აშშ-ის ელჩის სამი საიდუმლო წერილი და აგვისტოს ომის უცნობი დეტალები. რეალურად, რა ხდება “რუსთავი 2”-ზე

აშშ-ის ელჩის სამი საიდუმლო წერილი და აგვისტოს ომის უცნობი დეტალები. რეალურად, რა ხდება “რუსთავი 2”-ზე

ქართულ პოლიტიკაში მოვლენები კოსმიური სიჩქარით ვითარდება. ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი 2003 წლის ნოემბრის სცენარს ჰგავს, მაგრამ აშკარაა: “რუსთავი 2” რაღაც პოლიტიკურ თამაშშია ჩართული - ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ტელევიზიის დირექტორის მოადგილემ და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო შუბლაძემ არხიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცარუსთავი 2”- საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ტოვებს - 2006 წელს ანალოგიური გადაწყვეტილება ეკა ხოფერიამაც მიიღო. რა ხდებარუსთავი 2”-ზე და რითი დასრულდება ფარული მოსმენების სკანდალი? - უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კოსტანტინე ფორჩხიძე ამბობს, რომრუსთავი 2”-ის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ბუნტურიძე, რომელიც ახლა სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობს, ტელეკომპანიიდან 2013 წლის 3 სექტემბერს გაათავისუფლეს, “ოდეერიიყო და შეეშინდათ, რომ ახალ მთავრობასთან არ ეთანამშრომლაო. ფორჩხიძის თქმითვე, ბუნტურიძისოდეერობასისიც ადასტურებს, რომ ის თადარიგში არ გაუშვიათ და ერთი უწყებიდან მეორეში გადაჰყავდათ. ამასთან, ფორჩხიძე ნინო შუბლაძისრუსთავი 2”-დან წასვლასაც ბუნტურიძეს უკავშირებს.   

საინტერესო დეტალი: 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ითქვა, რომ რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი სამიზნე სწორედრუსთავი 2” იყო. იმ სკანდალურ დოკუმენტებში, რომლებიცქართულ სიტყვასუშიშროების თადარიგის პოლკოვნიკმა, უსაფრთხოების ექსპერტმა კონსტანტინე ფორჩხიძემ მოაწოდა, სამაუწყებლო ტელეკომპანია ნახსენები არაა, მაგრამ საქართველოში აშშ-ის იმჟამინდელი ელჩის, ჯონ ტეფტის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილი საიდუმლო წერილებიდან ბევრი საინტერესო დეტალი იკვეთება. ეს საიდუმლო წერილები 2008 წლის 7, 8, 9 და 12 აგვისტოთია დათარიღებული.

 

   

ელჩ ჯონ ტეფტის რაპორტი, 2008 წლის 8 აგვისტო

“...8 აგვისტოს შედგა პრეზიდენტ სააკაშვილის საუბარი ელჩთან და, ასევე, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის, ეკა ტყეშელაშვილის ბრიფინგი დიპკორპუსისთვის, სადაც გაკეთდა განცხადება, რომ საქართველო ახლა აკონტროლებს ცხინვალსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დიდ ნაწილს, მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ჩრდილოეთით, ჯავის მიდამოებში. მათივე ცნობით, რუსეთის თვითმფრინავები ბომბავენ რამდენიმე სამიზნეს საქართველოში, კონფლიქტის ზონის გარეთ, გორის ცენტშრი, ორ ადგილას და ქარელის პოლიციასთან.

არსებობს საქართველოს განცხადება, რომ ჩამოგდებულია რუსული თვითმფრინავი.

სააკაშვილმა გამოაცხადა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყევტილება 8 აგვისტოს, 19:00 საათამდე. მან მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ “დაეხმარონ რუსული აგრესიის მოსაგერიებლად.” მან თქვა, რომ რუსმა სამშვიდობოებმა მოაწყვეს პროვოცირება.

ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე ქართველები აკონტროლებენ 75 პროცენტს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის, ცხინვალსა და მის გარშემო 11 სოფელს. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მიიწევენ როკის გვირაბისკენ, რაც ჩვენთვის არ არის ნათელი. ამავდროულად, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ მოითხოვა 1000 მებრძოლის ერაყიდან საქართველოში დაბრუნება, 72 საათის განმავლობაში.

სააკაშვილმა უთხრა ელჩს, რომ ის იმყოფებოდა გორში, ქალაქის ცენტრში ბომბის დაცემისას. მიუხედავად იმისა, რომ ყველას სჯეროდა, რომ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო კოკოითმა, სააკაშვილი ახლა შეშფოთებულია, რომ ეს შეიძლება, ყოფილიყო რუსეთისთვის საბაბი კონფლიქტში ჩასართავად...

ბრძოლა - შეიარაღებული დაპირისპირება ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაიწყო 7 აგვისტოს, ღამით, ოთხი მოკლე დიაპაზონის ბალისტიკური რაკეტის გასროლით რუსეთის სამშვიდობოების მისამართით, ცხინვალში.

ეუთო-ს დამკვირვებლებმა, ადგილზე, ცხინვალში, განაცხადეს, რომ თავდასხმა ცხინვალზე დაიწყო 7 აგვიტოს, 23:35 საათზე. ქართველებმა გამოიყენეს დიდი კალიბრის ნაღმტყორცნები და “გრადის” საარტილერიო დანადგარები. 1 საათის განმავლობაში, ცხინვალში, მინიმუმ, 100 ასეთი ბომბი ჩამოვარდა. ზოგიერთმა მათგანმა დააზიანა ეუთო-ს ოფისი... ოფისს არ მიეწოდება ელექტროენერგია”.

 

ელჩ ჯონ ტეფტის რაპორტი, 9 აგვისტო, 2008 წელი

“თავდაცვის სამინისტროს ბაზები, აეროპორტები და ფოთის პორტი დაიბომბა რუსული თვითმფრიავებით. დაბომბვა გრძელდებოდა 9 აგვისტოს დილითაც, სამოქალაქო სამიზნეებზე, ქალაქ გორში. არის მსხვერპლი. ნათელია, რომ დაღუპული ადამიანების რიცხვი იზრდება. არსებობს ათობით დაღუპული სენაკსა და ფოთში. ევაკუირებულია ზოგიერთი სამთავრობო შენობა თბილისში. დაბომბვამ გამოიწვია შიში და პანიკა ქართულ მოსახლეობაში. დაბომბვა გაგრძელდა საარტილერიო საშუალებებიდან ცხინვალის მახლობლად. აფხაზეთის ხელისუფლებამ სთხოვა ეუთო-ს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი დამკვირვებლები კოდორის ხეობიდან.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ელჩთან, დილით, საუბრისას თქვა, რომ რუსებს სურთ საქართველოს სრულად აღება და ახალი რეჟიმის დამყარება. სააკაშვილი შიშობს, რომ რუსეთი არასოდეს დასთანხმდება ცეცხლის შეწყვეტაზე. სააკაშვილსა და საქართველოს ხელმძღვანელობას სჯერა, რომ მთელი ეს სამხედრო ოპერაცია პუტინს სურს რეჟიმის შესაცვლელად. სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსული ძალები თავს დაესხნენ ცხინვალს და ქართული ჯარები ეწინააღმდეგებიან მათ.

ეუთო-ს დამკვირვებლები აცხადებენ, რომ 9 აგვისტოს, დილით, 06:00 საათზე, დაიწყო ქართული არტილერიის დაბომბვა ცხინვალზე, რასაც ქალაქში მძიმე შედეგი მოჰყვა. სამშვიდობოების მეთაურის ინფორმაციით, ათი რუსი სამშვიდობოა დაღუპული და სხვები დაიჭრნენ. 8 აგვისტოს, 11 საათზე იბომბება ცხინვალი ქართული თვითმფრინავებით. ეუთო-ს დამკვირვებლების თქმით, 8 აგვისტოს, 15 საათისთვის, ქათულმა ჯარმა დატოვა ცხინვალი.

რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილემ, რუსლან აბაშიძემ განუცხადა ელჩს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება იგივეა, რაც 8 აგვისტოს იყო. მას სჯერა, რომ ქართული ძალები აკონტროლებენ ცხინვალს და მიმდებარე სოფლებს.

...საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ვერ ან არ მოხერხდა.

8-9 აგვისტოს დამბომბვები მოიცავს:

ვაზიანში, მე-4 ბრიგადის ტერიტორიაზე მობილიზებულ რეზერვისტთა შენობებს. დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ რეზერვისტები.

სენაკის სამხედრო ბაზაზე საჰაერო თავდასხმისას, მე-2 ბრიგადაში, დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, 20 დაიღუპა.

ფოთის პორტის სანაპირო დაცვის სადგურის დაბომბვისას, მინიმუმ, 15 ადამიანი დაიღუპა.

დაიბომბა კოპიტნარის აეროპორტი, სადაც განთავსებული იყო “სუ-25” და “ან-2” თვითმფრინავები.

მარნეულის საავიაციო ბაზა მესამედ დაიბომბა.

დაიბომბა ზემო კოდორი.

9 აგვისტოს, შუადღისას, დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსები ქალაქ გორში. არის ასობით მსხვერპლი”.

 

ელჩ ჯონ ტეფტის რაპორტი, 12 აგვისტო, 2008 წელი

“...თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ საქართველოს ჯარი მოქმედებს პროპორციული საფრთხის მიხედვით. საგარეო საქმეთა მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის თქმით, იაკობაშვილსა და ჩოჩიევს შორის შეხვედრა ჩავარდა კოკოითის მიზეზით, რომელმაც “დაბლოკა” ეს შეხვედრა, თუმცა ეუთო-ს ცნობით, 7 აგვისტოს, საღამოს საათებში, იაკობაშვილი იმყოფებოდა რუსეთის სამშვიდობოების შტაბში, სადაც შეხვდა რუსეთის წარმომადგენელს, იური პოპოვს. შეხვედრას ესწრებოდა ეუთო-ს წარმომადგენელიც. აშშ-ის ელჩმა მოუწოდა საქართველოს მხარეს, საგარეო საქმეთა მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა განიმუხტოს სიტუაცია”.

 

 

კონსტანტინე ფორჩხიძე: - ეს “ვიკილიქსის” დოკუმენტაციაა, რომელიც აბსოლუტურად სარწმუნოა და რომლის ავთენტურობასაც ეჭქვეშ არც აშშ აყენებს და არც - ევროპული ქვეყნების მთავრობები.

- დოკუმენტების მიხედვით, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი მიმოწერას ვისთან აწარმოებს?

- 2008 წლის 6, 7 და 8 აგვისტოს ტეფტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას საიდუმლო წერილებს უგზავნიდა, რომლებშიც საუბარი ძალიან მნიშვნელოვან დეტალებზეა. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომი რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში კი არა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველსავე დღეს დაიწყო...

- სხვათა შორის, საქართველოს თავდაცვის მინისტრიც სწორედ ამას ამბობს...

- მივესალმები, რომ ირაკლი ალასანია ასე ფიქრობს, მაგრამ სიმართლე ნახევრად კი არა, ბოლომდე უნდა ითქვას.

- “ნახევრად ნათქვამი სიმართლერას ნიშავს?

- რას და, - შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთმა მიხეილ სააკაშვილის დახმარებით, ანუ მისი პროვოკაციული მოქმედებებით დაიწყო! “ვიკილიქსის” ამ დოკუმენტებიდან სწორედ ეს იკვეთება. მეტიც, რუსული მხარის მიერ გავრცელებული თეზა, რომ საქართველომ შეიარაღებული კონფლიქტი აშშ-ის საელჩოსა და, მეტიც, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ბუშის უშუალო წაქეზებით დაიწყო, ტყუილია. ეს დოკუმენტაცია საპირისპიროს ამტკიცებს და ტეფტის მიერ თბილისიდან ვაშინგტონში გაგზავნილი წერილებიდან ნათლად ჩანს შეშფოთება და საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდება, რომ კონფლიქტის ზონაში სამხედრო შეიარაღებული ძალების გადაადგილებისგან თავი შეეკავებინა.

- ამ თეზის დამკვიდრებას კრემლი იმიტომ ცდილობს, რომ მოსახლეობის თვალში აშშ მილიტარისტულ სახელმწიფოდ გამოჩნდეს და .. დასავლური პოლიტიკის მიმართ ნიჰილიზმი გაჩნდეს?

- რა თქმა უნდა, ასეა.

- აქედან გამომდინარე, უცნაურია, ამერიკელები ზემოხსენებულ დოკუმენტებს თვითონ რატომ არ ასაჯაროვებენ?

- ამერიკელები ამის შესახებ არ იტყვიან...

აღსანიშნავია, რომ ტეფტის მიერ მიწოდებული ინფორმაციები ტენდენციური არაა და ზუსტად ასახავს იმ მოვლენებს, რაც 2008 წლის 6, 7 და 8 აგვისტოს საქართველოში ხდებოდა.

- ტეფტის საიდუმლო მიმოწერებში აქცენტიატიპიურ ბრძოლებზეაგაკეთებული. ეს რას ნიშნავს?

- “ატიპიური ბრძოლა” დიპლომატიური ტერმინია... დოკუმენტებით ირკვევა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის იმდროინდელი მოადგილე, გრიგოლ ვაშაძე ტეფტს ესაუბრა და განუცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან ქართულ სოფლებზე - ნულზე, დმენისსა და ავნევზე ადგილი ჰქონდა ფართომასშტაბიან თავდასხმას. ამასთან, ვაშაძე მძიმე საარტილერიო ცეცხლსაც ახსენებს, მაგრამ როგორც ჩანს, აშშ-ის საელჩომ ეს ინფორმაცია გადაამოწმა და ტეფტის საიდუმლო წერილში პირდაპირ მიანიშნებს, საარტილერიო სროლები არ დასტურდება, თუმცა რამდენიმე სამხედროსა და მშვიდობიანი მოქალაქის დაჭრა დადასტურდაო.

- ბატონო კონსტანტინე, როგორც წინა ინტერვიუებში აღნიშნეთ, აგვისტოს ომით შესაძლოა, იარაღის უკანონო ბიზნესიგათეთრდა”. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილს შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება ხელს რატომ აძლევდა?

- კონფლიქტის დაწყება, პირველ რიგში, რუსეთს აწყობდა.

- რატომ?

- უნდოდა, მსოფლიოსთვის თავისი აგრესიული პოლიტიკა დაენახვებინა და ისიც ეჩვენებინა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი გავლენის აღსადგენად უკან არაფერზე დაიხევდა.

ვანო, ადრეც გითხარით და ახლაც გეუბნებით, გაიხსენეთ: რა იყო რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომამდე და რა არის დღეს? აგვისტოს ომი რომ არ ყოფილიყო, ის მოვლენები, რომლებიც დღეს უკრაინაში ვითარდება, არ იქნებოდა.

- ცოტა დაუჯერებელია, რომ კრემლმა უკრაინის დღევანდელი მოვლენები 2008 წლის აგვისტოში დაგეგმა...

- ამაზე მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის ელჩთან სწორედ 2008 წლის აგვისტოში საუბრობდა და პირდაპირ ახსენებდა ყირიმს.

- ეს საიდან იცით?

- “ვიკილიქსის” დოკუმენტებშია ნათქვამი... მოკლედ, აგვისტოს ომი რუსეთს იმისთვის სჭირდებოდა, რომ თავისი სამხედრო მანქანა აემუშავებინა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მკაცრი პოლიტიკა ეწარმოებინა. სხვათა შორის, ე.წ. გამაღიზიანებლად კრემლმა, ვთქვათ, ყარაბაღი კი არა, საქართველო შეარჩია.

- ყარაბაღი რატომ არ შეარჩია?

- იმიტომ, რომ იქ ერთმანეთს შეიძლება, ქრისტიანული და მუსულმანური სამყარო დატაკებოდა, რასაც თურქეთთან გართულება მოჰყვებოდა...

- ანუ, ერთმორწმუნე რუსეთმა ერთმორწმუნე საქართველო კიდევ ერთხელ გამოიყენა?

- დიახ და ამ ლოკალური დაპირისპირებით თავისი ამოცანა გადაწყვიტა.

- ბატონო კოტე, 2008 წლის აგვისტოს ომი საერთაშორისო სასამართლომ რომ განიხილოს, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთება?

- პირველ რიგში, რუსეთის და, ასევე, ქართული მხარის პასუხისმგებლობაც დადგება. ფილოსოფიაში დაპირისპირებულთა ბრძოლისა და ერთიანობის კანონი არსებობს, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ კონფლიქტში ორი მხარე მონაწილეობს. რუსეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას აგრესიული რიტორიკა ჰქონდა. გაიხსენეთ, თუნდაც ირაკლი ოქრუაშვილის ცნობილი ტერმინოლოგია. ყველაფერი ეს იმას ემსახურებოდა, რომ მკვეთრი დაძაბულობა შექმნილიყო...

- აგვისტოს ომით მსოფლიო ახალი გადანაწილება დაიწყო?

- რა თქმა უნდა. ეს ომი წყალგამყოფი იყო, რითიც მსოფლიოს ის წესრიგი დაირღვა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ე.წ. იალტის კონფერენციაზე დადგინდა. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარებით, წითელი ხაზები იქნა გადაკვეთილი, რასაც რუსეთის მხრიდან ახლა უკვე ყირიმის მიერთება მოჰყვა...

- თუკი აგვისტოს ომი, მართლაც, დიდი მსოფლიო შეთქმულება იყო, მაშინ მასში მხოლოდ სააკაშვილი კი არა, მსოფლიოს სხვა გავლენიანი ლიდერებიც იქნებოდნენ ჩართულნი...

- პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ აგვისტოს ომი მსოფლიოს გავლენიანმა სპეცსამსახურებმა დაგეგმეს, მაგრამ ყველა ვერსია იმ გადასახედიდან უნდა ავაგოთ, თუ ვის აწყობდა ავადსახსენებელი აგვისტოს მოვლენები. მაშინაც და ახლაც ნათლად ჩანს, რომ ომი რუსეთს აწყობდა.

სხვათა შორის, ტეფტის საიდუმლო მიმოწერა ერთი-ერთზე ეთხვევა ე.წ. ტალიავინის დასკვნას, ანუ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართულ მხარეს აფრთხილებდა, რომ თუკი ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე პასუხი იყო გასაცემი, მართლზომიერად ეპასუხა, თუმცა ქართველი მაღალჩინოსნები, მაგალითად ბათუ ქუთელია და სხვები ტეფტს ცალსახად ეუბნებოდნენ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის 75 პროცენტს ვაკონტროლებთ, ასევე, ცხინვალსა და მის მიმდებარე 11 ქართულ სოფელსო, მაგრამ ამერიკულმა დაზვერვამ კარგად იმუშავა, რაც ტეფტის წერილებიდანაც ჩანს...

- ჯერ ერთი, “ვიკილიქსი”, უდავოა, გარკვეული სპეცსამსახურების პროექტია...

- დიახ...

- მეორეც, თქვენი საუბრით ისეთი სურათი იხატება, რომ აგვისტოს მოვლენებით რუსეთმა მსოფლიო შეაშინა...

- რა თქმა უნდა, რუსეთი ატომური ქვეყანაა...

- თუკი რუსეთი პლანეტის მონსტრია, აბა, რისთვისღა ვიბრძვით? არ ჯობია, “ბაბადავუძახოთ?

- ასე არ არის... “ნაცმოძრაობის” ხელისუფლების რიტორიკა და საქმე ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთს ხელ-ფეხი არ გაეხსნებოდა, რომ ნაბიჯი მსოფლიო ახალი წესრიგის დასამყარებლად გადაედგა.

- თუ თანამედროვე მსოფლიო გადანაწილებაში სააკაშვილმა ამხელა როლი შეასრულა, მაშასადამე, ძალიან მაგარი ყოფილა!..

- მოდით, ის ვთქვათ, სააკაშვილმა წყალი ვის წისქვილზე დაასხა...

- არ ვამბობ, რომ სააკაშვილი დიდი ქართველია...

- მიშამ წყალი რუსეთის წისქვილზე დაასხა - აგვისტოს ომით, ტერიტორიები

დავკარგეთ და ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. უკრაინის დღევანდელმა მოვლენებმა კი დაგვანახა, რომ აგვისტოს ომი წყალგამყოფი იყო...

- კეთილი, მაგრამ ამას თქვენ თუ მიხვდით, ამერიკელები ვერ ხვდებიან?

- არ ვიცი, ამერიკელები რას ხვდებიან და რას - ვერა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ამერიკელები მიშას ვერ აკონტროლებდნენ.

- დღეს რატომღაინახავენ”?

- მსოფლიოს თვალში მიშა წარმოდგენილი იყო, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიული გარდაქმნების ლიდერი...

- ბოლოს და ბოლოს, კენედი მოიცილეს და ერთი მიშა რა გახდა?

- აუცილებელი არაა, გამოვიდნენ და თქვან, მიშა ჩავარდნილი პროექტიაო. სხვათა შორის, ამერიკელებს მხოლოდ მიშა კი არა, სხვა ბევრი ჩავარდნილი პროექტი აქვთ.

- ბატონო კოტე, რომელჩავარდილ პროექტზეალაპარაკი, როცა ამერიკელები სააკაშვილს ისევათეთრებენ”. ყოველ შემთხვევაში, “ენ-დი-აი”- ბოლო კვლევებით, “ნაცმოძრაობა”, “ოცნებისშემდეგ, მეორე რეიტინგული პარტიაა. “ენ-დი-აიკი, ამერიკული ორგანიზაციაა...

- იცით, ამ ორგანიზაციებს საქართველოში ურთიერთობა რომელ სოციოლოგიურ ჯგუფებთან აქვთ?

- რომელთან?

- მაგალითად, “აი-პი-ემ”-თან, რომელსაც საველე სამუშაოებს ატარებინებენ. “აი-პი-ემ”-ის ხელმძღვანელი ვინმე გოჩა ცქვიტიშვილია, რომელიც არაერთ სკანდალშია გახვეული და რომელიც “ნაცმოძრაობის” “კრიშის” ქვეშაა.

- ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ?

- თავის დროზე პარტია “სამართლიანი საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი ვიყავი და ცქვიტიშვილის კომპანიამ გვიჩივლა.

- რატომ?

- ზურაბ ნოღაიდელმა კვლევის თანხა, თუ არ ვცდები, 45 ათასი ლარი არ გადაუხადა, მაგრამ ნოღაიდელს კი არა, მის სამართალმემკვიდრეს, ანუ “სამართლიან საქართველოს” უჩივლა. არადა, ამ პარტიას კვლევასთან საერთო არაფერი ჰქონდა. მაშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ყველაფერი ეს იმდროინდელი ხელისუფლების მხარდაჭერითა და დავალებით ხდებოდა. ასევე, გაჩნდა ვერსია, რომ ცქვიტიშვილის უკან მიხეილ მაჭავარიანი დგას...

- სხვათა შორის, ის ვერსიაც არსებობს, რომსამართლიანი საქართველოსხელმძღვანელს თავის დროზე მაჭავარიანის გარემოცვასთან ბიზნეს-ინტერესები აკავშირებდა, ანუ რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ პარტიას, რომლის პოლიტიკური მდივანიც იყავით, სწორედნაცმოძრაობამართავდა?

- ამ გადასახედიდან, შესაძლოა, ასეცაა...

- ბატონო კონსტანტინე, წეღან უნდა მეკითხა და გამომრჩა: აგვისტოს ომის მომზადება, თქვენი ვარაუდით, რა დაჯდებოდა?

- ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რუსეთის 58-ე არმიის მომზადებას, რომელიც აგვისტოს ომამდე, თვენახევრის განმავლობაში, ჩრდილოკავკასიაში წვრთნებს გადიოდა, ძალიან დიდი თანხა დასჭირდებოდა.

- მერე, ეს ხარჯები კრემლს უღირდა?

- დიახ, უღირდა: რუსეთმა, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე თავისი საჰაერო სისტემები განათავსა და ამით მთელი კავკასიის საჰაერო სივრცე გადაკეტა, ანუ დღეს რუსულ მხარეს ნებისმიერი საჰაერო აპარატის გადაადგილებაზე ამომწურავი ინფორმაცია აქვს. აგვისტოს ომის ერთ-ერთი მთავარი შედეგიც სწორედ ესაა, რაც საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ გზაზე სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის.

- რაც შეეხებაენ-დი-აი”- ბოლო კვლევას, რომლის თანახმადაც, ირაკლი ალასანია ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია, ამაშიცნაციონალებისხელი ხომ არ ურევია და იმ სცენარში ჯდება, რომელზეც წინა ინტერვიუებში ისაუბრეთ, ანუ ღარიბაშვილ-ალასანიას ხელოვნური დაპირისპირების აგორება და ამით ქვეყნის დასუსტება?

- “ნაციონალები” მხოლოდ ჭკვიანები კი არა, კულუარულ თამაშებსა და პიარ-ტექნოლოგიებშიც გამოცდილნი არიან. ასე რომ, კვლევებში “ნაციონალების” კვალიც ჩანს - პრემიერზე მეტი რეიტინგის მინისტრთა-კაბინეტის რომელიმე წევრისთვის დაწერა, პრაქტიკულად, იმას ნიშავს, რომ დაპირისპირების რაღაც მარცვალი გადააგდო. ამ კვლევების მიზანი, დაპირისპირების მარცვლის ჩაგდების გარდა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაცაა. დარწმუნებული ვარ, არც ერთი ირაკლი და არც - მეორე ამ დაპირისპირების მარცვალს არ აჰყვება. მათ კარგად იციან, რომ საერთო საქმეს ემსახურებიან! ისე, არ ვფიქრობ, რომ “ენ-დი-აი”-ს კვლევები აშშ-ის ხელისუფლების დაკვეთაა, რადგან დაპირისპირება მხოლოდ “ნაცმოძრაობას” სჭირდება.

- ასეა თუ ისე, “ნაცმოძრაობამყრილობაზე სპორტის სასახლე გაავსო...

- მერე, რა?! სპორტის სასახლეში ათი, მაქსიმუმ, 12 ათასი ადამიანი ეტევა და ეს რას ნიშნავს? - ხალხი ავტობუსებით ჩამოიყვანეს. სხვათა შორის, არ დაგავიწყდეთ, რომ “ნაციონალებს” თავიანთი ბიზნესმენები ჰყავთ და ფულის ნაკლებობასაც არ განიცდიან! 12 ათასი ადამიანის მობილიზება თავის დროზე ნინო ბურჯანაძემაც შეძლო, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებზე 10 პროცენტი მიიღო. ასე რომ, სპორტის სასახლის გავსება არაფერს ნიშნავს.

- ისევ აგვისტოს ომს რომ დავუბრუნდეთ, ბატონო კოტე, “ვიკილიქსისმასალებით, ამერიკელები სააკაშვილს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სთხოვდნენ. რატომ?

- საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ომში ებმევა.

- ანუ, სააკაშვილს არ უნდოდა, რომ აგვისტოს მოვლენებს ოფიციალური ომის სახე მისცემოდა?

- დიახ, არ უნდოდა.

- რატომ?

- ამის თქმა ძნელია...