"ახალი ხელისუფლება ძველს ერთი-ერთში დაემსგავსა. ჩემთვის მაგათ შორის განსხვავება უკვე აღარ არის. განსვავება ისაა, რომ ამათ ჯერ ცოცხი არ გაუყრიათ პატიმრებისთვის, დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს, რაც შეიძლებოდა რომ გაეკეთებინათ. არაფრით განსხვავდებიან უკვე "ნაციონალური მოძრაობისგან" იქ რამდენიმე წესიერი კაცი რომ არის, ეს არანაირ განსხვავებას არ იძლევა შინაარსობრივად, რადგან ეს წესიერი ხალხი ვერანაირ გდაწყვეტილებას ვერ იღებს. თუმცა მაინც კარგია, რომ რამდენიმე წესიერი კაცი მაინც გამოერიათ, რომელთა მიმართ პატივისცემას ვინარჩუნებ", - აცხადებს "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ჯონდი ბაღათურია: "ოცნებას არჩევნების გაყალბებას არ შევარჩენთ"
"პარლამენტი აუცილებლად უნდა დაიშალოს - ამ რამდენიმე დღის წინ მიიღო ახალი სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომ კიდევ გაიზარდონ პარლამენტის წევრებმა ხელფასი და ახალი ავტომობილები იყიდონ. ქვეყანაში ორი მილიონი ადამიანი სიღატაკის ზღვარს მიღმაა, მათი შემოსავალი არის საარრსებო მინიმუმის ნახევარი. ამას მხოლოდ უნამუსობა და უტვინობა ჰქვია - სწორედ რომ ნაზავია უნამუსობის და უტვინობის. ნამუსი რომ არ გყოფნის, ჭკუა მაინც უნდა გყოფნიდეს, ასე გამწარებული რომ გყავს ხალხი, შენ 6500 ლარი გაქვს ხელფასი და გამოდიხარ და აცხადებს - არ მყოფნის და კიდევ უნდა მომემატოს ხელფასიო. მაშინ ხალხს როგორ უნდა ეყოს 150 ლარი, ერთი მითხარით?! ეს ხელფასი პრემიების გარდაა. პრემიებს რომ თვეში 20, 30,40 ათას ლარს იღებენ, ეგ კიდევ ცალკეა. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. "ნაციონალები" ამათ გადაარჩინეს, რომ ხალხს არ დაეგლიჯა. ესენი აეროპორტამდეც ვერ მიასწრებენ ხალხს - არ არის ეს ხუმრობა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯონდი ბაღათურია.
"ასე კი არ ვფიქრობ, ამათგან განსხვავებით ხალხს ვხვდები და ხალხთან ურთიერთობა მაქვს. ყოველდრე ველაპარაკები, ძალიან მძიმე მდგიმარეობაა და ხლახის მრისხანება ძალიან გაიზარდა. ვწუხვარ, რომ ასეთ თემებზე მიწევს ლაპარაკი, რადგან უამრავი მეგობარი იყო იქ ჩემი და ბევრი მათგანის მიმართ პატივისცემა დავკარგე. მართალია, ზოგიერთი ღირსეულად მოიქცა, მაგრამ ეს ადამიანები ვეღარაფერს წყვეტენ. უნამუსობა და უტვინობა მართავს დღეს ქვეყანას, პარლამენტი ამის სიმბოლოდ გადაიქცა. მე არ მჯერა, რომ ივანიშვილი განრისხებულია მაღალი პრემიების გამო. ხალხი აღარ ტყუვდება, ეგ საკენკი დაუყარონ თავისიანებს. არ მჯერა უბრალოდ ამის რა! შეეძლო მაგას ამის შეჩერება. ეს ყველაფერი გამოწვია "ქართული ოცნების" დაუბალანსებლობამ. ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ მარტოს, ერთპიროვნულად ემართა ქვეყანა და დღემდე ის მართავს. ამიტომ არ მჯერა, რომ პროცესები ივანიშვილის გარეშე ხდება და თუ ეს ასე ხდება, მას შეეძლო რომ ეს შეეჩერებინა. მას ისიც შეეძლო, რომ ეს ერთპიროვნული მმართველობა არ ყოფილიყო ყველა ძალაუფლებაში წარმოდგენილი. რომ ყოფილიყო დაცული ბალანსი, "ოცნებას" ამის გაკეთების საშუალება აღარ მიეცემოდა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ძალიან მეეჭვება არჩევნებში "ოცნებას" პირველი ადგილი გარანტირებული ჰქონდეს. თუ მათ ამ ანტიდისკრიმინაციული კანონის მირების და ამ ბოლო საქციელის შემდეგ პირველი ადგილი აქვთ გარანტირებული, მაშინ ჩვენ ერი არ ვყოფილვართ და ამაში ძალიან მეპარება ეჭვი. მე ძალიან მკაცრად ვაფრთხილებს ხელისუფლებას. ვიმნეს ხელი არ წაუცდეს ზედმეტი ბიულეტენის ჩაგდებისკენ - არ ეგონოს, რომ ეს კიდევ ერთხელ განმეორდება და გაუვა. მინდა გავაფრთხილო ყველა რიგითი გამყალბებელი, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობიდან" მთლიანად გაიწოვა და "ოცნებაში" გადაბარგდა", - დასძენს "ქართული დასის" ლიდერი და შეკითხვას - "როგორ იქნება თქვენი ნაბიჯები, თუკი მაინც აღმოჩნდა, რომ არჩევნები გაყალბდა?" - პასუხობს:
"გაყალბება არის დაუშვებელი. თუ "ოცნება" გაყალბების გზით წავა, მათი ძალაუფლება ისევე დაემხობა, როგორც "ნაციონალების" როგორც გითხარით, "ნაციონალებისგან" განსხვავებით, ესენი აეროპორტამდე ვეღარ მიასწრებენ. "ოცნება" თავად მოევლინა "ნაციონალების" მფარველად და მაგათი მფარველი აღარავინ იქნება - ეს კარგად უნდა ესმოდეთ"