს. ნანა ჯანელიძესაც ჰყავს მფარველები. ისეთი სახის სისხლის სამართლის დანაშაული ვუპოვე, ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ეს ქალი კანში კი არ უნდა სეირნობდეს, უნდა იჯდეს და პასუხს აგებდეს მილიონობით გაფლანგულ თანხაზე, რომლის გაცემაც “ატკატების” სახით ხდებოდა. ეს ხალხი სახელმწიფო ხაზინის ქურდია - ამას პირდაპირ ვაცხადებ და დამამტკიცებელი საბუთებიც მაქვს. გავალ თუ არა აქციაზე, პირდაპირ მოვითხოვ პრემიერ-მინისტრსა და მთავარ პროკურორთან შეხვედრას. მინდა, კიდევ მქონდეს იმედი, რომ ღარიბაშვილი და ბადაშვილიამ დანაშაულებების შესახებ ჯერ არ არიან ინფორმირებულნი.

- ამას წინათ, თეა წულუკიანმა განაცხადა, სასამართლო სახელმწიფოს მარწუხებისგან გავათავისუფლეთო, მაგრამ პროცესები მაინც არასახარბიელოდ ვითარდება - ბაჩო ახალაიას ბრალს ვერ უმტკიცებენ, მისი ძმა, დათაც გაამართლეს და დავით კეზერაშვილიც. მალე, ციხიდან, ალბათ, ვანო მერაბიშვილიც გამოვა...

- ეს სასამართლო და პროკურატურა ძალიან მეცოდება! უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დღესაც კოტე კუბლაშვილია - ეს კაცი უზარმაზარი მონსტრია, რომელიც “ნაციონალების” მფარველობითაა დაკავებული. თავის დროზე „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმი რომ გაესამართლებინა, ასი ნაბიჯით წინ წავიდოდით.

- ბატონო ლევან, ბოლო დროსნაციონალებისთავზე შავი ღრუბელი ტრიალებს: ჯერ ნუგზარ წიკლაური გალახეს, მერე - ზურაბ ჭიაბერაშვილი...

- ჭიაბერაშვილი გაილახა და ისეთი ნასიამოვნები სახე ჰქონდა, რომ ცემა არ უნდა მოაკლო! მათ, ვინც გაბედა და ეს უნამუსო ხალხი გალახა, სოციალურ ქსელში ყველა მარჯვენას უქებს! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ანგარიშის გასასწორებლად ყველა პოტენციურად მზადაა! ისეთი პარაზიტებიც არიან, ვისაც შეუძლიათ, თავიანთი თავი გაილახონ, მერე გამოვიდნენ და წამებულის მანტია მოისხან! ხალხის მოთმინების ფიალას საზღვარიაქვს. ეს ფიალა ისეა სავსე, რომ უკვე გადმოდის. საქართველო ძალიან ახლოსაა ანგარიშსწორების დაწყებასთან. გული მერევა “ნაცბანდის” დანახვაზე. ქუჩაში ასეთ უტიფარ ხალხს რომ ვხვდები, ძალიან დიდი ძალისხმევა მჭირდება, რომ სიფათში მამაპაპურად არ ვგლიჯო! იქ, სადაც სახელმწიფო სამართლიანობის აღსადგენად ღონისძიებებს არ ატარებს, ხალხი იძულებული გახდება, ეს პრობლემა თავად მოაგვაროს!