დიდი შეთქმულება უწმინდესის წინააღმდეგ

დიდი შეთქმულება უწმინდესის წინააღმდეგ

აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დიდი ვნებათაღელვაა - სეპარატისტი პოლიტიკოსები ერთმანეთს დაერივნენ. ეჭვგარეშეა, რომ პროცესებს კრემლი მართავს - სხვა თუ არაფერი, “ანარქისტირაულ ხაჯინბა, როგორც უშიშროების თადარიგის ოფიცერი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე ამბობს, საბჭოთაკა-გე-ბე”- კადრია. რა ჩაიფიქრა პუტინმა? - ამ შეკითხვაზე პასუხი მარტივია: რა და, - საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნა. ქართველი სპეცსამსახურელი, კონსტანტინე ფორჩხიძექართულ სიტყვასთანკრემლის ორ სცენარზე საუბრობს და არც იმის თქმას ერიდება, რომ ერთ-ერთი სცენარით, მოვლენების მთავარი მოქმედი პერსონაჟი შესაძლოა, თენგიზ კიტოვანი გახდეს. ამასთან, ფორჩხიძე არც იმას გამორიცხავს, რომ სამეგრელოში არეულობა დაიწყოს, რასაც ახალი პოლიტიკური ძალისა და, შესაბამისად, ახალი პოლიტიკური ლიდერისდაბადებამოჰყვება. იქნება თუ არა ესახალი ლიდერიბიზნესმე ლევან ვასაძე, რომელი ქართველი მღვდელმთავრები უწყობენ პროვოკაციას უწმინდესს და ვინ გაურიგდაოცნებიდან” “ნაციონალებს”? - “ქართული სიტყვაუშიშროების ოფიცერ კონსტანტინე ფორჩხიძესთან სკანდალური ინტერვიუების ციკლს აგრძელებს.    

- ბატონო კონსტანტინე, რამდენიმე დღის წინ, გარდაბანში მომხდარი ინციდენტი არშემდგარი .. 17 მაისის პროვოკაციის გაგრძელება ხომ არ იყო?

- ის, რაც გარდაბანში მოხდა, ინსპირირებულს ჰგავს... ბოლო დროს სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის რამდენი კერა გაჩნდა: აფხაზეთში მოვლენები ძალიან სწრაფად და სპონტანურად განვითარდა, რომელიც უკმაყოფილებით გამოწვეულ პროცესს არ ჰგავს. ამას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლები მოჰყვა, რაც ცხადია, რუსეთის ინსპირირებულია. პარალელურად, საქართველოში “ევრაზიულმა კავშირმა” რაღაც აქცია გამართა. საერთოდ, საეჭვოა, რომ “ნაცმოძრაობამ” პრეზიდენტის სასახლესთან მისვლა ევრაზიულ კავშირს დაასწრო. ყველაფერი ეს კი, ძალიან ბევრ შეკითხვას ბადებს.

- “ნაცმოძრაობა” “ევრაზიული კავშირისკონტექსტში რატომ ახსენეთ? იმის თქმა გინდათ, რომ ეს ორი ორგანიზაცია უნისონში მოქმედებს?

- რა თქმა უნდა. ჩემი ორგანიზაცია რომ მქონდეს და რაღაც აქციას ვგეგმავდე, ამის შესახებ “ნაციონალებმა” წინასწარ რატომ უნდა იცოდნენ?

- ამაში გასაკვირი არაფერია - “ევრაზიულმა კავშირმაადრევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციის გამართვას აპირებდა...

- ანონსი გასაგებია, მაგრამ ორივე მხარემ ყველაფერი წინასწარ იცის ხოლმე - “ნაცმოძრაობა” აქციაზე დროშებითა და კვერცხებით შეიარაღებული მივიდა. დროშებს თუ არა, კვერცხს მომარაგება ხომ უნდა? ასე რომ, ყველაფერი ეს შეთანხმებული მოქმედებაა.

- ამ შეთახმების მიზანი, თქვენი ვარაუდით, რა არის?

- დაძაბულობის ზრდა და პიარი. “ევრაზიული კავშირის” აქციაზე 15-20 ადამიანის მეტი არ მიდის და ამ კავშირს ამის მეტი თავი არც აქვს, მაგრამ ეს აქციები ხელოვნურად პიარდება და ამ გაპიარებაში მთავარ როლს “ნაცმოძრაობა” ასრულებს, რადგან ეს წყალს მის წისქვილზე ასხამს, მაგრამ ვერც ერთი საზღვრავს და ვერც მეორე, რომ ასეთი მოქმედებით შეიძლება, ქვეყანა დაიღუპოს.

- ვერ საზღვრავენ თუ ყველაფერი კრემლის სცენარია?

- თუ კრემლის სცენარია, მაშინ ამაზე იმ “ტიპებმა” უნდა იზრუნონ, ვისაც ეს ევალებათ...

- ყოველივე ზემოთქმულის პარალელურად, სოციალურ ქსელში პატრიარქის სახელით განცხადება გავრცელდა, რომ თითქოს გადადგომას აპირებს. ბატონო კოტე, ესეცკა-გე-ბე”- ხელწერაა, ანუ სპეცსამსახურები საზოგადოების რეაქციას ამოწმებენ?

- რა თქმა უნდა. როგორც ვიცი, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიის ისტორიაში პატრიარქის გადადგომის პრეცედენტი არ ყოფილა. სხვათა შორის, მსგავსი ფაქტი კათოლიკური ეკლესიისთვისაც უცხოა - ალბათ, გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, რომის პაპის გადადგომას რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა. მოკლედ, პატრიარქის გადადგომა “შემოგდებულია”.

- ამ შემოგდების მიზანიც დაძაბულობის ზრდაა?

- დაძაბულობის გარდა, განხეთქილების დათესვაა, მით უმეტეს, დასამალი არ არის, რომ საპატრიარქოში გარკვეული ბრძოლა მიმდინარეობს. წინა ინტერვიუებში გითხარით, რომ “ნაციონალებს” ეკლესიაში თავიანთი დასაყრდენი ჰყავდათ და ვთარების განეიტრალება მხოლოდ პატრიარქის გონიერებით მოხერხდა. საპატრიარქოში დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც ამ საქმიანობას აწარმოებენ.

- კონკრეტულად, რა საქმიანობას?

- იმაზე ფიქრობენ, თუ ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი. ილია II-ის სახელით გავრცელებული განცხადებაც პატრიარქზე დარტყმა, მასზე ზემოქმედება იყო და მეტი არაფერი!

- შეგიძლიათ, ერთმნიშვნელოვნად თქვათ, რომ ესეც რუსული სცენარია?

- რა თქმა უნდა, თუმცა ყველაფერ ამაში, შეიძლება, მათი ხელიც ურევია, ვინც დასავლეთში მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას აწარმოებს, მაგრამ უფრო რუსულ ფაქტორზე ვფიქრობ.

საერთოდ, რუსულ სპეცსამსახურებს ახასიათებთ - ვიდრე თემას “შემოაგდებენ”, განვითარების მთელი მოდელი აქვთ აწყობილი. იმ ტერიტორიებზე, რომლებიც კრემლის ინტერესებშია, ეროვნული და რელიგიური შუღლის გასაღვივებლად რუსული სპეცსამსახურების უზარმაზარი ანალიტიკური დეპარტამენტები მუშაობენ... მოკლედ, ზემოხსენებული განცხადება შეგვიძლია, პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ ქმედებად ჩავთვალოთ. ამასთან, ეს გარკვეული მოსინჯვაც იყო, თუ როგრ შეხვდებოდა საზოგადოება ამ თემას და ქვედა დინებები დაიწყებოდა თუ არა.

- პატრიარქის წინააღმდეგ დაწყებულ პროვოკაციაში შეიძლება, სასულიერო პირებიც იყვნენ ჩართულნი?

- რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია!..

რამდენიმე დღის წინ, ევრაზიულ კავშირზე ხელმოწერა შედგა და რუსეთმა საქართველოსთვის ისევ მოიცალა! ევრაზიული კავშირის ხელმოწერით ნათლად გამოჩნდა, რომ ლუკაშენკო იმას გააკეთებს, რასაც პუტინი ეტყვის... სხვათა შორის, ამ ხელმოწერას საქართველოში გამართული ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული სამიტი უძღოდა, რომელმაც რუსული მხარე შეაშფოთა, რადგან ამ სამიტზე მხოლოდ ეკონომიკურ კავშირებზე კი არა, როგორც ვიცი, საუბარი უსაფრთხოებაზეც იყო. პრინციპში, ეკონომიკაც უსაფრთხოების ნაწილია...

რუსეთმა უკრაინაში სიტუაცია აურია, რაც კარგა ხანს ვერ დალაგდება...

- სხვათა შორის, პრაქტიკულად, დადასტურდა, რომ ახალი უკრაინის მშენებლობაში მონაწილეობას კახა ბენდუქიძე მიიღებს - თუ არ ვცდები, ეკონომიკური საბჭოს წევრად დაინიშნა...

- მოდით, რა, ბენდუქიძეს კარგად დავაკვირდეთ: ის სამხრეთ კავკასიაში რუსული იმპერიალიზმის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო, არის და იქნება! ძალიან დიდი ხნის წინ, როცა ბენდუქიძე საქართველოში პირველად ჩამოვიდა, გახსოვთ, რა ამბავი ატყდა? - შს მაშინდელმა მინისტრმა, კახა თარგამაძემ პირდაპირ განაცხადა, “გე-რე-უ”-ს აგენტიაო. ბედუქიძე კი ამტკიცებდა, “გე-რე-უ”-სთან კავშირი არ მაქვსო. ეს კადრები ტელევიზიების არქივებში, ალბათ, არსებობს...

- ბატონო კონსტანტინე, ადრე განაცხადეთ, რომ კახა თარგამაძეც რუსული დავალებების შემსრულებელია. ახლა კი ამბობთ, თარგამაძემ ბენდუქიძე რუსებთან კავშირში ამხილაო. ლოგიკა სადაა?

- გეტყვით, მაგრამ მანამდე უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის, პოროშენკოს განცხადებას დააკვირდით...

- პოროშენკომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ვადა რომ ითხოვა, ამას გულისხმობთ?

- დიახ... პოროშენკომ კარგად იცის, რომ უკრაინას ვერ დაალაგებს, ანუ ქვეყნის ეკონომიკას ვერ გადააწყობს, რადგან დონბასი და, საერთოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინა ეკონომიკურად მთლიანად რუსეთზეა მიბმული. პოროშენკო ბიზნესმენია და ყველაფერს ამ თვალით უყურებს.

- ეს გასაგებია, მაგრამ ბენდუქიძე რა შუაშია?

- უკრაინის ახალ პრეზიდენტს ბენდუქიძე პრივატიზაციის განსახორციელებლად სჭირდება.

- მაშასადამე, პოროშენკო რუსული პროექტი გგონიათ?

- ამას არ ვამბობ... უბრალოდ, ბენდუქიძე, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, რუსული სცნარის ნაწილია და უკრაინაშიც ის მისია ჰქონდეს, რაც თავის დროზე საქართველოში ჰქონდა, მაგრამ არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ბენდუქიძის უკრაინაში, ასე ვთქვათ, გადასროლა მისი განრიდება და პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა. მოკლედ, შესაძლოა, საქართველოდან ბედუქიძის გაყვანა უნდათ. სხვათა შორის, ბენდუქიძეს საქართველოში არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი.

- შესაძლოა, მაგრამ მგონია, რომ ყველაფრის დრამატიზირებას ახდენთ, თორემ ყოფილი ჩინოვნიკები სულბითუმადმართლდებიან. შესაბამისად, ამ მხრივ საფრთხე არც ბენდუქიძეს უნდა ემუქრებოდეს...

- პატარ-პატარა წერტილების შექმნით ჩანს, რომ რუსეთმა მხოლოდ საქართველოსთვის კი არა, მთელი სამხრეთ კავკასიისთვის მოიცალა და გამორიცხული არაა, რთული პროცესები აზერბაიჯანშიც დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი სროლები ამაზე მიანიშნებს.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, საქართველოში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი იყო ჩამოსული. საერთოდ, საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ფართო თანამშრომლობაზეა საუბარი.

- ევრაზიული კავშირის ანალოგის შექმნას, როგორც ამბობენ, თურქეთიც აპირებს...

- თურქეთს ცოტა სხვა მიზნები აქვს.

- სახელდობრ?

- მუსირებს მოსაზრება, რომ ევრაზიულ კავშირში შესვლა თურქეთმა კი არა, შესაძლოა, ისრაელმაც მოისურვოს, მაგრამ ეს გამორიცხულია და ის, ვინც ამას ამბობს, იმის წარმოჩენას ცდილობს, თუ როგორი კარგია ევრაზიული კავშირი. ახლა, ვის წარმოუდგენია, რომ ნატო-ს წევრი თურქეთი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდება? მაშინ ნატო-დან უნდა გამოვიდეს, რასაც თურქეთის ეკონომიკისთვის, რომელიც მთლიანად დასავლეთსა და აშშ-ზეა მიბმული, მძიმე შედეგები მოჰყვება.

- მინდა, გარდაბნის თემას დავუბრუნდეთ...

- სხვათა შორის, გარდაბანში აგენტურა მხოლოდ რუსეთს კი არა, აზერბაიჯანსაც ჰყავს, თუმცა ქართველებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირება არასოდეს მომხდარა... საერთოდ, აზერბაიჯანელები ძალიან შრომისმოყვარეები არიან და მათი ხელოვნურად, ასე ვთქვათ, არევა წარმოუდგენელია - უცხოურ სპეცსამსახურებს დიდი მუშაობა მოუწევთ, რომ დაპირისპირების ნიშნები გააჩინონ. ისე, ზემოხსენებულ ინციდენტში ორგანიზებული ნიშნები იკვეთებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, თავად აზერბაიჯანელებმაც გააცნობიერეს, ყველაფერ ამას რა შეიძლება მოჰყოლოდა და ამიტომ, არ მგონია, რომ ეს თემა განვითარდეს...

- ეს პატარ-პატარა კერები და, პლუს, დიდი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას - პრეზიდენტმა თუ პრემიერმა. პარალელურად, აქტიურდება ლევან ვასაძე, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი მარგველაშვილის ბავშვობის მეგობარია. ბიზნესმე ვასაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მებაირახტრეა... მოდით, ყველაფერი ეს 27 ივნისის კონტექსტში განვიხილოთ...

- ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ლაპარაკი ნონსენსია, რადგან ჯერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია ჩასატარებელი, თუმცა ყველაფერი შეიძლება, იმაზეა გათვლილი, რომ ესკალაცია შემოდგომაზე მოხდეს. საერთოდ, შემოდგომა პოლიტიკურად საქართველოსთვის ძალიან აქტიურია, ანუ გამორიცხული არაა, რომ სცენარი შეიძლება, დროში იყოს გაწერილი - რუსებს ეს ახასიათებთ...

პუტინი ჩეკისტია და შსს-ს კი არა, მხოლოდ უშიშროების კადრებს ენდობა. რაულ ხაჯინბამ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში მუშაობა საბჭოთა უშიშროებაში დაიწყო და მისი პირველი სამსახური სახელმწიფო სუკ-ის ტყვარჩელის რაიონული განყოფილება გახლდათ. სხვათა შორის, ვინაობას არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი ქართველი, რომელიც “ნაციონალების” დროს კონტრდაზვერვის დასავლეთ საქართველოს მიმართულების უფროსი იყო და ახლა პენსიაშია, ხაჯინბას მეჯვარეა.

- ბატონო კოტე, არ მითხრათ, რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებშიცნაციონალებისხელი ურევია...

- არა, ამას არ ვამბობ, უბრალოდ, გამახსენდა, რომ ხაჯინბას მეგობარი “ნაციონალურ” სპეცსამსახურებში მუშაობდა, თუმცა არ ვიცი, ამ კავშირს რამეში იყენებდნენ თუ არა...

ანქვაბმა ოპოზიციის წინააღმდეგ ძალოვანი ქმედებები არ განახორციელა და სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ ყველაფერი შეთანხმებული თამაშია.

- ნებისმიერ პოლიტიკურ თამაშს კონკრეტული მიზანი აქვს. ამჟამინდელი აფხაზური ავანტიურა საითკენ მიდის?

- მიზანი შეიძლება, რამდენიმე იყოს. ვთქვათ, უკვე გაჩნდა განცხადებები, რომ გალის რაიონის ძირძველი ქართველები გარკვეული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან, ანუ ჩემი გადასახედიდან, ყველაფერ ამის მთავარი სამიზნე გალის რაიონის ქართული მოსახლეობაა - გამორიცხული არ არის, გალიდან ქართველების გამოყრა დაიწყოს... თუკი რუსეთს საქართველოში “მეხუთე კოლონა” არ ჰყავს...

- “მეხუთე კოლონაზეალბათობით საუბარი, მგონი, ღიმილის მომგვრელია...

- რატომ? რუსეთს საქართველოში ძლიერი და შეკრული “მეხუთე კოლონა”, რომელსაც პოლიტიკაზე გავლენა აქვს, არ ჰყავს. ამიტომ, რუსეთის დესტაბილიზაციის უმოკლეს გზას ირჩევს და ამ უმოკლესი გზის ერთ-ერთი ვარიანტი კი, შეიძლება, გალიდან ქართველების გამოძევება იყოს. ამ პროცესს ადგილზე, არაა გამორიცხული, პატარა-პატარა კონფლიქტები მოჰყვეს. ისე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთში ბოლო დროს 60 ათასამდე ქართველი დაბრუნდა. რუსეთს აფხაზეთში ყირიმის ვარიანტი არ გამოუვა, რადგან გუდაუთის აფხაზები ძალიან პრინციპულები არიან და აფხაზეთის რუსეთთან შეერთებაზე არ დასთანხმდებიან. ეს კრემლმა კარგად იცის და თამაშში ხაჯინბაც ამიტომ შემოიყვანა.

- ნიშანდობლივია, რომ თამაშში თენგიზ კიტოვანიც გამოჩნდა...

- მაცადეთ, კიტოვანამდეც მივალ... მოკლედ, თუკი აფხაზეთიდან ქართველების გამოძევება დაიწყება, ლტოლვილები სამეგრელოს მიაწყდებიან და წარმოგიდგენიათ, სამეგრელოში რა მოხდება? - ახალი ლტოლვილების უკმაყოფილება, აი, ხელისუფლებამ ვერ დაგვიცვაო, პოლიტიკურ ასპექტში გადავა და წყალს “ოცნების” საწინააღმდეგო წისქვილზე დაასხამს - ოპოზიცია, ბურჯანაძის მხარე და “ნაცმოძრაობა” გააქტიურდება. სხვათა შორის, სამეგრელოში “ნაციონალები” საკმაოდ ძლიერები არიან, ანუ არსებობს საშიშროება, რომ სამეგრელოში უმართავი პროცესები დაიწყოს.

- “უმართავ პროცესებშიკონკრეტულად რას გულისხმობთ?

- ვთქვათ, არჩევნების ჩაშლას, თუმცა გააჩნია, კრემლის სცენარი დროში როგორაა გაწელილი - თუ სამიზნე ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაა, მაშინ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება.

არსებობს მეორე სცენარიც: თუკი აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებაში მოსული ხაჯინბა ქართველების გამოძევებას დაიწყებს, ქართველების უფლებების დაცვის საბაბით, პროცესში რუსეთი ჩაერთვება.

- დაუჯერებელია, რომ კრემლმა ქართველების უფლებების დაცვაზე იზრუნოს!

- დაუჯერებელი არაფერია! პარადოქსულ რამეს გეუბნებით, მაგრამ ქართველებზე ზრუნვა მოჩვენებითი იქნება და ყველაფერი იმ სცენარით წავა, რაზეც წინა ინტერვიუში ვსაუბრობდი: რუსეთი ქართულ მხარეს დაანახებს, რომ თითქოს ქართულ მოსახლეობაზე ზრუნავს. ეს ჩვენი ხელისუფლებისთვის სატყუარა იქნება. სინამდვილეში კი, კრემლი გალის რაიონში მეგრელთა უფლებების დაცვაზე საუბარს დაიწყებს და საკითხის ინტერნაციონალიზაციას მოახდენს. ამგვარმა სცენარმა სამეგრელოში, შეიძლება, უდიდესი ბზარი გააჩინოს - გალში და, შეიძლება, სამეგრელოშიც რუსეთის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება გაძლიერდეს. ამასობაში კი, ახალი პოლიტიკური მოძრაობა და ლიდერი წარმოიშვება.

- ესახალი ლიდერილევან ვასაძე ხომ არ იქნება?

- არ ვიცი... შეიძლება, ვასაძე იყოს, ან ნებისმიერი სხვა, ვისაც რუსული ორიენტაცია აქვს, თუმცა ამ ორიენტაციას ჯერჯერობით ნიღბავს. ამ კონტექსტში კიტოვანი არ ჯდება, მაგრამ აი, მოვლენების პირველი სცენარით განვითარების შემთხვევაში კი, კიტოვანი უფრო გააქტიურდება: ხელისუფლებამ გალის მოსახლეობის დაცვა იარაღით რომ გადაწყვიტოს, ეს ახალ კონფლიქტს გამოიწვევს და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს მივიღებთ. აი, სწორედ ამ დროს გამოჩნდება კიტოვანი, რომელიც ხალხს ეტყვის, ხელისუფლებას შენი დაცვა არ შეუძლიაო და აფხაზეთისკენ დაიძვრება. ასეთი ნაბიჯი კიტოვანმა ერთხელ უკვე გადადგა - თავის დროზე აფხაზეთის ასაღებად წავიდა და გზაში დაიჭირეს...

- რამეთუ კიტოვანი ვახსენეთ, იმ განცხადებებისთვის, რასაც ბოლო დროს აკეთებს, მინიმუმ, დაკითხვაზე მაინც ხომ უნდა დაიბარონ?

- რა თქმა უნდა. კიტოვანი ამბობს, ჩემს ბიჭებს იარაღი დაუკანონეთო. იცით, ეს განცხადება რას ნიშნავს? - ესე იგი, მისთვის ცნობილია, რომ ვიღაცას უკანონო იარაღი აქვს და ეს დანაშაულის დაფარვაა. უკანონო იარაღი მე რომ მქონდეს და დაკანონება მოვითხოვო, ხომ წარმოგიდგენიათ, რას მიზამენ?

- იმ ფონზე, როცა ყოველდღე ვიღაცას ჭრიან და კლავენ, კიტოვანს კი, პრაქტიკულად, დანაშაულებრივ განცხადებებზე პასუხს არავინ სთხოვს, კრიმინალის წახალისება ხომ არ ხდება?

- ამას ვერ გეტყვით, მაგრამ საქმე შეიძლება, არაპროფესიონალიზმთან გვაქვს, ან სხვა საფიქრალი აქვთ და კიტოვანის განცხადებებს ყურადღებას არ აქცევენ. არადა, როცა სახელმწიფო სტრუქტურაში ხარ, აბსოლუტურად ყველაფერზე უნდა ფიქრობდე - ინფორმაციები უნდა გქონდეს და ანალიზს აკეთებდე. საერთოდ, ადრე უშიშროებაში, იცით, როგორ იყო? - ყოველ კვარტალურად დგებოდა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში ოპერატიულ ვითარებას ასახავდა...

- ზოგი მიიჩნევს, რომ ყველაფერი, რაც 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხდება, “ნაციონალებისინსპირირებულია...

- თუკი “ნაციონალები” დამნაშავეები არიან, ბრალი უნდა წაუყენო... მაგალითად, დავით კეზერაშვილზე პირდაპირ ვამბობ, “ბელ ტრეიდინგთან” გაფორმებული ხელშეკრულებების გამო, დამნაშავეა, მაგრამ პროკურატურა ამ საქმეს არ იძიებს. არადა, ეს დოკუმენტები ჩემი მოტანილი კი არაა, ამერიკულია. ყველაფერი ან სრული არაპროფესიონალიზმისა და უნიათობის შედეგია, ან მიზანმიმართული გარიგებაა.

- მიზანმიმართული გარიგების ლოგიკას გავყვეთ...

- შეიძლება, ყველაფერი ისე წარმოჩინდეს, რომ “ქართული ოცნება” არაფრის გამკეთებელია და ქვეყანა სტაგნაციაში ჩააგდო.

- ვინ გარიგდნენ?

- ეს ორი ძალა, თუმცა გამორიცხულია, ასეთი გარიგება ირაკლი ღარიბაშვილთან შედგეს. შეიძლება, “რესპუბლიკელებამდე” მივიდეთ... ისიც ფაქტია, რომ რამდენიმე თვის წინ მთავარ პროკურატურას “რესპუბლიკელების” ყოფილი წარმომადგენელი მართავდა.

- ლაშა ნაცვლიშვილს გულისხმობთ?

- დიახ...

- ისიც გარიგების შედეგია, საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაია 100 ათასი გირაოს სანაცვლოდ რომ გამოუშვა?

- იცით, ჩვენს პროკურატურას ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხი როგორ უნდა დაეყენებინა? - დანაშაულია, როცა ადამიანი, რომელიც საჯარო მოხელე იყო, სახელმწიფო საზღვარს სხვა სახელით და გვარით ლახავს, ანუ მთავარ პროკურატურას საბერძნეთის სასამართლოს წინაშე საკითხი ამ კუთხით რომ დაეყენებინა, დარწმუნებული ვარ, მაქსიმალური შედეგი დადგებოდა. ეს ბრალდება რატომ არ წაუყენეს? რა, ამის მასალები არ ჰქონდათ? - ჰქონდათ! რა, ვანო მერაბიშვილის მეტს დანაშაული არავის აქვს ჩადენილი? გაიძახიან, სისტემური დანაშაული ვერ გამოვკვეთეთო. თუ გამოძიებას უკუღმა აწარმოებ, სისტემურ დანაშაულს როგორ გამოკვეთ?.. მოკლედ, ხელისუფლება ცოტა აზრზე უნდა მოვიდეს!

სხვათა შორის, ხელისუფლებამ ე.წ. თავისუფლების აქტის აღსრულება დაიწყო და შსს-თან სათანადო კომისია შეიქმნა. მართალია, ეს პროცესი დაგვიანებულია, მაგრამ ხელისუფლების ნება მისასალმებელია - ვანო, ლუსტრაციაზე ადრეც ვისაუბრეთ და “ოცნებამ” უნდა გააცნობიეროს, რომ ეს პროცესი ერთჯერადი აქტი არაა. ლუსტრაცია ყველა ორგანოს გამართულ საქმიანობასა და სპეცსამსახურების ეფექტურ პრევენციულ მუშაობას მოითხოვს, რომლის გარეშეც ლუსტრაციის პროცესს შეიძლება, საფრთხე შეექმნას - მაგალითად, პირი, რომლის ლუსტრაციაც ხდება, სასამართლოში წავიდეს და ყველაფერმა პოლიტიკური სახე მიიღოს. გარდა ამისა, ისიც მნიშვნელოვანია, თუ ვინ არიან ზემოხსენებული კომისიის წევრები და როგორია ამ კომისიაზე საზოგადოებრივი კონტროლის ხარისხი, ანუ გამორიცხულია თუ არა მიკერძოება და კომისიის საქმიანობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ადრეც მითქვამს, რომ თვითონ კანონი არასრულყოფილია და დღევანდელ რეალობას არ ითვალისწინებს. კომისიას პირის ლუსტრირება როგორ წარმოუდგენია, როცა საბჭოთა აგენტურის თითქმის მთელი არქივი, მათ შორის, საქმეები, რომლებიც პირის აგენტის კატეგორიასთან მიკუთვნებას ასახავენ, რუსეთის ფედერაციაშია გატანილი? ყველაფერი ეს ქვეყანაში უკმაყოფილების ახალ ტალღას ხომ არ გააჩენს, მით უმეტეს, რომ ამ კანონით შეზღუდვები პარტიულ და საბჭოთა ნომენკლატურასაც უწესდება? ხომ არ მოხდება ლუსტრირებული ადამიანების თვითორგანიზება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადასატანად და ეს საქართველოში ახალი ე.წ. მეხუთე კოლონის შექმნის საფუძველი ხომ არ გახდება, რომელსაც რუსეთი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს?

სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, თემის ანგაჟირება, ანუ პიარი საჭირო არაა. პროფესიონალებმა კარგად იციან, რომ პრევენციისთვის სხვა ბევრი გზაც არსებობს...