"ეს უკვე მეორე შემთხვევაა ოშფორულ ზონაში დარეგისტრირებული, რომლეთანაც იკვეთება კეზერაშვილის ინტერესი. მანამდე კი იარაღით უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილი თავდაცვის ექსმინისტრის ქეისში ამოტივტივდა ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიების სახელი, სადაც კეზერაშვილს ჰქონდა ანგარიშები. კვლევა აწარმოა მსოფლიოში ცნობილა აუდიტორულმა კომპანია "დელოიტმა", მან მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით სეიშელის კუნძულებზე კეზერაშვილს დარეგისტრირებული ჰქონდა კომპანია, რომლის ანგარიშზე კაპიტალბრუნვამ შეადგინა მილიარდნახევარი დოლარი. დკუმეტის მიხედვით, ოფშორულ ზონებში ფულის გადარიცხვით კეზერაშვილი ომამდე ყოფილა დაკავებული - როგორც ჩანს, ჩვენ გავხდებით უამრავი სიურპრიზების თვითმხილველი", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით კეზერაშვილს სულ ჰკიდია ბრალის დამძიმება-ამჩატება, მარსელში ყოფილა და პოლიტიკური ტავშესაფრის გარეშეც გადასარევად ატრიალებს ბიზნესს.
"ის, რომ არჩატარებული სწავლებისა და წვრთნების გამო ფული აიღო თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მართლაც ნონსენსია. სიმართლე გითხრათ ასეთი რამ მანამდე არ გამიგია. მაგალითად, შევარდნაძის დროს, იშვიათად, მაგრამ ტარდებოდა წვრთნები, ვიღაცა საწვავის ტალონს იპარავდა, მაგრამ ის, რომ ამხელა ფული ვინმეს "მოეტეხა" და ამდენი მილიონი ევრო ჯიბეში ჩაედო, არ მსმენია. დასახელებული თარიღის მიხედვით, ეს ყველაფერი 2008 წლის დასაწყისში ხდებოდა, ანუ აგვისტოს ომამდე. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ჩვენ მებრძოლებს რომ მიეღოთ მომზადება, შეიძლება ომშიც ეჩვენებინათ თავი. ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება. ჩვენი ინფორმაციით, შესყიდვების სამსახურის უფროსის ალექსანდრე ნინუას გამოძიებას "ეფბიაი" ხელმძღვანელობს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი და შეკითხვას - "ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რა არის მათი ინტერესი?" - პასუხობს:
"შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი თავდაცვის სამინისტროში ისეთი პოსტია, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება. ფაქტია, ამერიკის სპეცსამსახურები სწავლობენ იმ პერიოდს, როცა ხდებოდა იარაღის შესყიდვა-გაყიდვა, იმ საერთაშორისო ოპერაციებს, რომელშიც საქართველო და იმ პერიოდში მოღვაწე მაღალჩინოსნებიც იყვნენ გარეულები. ასე რომ, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება"
"ეს არის ფულის გათეთრების საქმე, კორუფციული სქემა საბიუჯეტო ფულის მოპარვის მიზნით. ოფშორულ ზინაში დარეგისტრირებულ არანაირ კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა ჩაუტაროს რამე ტიპის ტრენინგები ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, გადასცეს რამე ტიპის სწავლება ან ცოდნა. საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით მოეწვია ინსტრუქტორები ან რომელიმე ევროპული ქვეყნისთვის შეგვეთავაზებინა, რომ მათ გეგმებში ჩაედოთ საქართველოში კონკრეტული სწავლებები და ტრენინგები ჩატარებულიყო. სახეზეა დანაშაული, ძიებას შეუძლია ამოაგდოს ასეთი ტიპის ბევრი ხელშეკრულება - ვფიქრობ, თუ გამოძიება კვალიფიციურად იმუშავებს და ბოლომდე მიჰყვება საქმეს, ბევრ ყოფილ მნიშვნელოვან პირზე გავა. იარაღით ვაჭრობა მკაცრად კონტროლდებოდა "ნაცმოძრაობის" მხრიდან, ეს იყო პარტიული ელიტის ბიზნესი - ისინი ამ შავ ფულს თავისკენ ქაჩავდნენ, მაგრამ ამას დადასტურება სჭირდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე და შეკითხვას - "ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს შესყიდვების სამსახურის უფროსი დავით ნინუა გიგა ბოკერიასთან დაახლოებული პირია და მათ ნათესაურ კავშირზეც საუბრობენ" - პასუხობს:
"ეგ არ ვივი, მაგრამ წავიკითხე ნინუას კომენტარი, სადაც ამბობს, რომ კეზერაშვილის ახლო მეგობარია. აი, ეს არის პრობლემა, როცა თავდაცვის მინისტრი და შესყიდვების სამსახურის უფროსი ახლო მეგობრები არიან".
"კეზერაშვილი მარტო არ მოქმედებდა. ხაზს ვუსვამ - მისი ბიზნესპარტნიორები ივნენ სააკაშვილი და თემურ ალასანია. საინტერესო ისაა, რომ ჯარის საბრძოლო მზადება საერთოდ არ მიმდინარეობდა, მხოლოდ დოკუმენტები დგებოდა, რეალურად კი საქმეს არ ხმარდებოდა, საქმე არ კეთებოდა. კონკრეტულად კეზერაშვილის მინისტრობის დროს ჯარის საბრძოლო წვრთნა საერთოდ არ ჩატარებულა. ეს ხდებოდა მხოლოდ სპეცრაზმის მასშტაბებში, ისიც რამენიმეჯერ - ასეთ წვრთნებში ნაკლები დანახარჯი იყო, რეალურად კი ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ მასშტაბური წვრთნები გადაეფარათ რაც მათ ევალებოდათ და არ კეთდებოდა. აი, აქ ხდებოდა თანხების გათეთრება", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტტან საუბრისას აფხაზეთის ომის ვეტერანი, საბრძოლო ქვედანაყოფ "ავაზას" მეთაური ტრისტან წითელაშვილი.