ზაზა გაბუნია სტუდენტებს შეხვდა და თბილისის საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას გააცნო

ზაზა გაბუნია სტუდენტებს შეხვდა და თბილისის საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას გააცნო

თბილისის საკრებულოს, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე,  ზაზა  გაბუნია,  თბილისის ღია უნივერსიტეტის,  სულხან-საბას სახელობის უნივერსიტეტისა და ილიას  უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და თბილისის საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას გააცნო. შეხვედრა დეპუტატსა  და სტუდენტებს შორის აქტიური დიალოგის ფორმატში წარიმართა და დედაქალაქსა და ზოგადად ქვეყნის თვითმმართველობებში არსებულ მდგომარეობას და მუნიციპალური მუშაობის საკითხებს შეეხო.

”- ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ როგორც საკრებულოს პრაქტიკული მუშაობის, ასევე ზოგადად თვითმმართველობის და მუნიციპალური სამართლის საკითხების შესახებ. შეხვედრა იყო ძალიან ინტერაქტიული და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მე ძალიან მიხარია, რომ  სტუდენტებში ასეთ ინტერესს იწვევს თვითმმართველობის საკითხები, რამდენადაც სწორედ თვითმმართველობაა საფუძველთა საფუძველი დემოკრატიული ცხოვრებისა და სწორედ მათი დაინტერესების გამო მე პოზიტიურად  ვუყურებ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს. - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.