რა სქემით აფინანსებს დაშინებული ბიზნესი პარტიებს

რა სქემით აფინანსებს დაშინებული ბიზნესი პარტიებს

"სანამ სახელისუფლებო ძალების ღია თუ ფარული დაფინანსება არის წახალისებადი, ოპოზიციის კი დასჯადი - არჩევნები ვერ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. არჩევნების შემდეგ როდესაც პარტიები წარადგენენ თანხების შემომწირავთა სიას, ამ თანხების ლომის წილი მოდის პარტიის ლიდერებზე, აქტივისტებზე, რიგით წევრებზე. სინამდვილეში ეს სიცრუეა, ნამდვილი სპონსორები კვლავ ჩრდილში არიან დამალულები - ეს ტრადიცია ორი ათეული წელია არსებობს. ამაში ყველა პარტიაა ჩათრეული, თუმცა ეს სისტემა ვერ იარსებებდა პირველ რიგში რომ არა მმართველი პარტიის ინტერესი. სახელიუფლებო ბერკეტების გამო, ყველაზე მეტად მას აწყობს ამ მანკიერი უკანონო სისტემის შენარჩუნება. ფაქტობრივად, ყველა დამნაშავე გამოდის. თუ საჭირო გახდა, ყველა დაისჯება, რა თქმა უნდა, სახელისუფლო ძალის გარდა", - აცხადებს "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა სქემით აფინანსებს დაშინებული ბიზნესი ოპოზიციას.

"ეს უკვე ვნახეთ წინა არჩევნებზე ყველაზე თვალნათლივ. ამის ამ სახით შენარჩუნება არის ხელისუფლების ბრალი - ყველა ხელისუფლების წინა და ამჟამინდელის. პარტიებს თუნდაც კანონის ფარგლებში მიღებული თანხების ლეგალიზება იმიტომ არ სურთ, რომ ეშინიათ. ეს დამფინანსებელ ბიზნესმენთა მოთხოვნაცაა, მოსალოდნელი რეპრესიების თავიდან ასაცილებლად. შევარდნაძის დროს ბიზნესმენების მიერ ხელზე მოცემული ფული ბუღალტერიაში ფორმდებოდა, როგორ დეპუტატობის კანდიდატების მიერ შენატანი თანხა - სხვა გამოსავალი არც იყო, ვინ გაბედავდა ღიად საკუთარი ვინაობის გამხელას. შემდეგ პერიოდშიც ასე ხდებოდა და ახლაც იგივეა. დრო გადის, ხელისუფლებები იცვლება, უკანონობა კი რჩება. ეს ყველაზე დიდი ნიშანია ქვეყანაში პოლიტიკური კორუფციის არსებობისა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რომან გოცირიძე.

"ესაა ნიშანი იმისა, რომ ბიზნესი დაშინებულია, რომ კანონიერი ქველმოქმედება დასჯადია, რომ ოპოზიციის ღია მხარდაჭერა იკრძალება. საბოლოო ჯამში ეს არჩევნების არადემოკრატიულობაზე მიუთითებს. თუ საარჩევნო სუბიექტები არ იქნებიან თანაბარ მდგომარეობაში განსაკუთრებით უსაფრთხო დაფინანსების მხრივ, ასეთი არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე", - დასძენს რომან გოცირიძე და შეკითხვას - "თავად ბიზნესმენები ამბობენ წნეხისგან გავთავისუფლდითო და თქვენ კონკრეტულად რა ინფორმაცია გაქვთ?" - პასუხობს:

"შიშის მექანიზმი არის არის სხვადასხვა: შემოწმება, ტენდერებში "არაკეთილგანწყობა", ზოგადად ირაციონალური შიში - ხელისუფლებას ყოველთვის აქვს უამრავი ბერკეტი და იმ პოლიტიკური ძალებისაც ეშინიათ, რომლებიც ცუდად მოიხსენიებენ თუნდაც სახელისუფლო პარტიის სპონსორს... ნაცნობი სურათია, როცა ასეთი ბიზნესმენი გაიგივებულია ხელისუფლების მიერ ჩადენილ ცოდვებტან. "ჩემიანი" და "არაჩემიანი" მეწარმის ნიშნით დაყოფა ნიშნავს საიმედოს და არასაიმედოს. ხელისუფლების მხრიდან არასაიმედოთა ნაწილში მოხვედრა აფრთხობს პარტნიორებს, უცხოელ ინვესტორებსაც აინტერესებთ, როგორ გიყურებს მტავრობა. დანარჩენი კონკრეტიკა ალბათ საგამოძიებო ჟურნალისტიკის საქმეა. ფაქტია თავად ის, რომ ბიზნესს არ სუნდა ფულის ღიად დადება. ბიზნესმენები არც მალავენ: ხელისუფლებასთან მეგობრობის გარშე ბიზნესი როგორც შეიძლებაო - ჰქონიათ, რომ ჭკვიანურს ამბობენ".