,,ჩვენს ხელისუფლებაში ყველა მეორე ოთარ კობერიძეა, ნაგავი!

,,ჩვენს ხელისუფლებაში ყველა მეორე ოთარ კობერიძეა, ნაგავი!

ოთარ კობერიძის საქმის შესახებ გაზეთ ასავალ დასავალის" შემდეგ „ალიაც“ დაინტერესდა და აღნიშნულ თემაზე გაზეთის დღევადელ ნომერში თენგიზ არჩვაძის ინტერვიუ გამოაქვეყნა .

"დღეს წავიკითხე „ასავალ-დასავალში“ ჩემი გვარი, მაგრამ მე რა შუაში ვარ? ამიხსენით.. მე მაგ დროს თბილისში არ ვიყავი, ჩრდილო პოლუსზე ვიყავი გადაღებაზე. მე 82 წლის კაცი ვარ და ოთარ კობერიძეზე რამე ვთქვა, არ მაქვს უფლება. ისე, რაც მოხდა, სიბინძურე იყო, არის და იქნება და, მე რატომ ჩამრთეთ ამ ამბვაში?"

- უბრალოდ, გვაინტერესებს რა იცით ამ ამბის შესახებ? მეტი არაფერი...

„აბა, არჩვაძემო და რეზო ჩხეიძემო ხმა ამოიღონო და რა უნდა ვთქვა? (ყვირის) ამოვიღო ხმა? მაშინ დასაწყევლია! გასანადგურებელია, მაგრამ გაზეთებში არ არის აქცენტები კარგად გადანაწილებული! მე თბილისში არ ვიყავი, პოლუსზე და ჯანდაბაში ვიყავი! რატომ არ იღებს ხმას არჩვაძეო და მეტი პრობლემა არ ჰქონდა საქართველოს, რა ნაგავიც იყო ოთარ კობერიძე? ბოდიშს ვითხოვ არ გამითიშოთ!

-თქვენს ასაღელვებლად არ დაგვირეკავს.

(ყვირის) რა, მე თავზე ვედექი მაგ ნაგავს? ჩვენს ხელისუფლებაში ყველა მეორე ოთარ კობერიძეა, ნაგავი! „ასავალი“ წავიკითხე და აღელვებული ვარ! 50 წელია, ვიცნობ ოთარ კობერიძეს და არ დაკიდოთ ყურმილი! მაპატიეთ! ეგ ამბავი გამიგია კი არა, ყველაფერი ვიცი, საქართველო დაიღუპა! რა არ გავიგე? ამ ქვეყანაში არ ვცხოვრობდი? მოქალაქე არ ვიყავი? მაგრამ სად მეჩივლა? თქვენთან მოვსულიყავი, რა ჩამშვები ვიყავი? კობერიძე ჩემზე 8 წლით არის უფროსი და რაღა მაინცდამაინც მე მეცით? არ დაკიდოთ ყურმილი! მე ისე სუფთად ვიცხოვრე კათალიკოსი რომ ცხოვრობდა, იცით თქვენა?" - წერს ,,ალია"

შეგახსენებთ, მსახიობ ოთარ კობერიძის საქმის პროკურორმა 37 წლიანი დუმილი დაარღვია და მსახიობის საქმის შესახებ სკანდალურ დეტალებზე ალაპარაკდა.

ყოფილ პროკურორთან აკაკი ჭანიასთან ინტერვიუ გაზეთმა "ასავალ-დასავალმა" ჩაწერა. 

როგორც ჭანია აცხადებს, მან ოთარ კობერიძე არასრულწლოვანთა გარყვნილ ქმედებებზე აღძრულ საქმეზე პირადად დაჰკითხა და ბრალიც მან წაუყენა.

საგაზეთო ინტერვიუდან ირკვევა, რომ საქმის მასალებით 27 არასრულწლოვანი გოგონა დაზარალებულად იყო მიჩნეული. ყველა მათგანს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარეს, მათ შორის 25 გოგონა ქალიშვილი აღმოჩნდა, ხოლო ორ გოგონას საქალწულე აპკი გახეული ჰქონდა და არ იყვნენ ქალიშვილები. ჭანიას განცხადებით, მაშინ ოთარ კობერიძემ დანაშაული აღიარა.

"აღიარა და მეტიც არ ქნა? რომ არ ეღიარებინა, მაშინ ჩვენ დავიჭერდით. თავიდან ბოლომდე აღიარა ყველაფერი!", - აცხადებს აკაკი ჭანია.

პროკურორი მსახიობის ერთ-ერთ დაკითხვას იხსენებს, სადაც ბრალდებულმა დაკითხვაზე დეტალურად უამბო მას, თუ როგორ ამყარებდა სექსუალურ კავშირს ბუზებთან აბაზანაში. თუმცა, პროკურორმა დაკითხვის ოქმი საქმის მასალებს არ დაურთო.

„ასავალ-დასავალმა“ ქალაქის სასამართლოს ყოფილი მდივანი ზოია ქველიაშვილიც ჩაწერა, რომელმაც ოთარ კობერიძის საქმეზე ისაუბრა.

„რატომ არიან გაჩუმებულნი ოთარ კობერიძის ასაკის მსახიობები, ნამდვილი კაცები, რომლებმაც ყველაფერი ზედმიწევნით იციან? მაგალითად, ბატონი თენგიზ არჩვაძე, რომელიც უწესიერესი კაცია და ძალიან გვიყვარს“,- განაცხადა ზოია ქველიაშვილმა.