ხათუნა ლაგაზიძე: არჩევნებში

ხათუნა ლაგაზიძე: არჩევნებში "ოცნება" კი არ გაიმარჯვებს, ოპოზიცია დამარცხდება

"ხელისუფლებას აბსოლუტურად არაფერში არ სჭირდებოდა არც ასეთი გაბერილი სიები და არც ერთპარტიული კომისიები, რომლებიც ბევრ ეჭვს ბადებს. ამაზე საუბარი ახლაც არის და არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო იქნება. ხელისუფლება რომ გონივრულად მოქმედებდეს, ორივეზე უარს იტყოდა. რეალური სიტუაცია ისეთია, რომ ამ არჩევნებს ის მაინც იგებს. სხვა თემაა, თუ ისინი მომავალი საპარლამენტო არჩევნების გასაყალბებლად ემზადებიან და ამ ტიპის სიებით და კომისიებით ამას საფუძველს აქედანვე უყრიან", - უთხრა "რეზონანსს" პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ", - წერს გაზეთი "რეზონანსი"სტატიაში სათაურით ხათუნა ლაგაზიძე: არჩევნებში "ოცნება" კი არ გაიმარჯვებს, ოპოზიცია დამარცხდება.

"თუ საარჩევნ სიებს და კომისიების დაკომპლექტებას არ გავითვალისწინებთ, წინა არჩევნებთან შედარებით შეუდარებლად თავისუფალი გარემოა. არ ხდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა, მედია თავისუფალია. ყველას შეუძლია საარჩევნო კამპანიის წარმოება ისე, როგორც მას ხელს უწყობს თავისი ინტელექტუალური და ფინანსური შესაძლებლობები", - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

"საარჩევნო სიები და კომისიები შემთხვევით არ მიხსენებია. არჩევნები პრაქტიკულად ისეთივე სიებით ტარდება, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნისას იყო. გვახსოვს, რომ სიებში მკვდარი სულები იყო ხოლმე. იგივე რაოდენობა და მითუმეტეს იმაზე მეტი ადამიანი, რაც წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებულ ბოლო არჩევნებში იყო, არ უნდა იყოს. ეს ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს და ამ არჩევნებზე არასასურველ ფონს ქმნის. რაც შეეხება კომისიების დაკომპლექტებას, პრაქტიკულად ერთპარტიულია. ყველა დონის კომისიაში აბსოლუტური უმრავლესობა მმართველ პარტიას აქვს. ერთი თუ ორი წევრით არის წარმოდგენილი "ნაცმოძრაობა". ყველა დანარჩენ პოლიტიკურ ძალას კი სრულიად არათანაბარ პირობებში აყენებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

"ხელისუფლებას აბსოლუტურად არაფერში არ სჭირდებოდა არც ასეთი გაბერილი სიები და არც ერთპარტიული კომისიები, რომლებიც ბევრ ეჭვს ბადებს. ამაზე საუბარი ახლაც არის და არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო იქნება. ხელისუფლება რომ გონივრულად მოქმედებდეს, ორივეზე უარს იტყოდა. რეალური სიტუაცია ისეთია, რომ ამ არჩევნებს ის მაინც იგებს. სხვა თემაა, თუ ისინი მომავალი საპარლამენტო არჩევნების გასაყალბებლად ემზადებიან და ამ ტიპის სიებით და კომისიებით საფუძველს ამას აქედანვე უყრიან", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ერთი ფაქტია, რომ ხელისუფლება დებატებში ნაკლებად უჯდება სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ცდილობს, ოპონენტად "ნაცმოძრაობა" გამოიყვანოს. ეს წინასაარჩევნო ვითარებისთვის დამახასიათებელი არ არის, ეს ხელისუფლების ტაქტიკაა, რომ საკუთარი თავი "ნაცმოძრაობის" ფონზე უფრო მორალურად წარმოაჩინოს. ერთხელ პრემიერმაც თქვა, რომ "ნაცმოძრაობის" კითხვებს არ უპასუხებს. მმართველი გუნდისთვის ძალიან კომფორტულია, ძირითად ოპონენტად წინა ხელისუფლება წარმოადგინოს", - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.