მართალია ახალო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა რეპრესიული მთავრობების წინააღმდეგ მიმართულმა სახალხო რისხვამ მოიცვა, თუმცა აქ, ყოფილ ლენინურ საბჭოთა კავშირში კვლავ რკინის მმართველები იმარჯვებენ.
მათი სიცოცხლისუნარიანობა გამოსაფხიზლებელი ფაქტორია მათთვის, ვისაც მიაჩნია, რომ მასობრივი საპროტესტო გამოსვლებით ტირანული რეჟიმის დამხობა აუცილებლად სრულყოფილი დემოკრატიით სრულდება.
მაგალითად, დიდი ხნის პრეზიდენტი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა ბელორუსში, დეკემბერში კიდევ ერთი ვადით, ხმების 80%–ით აირჩიეს, რის შემდეგაც მან სერიოზული დანაშაულებები ჩაიდინა, როდესაც მისმა მოწინააღმდეგეებმა ამ შედეგებს სამარცხვინოდ არარეალისტური უწოდეს (მას შემდეგ ამ ადამიანებზე ცნობილი არაფერია).
ყაზახეთის პრეზიდენტმა, რომელსაც კიდევ უფრო ხანგრძლივი სტაჟი აქვს, საკუთარ თავს „ნაცონალური ლიდერის“ სტატუსი უბოძა.
ყველაზე ძლიერი პოსტსაბჭოთა ავტორიტარი მართველი ვლადიმერ პუტინია, მაგრამ სხვებთან შედარებით ის ახალბედაა – ხელისფლებაში განსაკუთრებული ძვრების გარეშე მხოლოდ ათი წელია.
თითქმის ოცი წლის წინ, საბჭოთა კომუნიზმის კრახთან ერთად გაჩნდა იმედი, რომ ამ რეგიონში ხელისუფლება სხვაგვარად განხორციელდებოდა: ახალ დამოუკიდებელ (ყოფილ საბჭოთა) რესპუბლიკებში, რომლებმაც ტოტალიტარიზმს თავი დააღწიეს, თავისუფალი არჩევნები ჩატარდებოდა, გაჩდნებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და ენერგიული დამოუკიდებელი მედია.
მაგრამ ეს იმედები ნაადრევი და გულუბრყვილოც კი აღმოჩნდა. 1990–იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლას ქაოსი მოჰყვა (პირველ რიგში რუსეთში) და საპასუხოდ ავტოკრატთა კორპორაცია გაჩნდა, რომლებმაც სტაბილურობის დამყარებისა და ეკონომიკური ზრდის პირობა დადეს. დემოკრატიის მოდელმა, რომელიც დასავლეთში დამკვიდრდა, ბევრ ქვეყანაში დისკრედიტაცია განიცადა.
ამიტომ, იმ ფონზეც კი, როდესაც ეგვიპტის, ლიბიის და არაბული სამყაროს სხვა ქვეყნებმა მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ყურადღება მიიპყრო, რეგიონის ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ.
„ასეთი სცენარი მათ ჩვენთვისაც მოამზადეს და მის განხორციელებას შეეცდებიან“, – განაცხადა პუტინის პრეტეჟე პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, „მაგრამ ეს სცენარი აქ ვერ განხორციელდება“.
დემოკრატიული მოძრაობის ჭკნობა გამოჩნდა რუსული ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის დაპატიმრების ფონზე 31 დეკემბერს მოსკოვსი გამართულ პატარა მიტინგზე, ერთ–ერთ რეგულარულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც რუსეთის კონსტიტუციის 31–ე მუხლის დასაცავად იმართება. კონსტიტუციის ეს მუხლი შეკრების თავისუფლებას იცავს.
დაპატიმრებებს საზოგადოებრივი რეზონანსი არ მოჰყოლია და ტუნისისგან განსხვავებით ადამიანები ძველებურად განაგრძობდნენ ცხოვრებას.
იგივე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ციხიდან გამოსვლის შემდეგ 31 იანვარს აქციას დაუბრუნდნენ იმ იმედით, რომ ახალი ეგვიპტური მაგალითი სიტუაციას გამოაცოცხლებდა და მოსკოვის ტრიუმფალურ მოედანს ქაიროს ტაჰრირის მოედნის სულისკვეთებით აავსებდა.
„ჩვენ ყველანი ვაკვირდებით იმას, რაც ეგვიპტეში მოხდა“, – მიმართა აქციაზე შეკრებილთ ყოფილმა ვიცე–პრემიერმა ბორის ნემცოვმა - მათ 30 წლის განმავლობაში ჰყავდათ ქურდი, კორუმპირებული მუბარაქი“.
ხალხი გაჰყვიროდა: „რუსეთი პუტინის გარეშე!“, მაგრამ ისევე როგორც ადრე, საზოგადოება მათ არ შეუერთდა. აქციაზე ათასზე ოდნავ მეტი ადამიანი მივიდა. მეტიც, მათ შორის ძალიან ცოტა იყო ახალგაზრდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მსგავსი აჯანყებებისთვის უფრო რთული დღეებია საჭირო. განსხავავებით ახალო აღმოსავლეთისგან, რუსეთის და ბევრი სხვა საბჭოთა რესპუბლიკის მოსახლეობა ბერდება. აქ ნაკლებია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც აჯანყების ახალგაზრდული ჟინი აქვთ, იქნება ეს ქუჩაში, Facebook–ზე თუ Twitter–ში.
უფროსი თაობა საბჭოთა ხელისუფლების დროს გაზარდა, ის ისეთი ხისტი კონტროლის ქვეშ იყო, რომ დღევანდელ ავტოკრატიას მასზე უკეთეს გარემოდ აღიქვამს. მას ასევე დღეს მეტი ეკონომიკური თავისუფლება აქვს.
ექვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაშიც კი, სადაც უმრავლესობა მუსულმანური მოსახლეობაა, ახლო აღმოსავლეთის მოვლენებს მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.
ყოველ შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთის ძალადობამ ხანმოკლე პერსპექტივაში დიქტატორების პოზიცია განამტკიცა, რადგან მას ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა და ისეთი ნავთობ–სახელმწიფოების ეკონომიკას წაადგა, როგორებიც არიან რუსეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი.
პოსტსაბჭოთა ლიდერების დღევანდელი თაობა ასევე ოსტატურად თამაშობს 1990–იანი წლების გასაყარზე სიღატაკისა და არასტაბილურობის შიშზე, მათ იციან, რომ რთულ დღეებში ადამიანებს ხშირად დემოკრატიულ კაკაფონიას ავტორიტარული წესრიგი ურჩევნიათ.
თავისებური რუსული ნაციონალური საზოგადოებრივი რადიოს „ეხო მოსკვის“ თოქ–შოუ მიეძღვნა ისეთი საკითხის განხილვას, როგორიცაა, თუ რატომ იყო ახლო აღმოსავლური დედაქალაქების ქუჩები მანიფესტანტებით სავსე, ხოლო მოსკოვის – არა. „ჩვენი ხალხი ითმენს, იტანჯება და მომავალშიც ასე აგაგრძელდება“, – ამბობს ცნობილი პოლიტოლოგი გიორგი მირსკი. „რადგან საბჭოთა ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალია – აი სად არის ძაღლის თავი დამარხული! ხალხის მენტალიტეტი (ან მისი დიდი ნაწილის) იმდენადაც არ შეცვლილა, რომ თავისუფლების გემოს გრძნობდეს“.
რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს. ბალტიის ქვეყნები, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა ევროკავშირში გაწევრიანდნენ და დასავლეთის მორალური ნორმები გაიზიარეს. მაგრამ ისინი საბჭოთა კავშირის ფარგლებშიც განცალკევებით ცხოვრობდნენ, რომლის ნაწილიც მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინის დაპყრობის შედეგად იქცნენ.
უკანასკნელი ათწლეულების ეგრედწოდებულმა ფერადმა რევოლუციებმაც კი უკრაინაში, ყირგიზეთსა და საქართველოში, რაც ყველგან ავტორიტარიზმზე უარის თქმად აღიქმებოდა, სულისკვეთება დაკარგა.
უკრაინაში, „ნარიჯისფერი რევოლუციით“ უკმაყოფილების გამო, შარშან ახალი პრეზიდენტი აირჩიეს, რომელიც ოპოზიციას პუტინის მსგავსად დევნის.
შარშან აჯანყებამ ყირგიზეთში დაამხო მმართველი, რომელმაც მანამდე თავად დაამხო წინამორბედი. შესაბამისად, ყირგიზეთის მეზობელ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ამ ეტაპზე მიაჩნიათ, რომ ყირგიზეთის მოვლენების პრევენციისთვის მათ ძლიერი ცენტრალიზბული მმართველობა სჭირდებათ.
„ჩვენ უნდა ვაჭამოთ ჩვენს ხალხს და მხოლოდ მაშინ შევქმნით ისეთ გარემოს, რომელშიც ისინი პოლიტიკაში მონაწილეობას მიიღებენ“, – თქვა ყაზახეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ნურლან უტეშევმა.
რუსეთის პრემიერ მინისტრს და ყოფილ (შესაძლოა მომავალ) პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მუდმივად მეზობელი უკრაინის მაგალითი მოჰყავს. „არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ რუსეთის პოლიტიკური ცხოვრების უკრაინიზაცია“, – განაცხადა ერთხელ პუტინმა.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველო თითქოს დემოკრატიული ტალღის ავანგარდში იყო. მაგრამ 2007 წელს, ამერიკის ახლო მოკავშირე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასტიკად ჩაახშო საკუთარი ოპოზიცია. ახლა მას მოწინააღმდეგეები პუტინზე უკეთ არ აფასებენ.
სააკაშვილის მხარდამჭერები იცავენ მას და ამბობენ, რომ ის არ შეეცდება ხელისუფლებაში დარჩენას როდესაც 2013 წელს მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება. ისინი აცხადებენ რომ მან საქართველოს მოდერნიზაციის საქმეში უზარმაზარ წარმატებებს მიაღწია და დასძენენ, რომ არ არის რეალური იმაზე ფიქრი, თითქოს დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა სისტემის ნაწილი ქვეყანა, ერთ საათში გარდაიქმნება.
ასეთია საერთო რეფრენი. ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს ხელმძღვანელს, დიპლომატ იანეზ ლენარიჩს ძალიან უჭირს ამ ქვეყნების დარწმუნება იმაში, რომ მარწუხები შეასუსტონ.
„მდგრადობის ცნება აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს“, – გვიყვება ლენარიჩი, „ისინი ამბობენ: ჩვენ მეტი დრო გვჭირდება, ჩვენ საკუთარი ტემპებით უნდა მივაღწიოთ შედეგს. ჩვენ ვპასუხობთ: ხანგრძლივი სტაბილურობა დამკვიდრდება მხოლოდ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების და არა ლიდერების პირობებში, რადგან ლიდერები უკვდავები არ არიან“.
თუმცა, სტაგნაციის მიუხედავად ის თავს მაინც ოპტიმისტად მიიჩნევს. შეხედულებები შეიძლება შეიცვალოს. ახლახანს რუსებს ჰკითხეს, რას ანიჭებენ უპირატესობას: წესრიგს (მათი უფლებების ფასადაც კი) თუ დემოკრატიას (იმ შემთხვევაშიც თუკი ამას დესტრუქციული ელემენტების ზრდა მოსდევს). წესრიგმა გაიმარჯვა – 56% 23%–ის წინააღმდეგ.
შედეგი შეიძლება იმედისმომცემი არ არის, მაგრამ ათი წლის წინ თანაფარდობა იყო 81% 9%–ის წინააღმდეგ.
[foreignpress.ge]