შსს-ს აკადემიას, ევროპის კვირეულის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მუხრანის საჯარო სკოლის მოსწავლეები და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები ეწვივნენ. მათ შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა უმასპინძლა. შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს წარუდგინეს პრეზენტაცია – „სწავლება აკადემიაში“, საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოზარდებმა სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს. შსს-ს აკადემიაში მოსწავლეებთან და სტუდენტებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო სახის შეხვედრები სისტემატურად იმართება.