ლევან ვასაძე პოლიტიკაში საპატრიარქოს მხარდაჭერით მოდის

ლევან ვასაძე პოლიტიკაში საპატრიარქოს მხარდაჭერით მოდის

დიდი გადანაწილება ქართულ პოლიტიკაში - შექმნის თუ არა პარტიას ნიკა რურუა და ვის დაუჭერენ მხარს მარგველაშვილი და ალასანია

პროგნოზები უმადური საქმეა, მით უმეტეს, ქართულ პოლიტიკაში, როცა პიარტექნოლოგიებში გამობრძმედილი ნაციონალებისგან ათას სიურპრიზს უნდა ელოდე და პოლიტრუკაზეც კოალიცია ,,ქართული ოცნება’‘ არსებობს, გამაერთიანებელი X-(იქს)ფაქტორით - ბიძინა ივანიშვილით.

პოლიტიკურ კულუარებში, სადაც დიდი თამაშის წესები დგინდება, ინტენსიურად დაიწყო საუბარი ახალი პოლიტპარტიების შექმნასა და პოლიტგაერთიანებაზე. ბუ-ნებრივია, ეს გრძელ დისტანციაზე გათვლილი სქემებია და მზადება მხოლოდ ად-გილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაიწყება, თუმცა ნაციონა-ლური მოძრაობაცა და ,,ქართული ოცნებაც’‘ სამომავლოდ დიდი გადანაწილების-თვის ემზადება, რადგან ორივე მხარეს შესანიშნავად ესმის, რომ მომავალი სა-პარლამენტო არჩევნებისთვის ამგვარი შიდადაპირისპირებების ფონზე პოლიტიკუ-რი არსებობა საკმაოდ გაუჭირდებათ.

არ არის გამორიცხული, სწორედ ამით ისარგებლოს მესამე ძალამ, რომელსაც ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების გამო გამწარებული ლევან ვასაძის სახელი დაერქმევა, ხოლო ხელისუფლებაში საქართველოს საპატრიარქოს იმ ფრთის მხარდაჭერით მოვა, რომელიც ჯერ კი-დევ კომუნისტებისდროიდან მოყოლებული რუსული სპეცსამსახურის საყრდენად ითვლება საქართველოში. მაინც რა პროცესები შეინიშნება პოლიტიკურ კულუა-რებში და რამდენად შესაძლებელია მოვლენების დღევანდელი სცენარით განვი-თარება. წინასწარი ინფორმაციით, შემოდგომისთვის ნაციონალურ მოძრაობას ბევრი და-ტოვებს და ,,ქართული ოცნების’‘ პარტიული რიგებიც შეთხელდება. მათ შორის ისეთებიც იქნებიან, კოალიციის პოლიტიკურ სახედ რომ ითვლება. ამ კონტექსტში უკვე კარგა ხანია ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად განიხილება ირაკლი ალასანია, რომელსაც, მართალია, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, პარტიული სტრუქტურები თითქმის აღარ შერჩა, მაგრამ, თუკი წარსულს გადავხედავთ, ყო-ველთვის კოალიციის წევრი სხვა პარტიების ხარჯზე პარაზიტობდა. თუკი მოვლე-ნები ამ კულუარული ვერსიის შესაბამისად განვითარდა, ნაციონალური მოძრაო-ბის ახალ შტოსთან კავშირი და დიდი პროდასავლური გაერთიანების ლიდერობა მისთვის საკმაოდ კომფორტული იქნება.

ფაქტი ფაქტად რჩება - ალასანიას და-სავლეთში დიდი მხარდაჭერა აქვს, მისი მაღალი რეიტინგი ნავაროს კვლევებში, მისი ქარიზმა და კონტაქტები ნაცებთან, კოალიციაში უკვე ბევრს აღიზიანებს, ალასანიას კი დამოუკიდებელი პოლიტიკური კომბინაციების შანსს უჩენს. სხვა საკითხია, რა პოზიციას დაიკავებენ ყოფილი თანაპარტიელები, რომლებიც აღმას-რულებელ ხელისუფლებაში საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს. სახელი-სუფლო პარტიაში ასევე აღიზიანებთ მარგველაშვილი-ალასანიას მეგობრობა, რო-მელსაც გიგა ბოკერიას მეგობრული კამპანიაც ემატება და, არ არის გამორიცხუ-ლი, სწორედ ამგვარი კონფიგურაციით ვიხილოთ ახალი პარტია, რომელიც ნიკა რურუას საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ივერიის’‘ ბაზაზე აღმოცენდება. როდის მოხდება ეს, ჯერ-ჯერობით ოფიციალურად ვერავინ გვიდასტურებს, მაგრამ პი-რად საუბრებში არ მალავენ, რომ ეს პროცესი გარდაუვალია და ისიც უკვე გა-დაწყვეტილია, ვინ იქნებიან ავანგარდში: ყოფილი მინისტრი ნიკა ვაჩეიშვილი, ყო-ფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ყოფილი მინისტრის მოადგი-ლე ნინო კალანდაძე, დიპლომატები მამუკა კუდავა,  ნიკოლოზ ვაშაკიძე, ბათუ ქუთელია, კახა ლომაია და კიდევ რამდენიმე პერსონა... 

მართალია, ვარდების რევოლუციის შემდგომ ნიკა რურუა პოლიტიკაში   ნაციო-ნალებთან ერთად მოვიდა, მაგრამ, მოგვიანებით, ნაცელიტასთან დისტანცირების პოლიტიკა აირჩია და ამბობენ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საკმაოდ ხისტი პოზიცია დაიჭირა ყოფილი თანაგუნდელების მიმართ. სხვათაშო-რის, ნიკა რურუამ ისინი ახალი მოძრაობის პრეზენტაციაზე არათუ არც კი დაპა-ტიჟა, რამდენიმე ნაციონალს, მათ შორის ჩიორა თაქთაქიშვილს, იქ გამოჩენისგან თავის შეკავებაც კი ურჩია. როგორც ამბობენ, ჩიორა ,,ნაცების’‘ გარკვეული შტოს შუამავალი იყო, მაგრამ მოლაპარაკებაზე ცივი უარი მიიღეს. ნიკა რურუა, საკმა-ოდ გონიერი ადამიანია საიმისოდ, რომ ობიექტურად შეაფასოს ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი ლიდერის მიმართ საზოგადოების განწყობა, როგორც ჩანს, ამიტომაც გადაწყვიტა ახალი  მოძრაობის ჩამოყალიბება. იგი შეეცდება, ანგარიშ-გასაწევი ოპოზიციური გუნდი შექმნას და მხოლოდ ერთი პარტია აღარ იყოს ამ მხრივ დომინანტი. მართალია, სამომავლოდ საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებში ის ნაცებთან თვისობრივად ახლოს იქნება, მაგრამ დამოუკიდებელ შიდაპარტიულ თამაშს ითამაშებს და, შესაბამისად, არც მათ ცოდვებზე მოსთხოვენ პასუხს. 

ამ ფონზე ყველაზე მძიმე არჩევანის გაკეთება გიორგი მარგველაშვილს მოუწევს, რომელსაც ,,ქართულ ოცნებაში’‘ ამრეზით უყურებენ და, ფაქტობრივად, პროცე-სებზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს. პოზიციურად გიგა ბოკერიას, ირაკლი ალასანიას, დავით ბაქრაძის, ნიკა რურუას და ლევან ვასაძის თანამოაზრე უფ-როა, ვიდრე იმ გუნდის, ვინც ამ პოსტზე მოიყვანა... მართალია, ანტიდისკრიმინა-ციულ კანონზე ვეტოს დადება ვერ გაბედა და ხელი მოაწერა, მაგრამ ამაყად გა-ნაცხადა - ამ საკითხში ლევან ვასაძეს არ ვეთანხმები, ჩვენთან დემოკრატიაა და მერე რა მოხდა, თუ ჩემი მეგობარიაო. საინტერესო კი ისაა, რომ თავად რაინდმა ლევანმა სრულიად პარლამენტსა და საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ამ კანონს მხარი დაუჭირა, სულ მოღალატეები და ქვეყნის მტრები ეძახა, ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია საკუთარ მეგობრებზე - მარგველაშვილზე, ალასანიასა და ბოკე-რიაზე... არადა, ამ უკანასკნელთ რომ თავი დავანებოთ, მარგველაშვილს ჰქონდა უფლება, ვეტო დაედო კანონისთვის, მართალია, უმრავლესობა დაძლევდა, მაგრამ პოზიციას მაინც გამოხატავდა ამ საკითხთან მიმართებაში. გამორიცხულია, ამაზე არ ეფიქროს თავად ვასაძეს, მაგრამ ეს, ალბათ, ერთგვარი პოლიტიკაა და ვრცლად სხვა დროს გავაანალიზებთ, ამჯერად კი საინტერესო ის არის - ლევან ვასაძე, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონის მხარდამჭერი პარლამენტისა და ხელისუფლებისგან საქართველოს მომავლის გადარჩენას ცდილობს, საპატრიარ-ქოს ნაწილის წაქეზებითა და მხარდაჭერით პოლიტიკაში მოდის. კულუარული ინ-ფორმაციით, სწორედ ამიტომ მოითხოვს პარლამენტის დათხოვნასა და ვადამდე-ლი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. სხვათაშორის, ხელისუფლებაში ,,ქარ-თული ოცნების’‘ მოსვლასა და ნაციონალების დამარცხებაში, საპატრიარქოს საკ-მაოდ დიდი წვლილი მიუძღვის, ამას თუ დავუმატებთ, პატრიარქის რეიტინგსა და ქართველი ერის ვერცხლმოყვარეობას (ივანიშვილი-პატარკაციშვილის ფაქტორი გავიხსენოთ), შემოდგომაზე საკმაოდ მრავალრიცხოვან პარტიას მივიღებთ... ვნა-ხოთ, როგორ განვითარდება მოვლენები - ეს ინფორმაცია განსჯისათვის... მანამ-დე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია - არჩევნები კი ბევრ პოლიტი-კურ ფიგურას ჩამოწერს!