"ამ ქვეყანაში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც თავად დაიმკვიდრეს დამნაშავეების ადგილი იმის გამო, რომ სახელმწიფომ ვერ აღადგინა სამართლიანობა. ადამიანებს გაუჩნდათ იმის განცდა, რომ "ნაციონალების" ატანა არარ შეიძლება და თვითონ ასწორებენ ანგარიშს. დარწმუნებული ვარ, თაბუკაშვილს არავითარი შეხება არ ჰქონდა ადრე ლადარიასა და ჭიაბერაშვილთან, მაგრამ ისიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ხედავდა რაც ხდებოდა. ბოლოს და ბოლოს, როცა ჩვენ ზონდერებისა და მათი იდეოლოგების ჭკუაზე მოყვანა ვერ მოვახერხეთ, როცა სამართალი ვერ დავამკვიდრეთ, საქართველოში ამუშავდა ანგარიშსწორების ინსტინქტი. ვინმეს მოსწონს თუ არა, ქართველები ცხელსისხლიანები ვართ და ყველას ვერ მოვთხოვთ მოთმინებას. არც ის მიკვირს რაც ხდება და არც ის გამიკვირდება რაც მომავალში მოხდება, თუ სახელმწიფომ მაღალ დონეზე არ იმოქმედა", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "საცემი ჯერ კიდევ ბევრია" / რას ნანობს უმრავლესობის დეპუტატი?
"ადამიანებმა, რომლებიც თავს პოლიტიკოსებად გვასაღებენ, უნდა შეიგნონ, რომ არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები. ეხენი ყოველ საღამოს ტელევიზიით თითს გვიქნევენ და ისე იქცევიან, თითქოს არაფერ შუაში არ იყვნენ. იქნებ ვინმე დაინტერესდეს, მისი ჯანდაცვის მინისტრობის პერიოდში რამდენი სამედიცინო ობიექტი გასხვისდა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ანუ უკანონოდ? ჩემს რაიონში, ვანში იყო ერთი საავადმყოფო, რომელიც კაპიტალური რემონტის შემდეგ იქნებოდა ჯანდაცვის კარგი ობიექტი. ბენდუქიძემ და ჯანდაცვის მინისტრმა ეს საავადმყოფო ებრაულ კომპანია "ადიბს" მიაჩუქეს და ორ კვირაში ვიღაც ებრაელებმა ამავე საავადმყოფოს კუთვნილი ერთ-ერთი კლინიკა 100 000 დოლარად გაყიდეს! მათ ინვესტიცია უნდა ჩაედოთ და ვანში ეს სფერო უნდა მოწესრიგებინათ, მაგრამ დღეს ამ საავადმყოფოს ადგილზე მხოლოდ ნანგრევებია... ვიღაცას ჰგონია, ჭიაბერაშვილს ჯანდაცვის მინისტრობისას რა უნდა გაეფუჭებინაო? მაგას იმდენი რამე აქვს გაფუჭებული, კაცმა არ იცის და ამიტომაც არ მიკვირს, რომ ქუჩაში თავპირს ამტვრევენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დატო ლორთქიფანიძე.
"ვერ მიადგები ვერც ერთ სფეროს, სადაც ამ ადამიანებს ბოროტება არ აქვთ ჩადენილი. მათი ცემა ნურავის უკვირს. სამწუხაროდ, ძალიან ცუდია, როცა "ნაციონალები" ამ ყველაფერს ისევ პიარისთვის იყენებენ, დადიან ევროპაში და ამით სპეკულირებენ. რა ვქნათ? ჩვენ კარგად ვხედავთ, რა დღეშია სასამართლო. ახალმა ხელისუფლებამ არასათანადოდ შეაფასა მოსამართლეების დანაშაულებრივი საქმიანობა, რატომღაც ჩათვალა, რომ მათთან თანამშრომლობა შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სასამართლო, რომელიც კეზერაშვილს გაამართლებს და იმავე სპირტის საქმეში მონაწილეს - მის სიძეს ჯანაშვილს გაამტყუნებს, ის ნორმალურია? ჯანაშვილი საჯარო მოხელე არ იყო და არც სახელმწიფო სამსახურებთან ჰქონდა შეხება, ყველაფერს აკეთებდა კეზერაშვილის ხელშეწყობით. სასამართლო გამოდის და ამბობს, ყოფილი მინისტრი მართალი იყო, ხოლო მისი სიძე - დამნაშავეო - ეს არის ანომალია, ეს არის ანეკდოტური სასამართლო. მაინტერესებს, საჯარო სამსახურში მოსულმა კეზერაშვულმა როგორ იშოვა მილიარდები?", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მოსამართლეების მაკონტოლებელი ორგანო - იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სამწუხაროდ, ისევ "ნაციონალების" ხელში აღმოჩნდა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ უმრავლესობამ ასეთი კანონი მივიღეთ და ამ საბჭოში აღმოჩნდნენ არჩევნებწაგებული "ნაციონალები". ახლა სირაქლემას პოზაში ყოფნას აზრი არ აქვს, იმდენი მოვახერხეთ, რომ იქ გვყავს მხოლოდ 4 წარმომადგენელი და ისინი გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ ახდენენ... აგერ საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავაც კი გაამართლა - ახლა მადლობა უნდა ვუთხრათ უგულავას, რომ 2 კვირით მერის თანამდებობა აღარ უნდა. ეს ყველაფერი თავს იჩენს ადგილობრივ არჩევნებში. მინდა ყველაფერი კარგად ჩამთავრდეს, მაგრამ ვფიქრობ, სერიოზული პრობლემები შეგვექმნება", - მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
"ცალკე თემაა კიდევ შენერგილი "ნაციონალები" - მე მათ ჩანერგილებს აღარ ვუწოდებ. მათი ხსნა არის ქაოსსა და არეულობაში. არადა მახსოვს,, როცა 2012 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში შევიკრიბეთ, მაგათი ყურება იყო საცოდაობა, ყველანი დადიოდნენ გალახული ქათმებივით. მერე ვიღაცებთან დაალაგეს ურთიერთობები, ვიღაცებისგან გარანტიები მიიღეს და ახლა უკვე აქეთ გვემუქრებიან", - დასძენს დათო ლორთქიფანიძე და შეკითხვას - "ბოროტების საფუძვლის ამოძირკვის მომენტი ხომ არ გაუშვა ხელიდან ხელისუფლებამ?" - პასუხობს:
"დიახ, ჩვენ ვაგვიანებთ "