„ძალიან მეეჭვება, კონჯარიას, მსხილაძეს და ვიღაცებს სული წმინდა კარნახობდეს სრულიად გათახსირებულ აზრებს, რომლებსაც ამბიონიდან აფრქვევენ!“

„ძალიან მეეჭვება, კონჯარიას, მსხილაძეს და ვიღაცებს სული წმინდა კარნახობდეს სრულიად გათახსირებულ აზრებს, რომლებსაც ამბიონიდან აფრქვევენ!“

პარლამენტის დროებითი, საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა სექტემბერში გამოქვეყნდება. თუკი კომისია იმიტომ შეიქმნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულებები გამოეძიებინა, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომისა და ციხეში არსებული გაუსაძლისი პირობების ჩათვლით, საინტერესოა, დადგება კი ამ პარტიის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი? საზოგადოების უდიდეს ნაწილს, რომელიც ჯერ „ნაციონალების“ მმართველობის დროს, შემდეგ კი, როგორც ახლა ირკვევა, გარედან თავს მოხვეული კოჰაბიტაციის გამო დაზარალდა, აინტერესებს, აიკრძალება „ნაციონალური მოძრაობა“? პარალელურად, შვედეთი შეშფოთებულია იმით, რომ ომის ქარცეცხლში გახვეულ უკრაინაში, თურმე, ერთსქესიანთა ქორწინება აიკრძალა, რაც უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებას შეუშლის ხელს. მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება შვედეთისგან ოფიციალურ განმარტებას ითხოვს, რა მიზანს ემსახურებოდა ეს განცხადება, ცალკეული მღვდლები ამბიონიდან ქადაგებენ, რომ ევროპაში ძალით არავის ათხოვებენ და ყველაფერი ეს, დეზინფორმაციაა... 

ამ და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, for.ge პოლიტიკის დოქტორს, პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.

 

- ბატონო სოსო, საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა სექტემბერში გამოქვეყნდება და რეაგირებისთვის გადაეგზავნება გენერალურ პროკურატურას. საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ ამ დასკვნის შედეგად, რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკური ველიდან უკვე სამართლებრივი კუთხით გაიყვანენ, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

- ამ კომისიის დეკლარირებული მიზანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოვლენა და მისი, როგორც დანაშაულებრივი პოლიტიკური ორგანიზაციის აკრძალვა. ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ რომ დანაშაულებრივი პოლიტიკური ორგანიზაცია არის, გინდა ხელისუფლებაში ყოფილიყო და გინდა - ოპოზიციაში, ეს ნათელია. ეს არის იმ ძალების ჩვეულებრივი დესანტი, რომელსაც ახლა „დიფ სთეითს“ ეძახიან: ნეოკონსერვატორები, სოროსი, გლობალისტები, რომლებმაც თავის დროზე მოახდინეს ცრუ ელიტის დესანტირება, მისი დარაზმვა და საქართველოში გადატრიალების მოწყობა.

- გადატრიალების გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში და დაარქვეს „ვარდების რევოლუცია“...

- რა თქმა უნდა. შემდეგ გააჩაღეს ტერორი, შექმნეს სახელმწიფო ტერორის სისტემა, რომელიც აპრობირებული რეჟიმია. ასეთი ტიპის რეჟიმები გარედან არიან შექმნილნი და მართულნი მთელ მსოფლიოში. შექმნეს სახელმწიფო ტერორის სისტემა, დაარქვეს ამას რეფორმები და დააყაჩაღეს, ვისაც რამე ჰქონდა, ჩასვეს ციხეში, წაართვეს ყველაფერი. შექმნეს ელიტარული კორუფციის სისტემა, ტოტალური თვალთვალისა და დაშინების სისტემა, არჩევნების გაყალბების სისტემა. მერე დაავალეს და მოახდინეს ომის პროვოცირება, რასაც დიდი წარმატებით ახორციელებდნენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან.

გავიხსენოთ 2004-2006 წლების პროვოკაციები. დაგვაკარგვინეს ტერიტორიები, შემდეგ კვლავ გააყალბეს არჩევნები და მერე გამოიწვიეს 2008 წლის ომი. მოახდინეს გარკვეული რეფორმები, მაგრამ რეფორმები არა იმისთვის, რომ ხალხის კეთილდღეობას მოხმარებოდა, არამედ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინათ, რისთვისაც მოათრიეს ხელისუფლებაში. შემდეგ, როდესაც გარკვეული პროცესების გამო დაკარგეს ხელისუფლება, მათმა პატრონებმა აიძულეს და ჯერ „ქართული ოცნება“ გამოტენეს თავისი აგენტურით. ახლა ყველა იქ არიან, საიდანაც გამოტენეს. ხომ გვახსოვს „ქართული ოცნების“ პირველი ვერსია, ბიძინა ივანიშვილს ვინც უთხრეს, რომ მიიღებ და შექმნი ოპოზიციასო, აი, ისინი იყვნენ პირველი ვერსია.

- ანუ, აგენტურა?

- რა თქმა უნდა. როდის ვამბობდი, რომ ესენი იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის პირველი გოდოლი, გარე დაცვა. ფსევდო-ოპოზიციად გაშვებული, რომ ხალხში არსებული პროტესტი მოეპოვებინათ. წარმოიდგინეთ, ლიცენზიის მოპოვების პროცესი, შემდეგ გადამუშავება და რეალიზაცია. ლიცენზია რომ მოიპოვო, ფული უნდა გადაიხადო. აი, ზუსტად ამას ვგულისხმობ, რასაც ნიჭიერება სჭირდდება. მაგალითად, გუბაზ სანიკიძის რიხი და ლოზუნგები; შალვა ნათელაშვილის სოციალური დემაგოგია; ძიძიგურისა და „რესპუბლიკელების“ ლიბერალიზმი და სხვა. მოიპოვებდნენ ამ სახალხო პროტესტს, გადაამუშავებდნენ, ახდენდნენ რეალიზაციას და შემდეგ უტილიზაციას.

სწორედ მათი მეშვეობით განხორციელდა ეს კოჰაბიტაცია. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობდა გარე მართვა. გარკვეული შეუგუებლობა იყო ამასთან დაკავშირებით და ჩვენ უნდა გავარჩიოთ, რომ ერთი მხრივ არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს იმ ინსტრუქციებით, რომელიც განპიროვნებულია პატრონების ინტერესებით, ხოლო მეორე საკითხია ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც აქვთ თავისი პლუსები და მინუსები. ჩვეულებრივი სახელმწიფო ჩინოვნიკები, შეიძლება იდეალურები არ იყვნენ, მაგრამ აგენტები არ არიან და ეს დიდი განსხვავებაა.

აგენტებს კი ვხედავთ, მაგალითად, რა საოცარ სალტო მორტალეებს (აკრობატის ნახტომი ჰაერში, რთული ტრიალით, - რედ.) აკეთებინებენ მათ თავიანთი პატრონეები. ამის კლასიკური მაგალითია გუბაზ სანიკიძე და მისი შეფასებები სააკაშვილთან დაკავშირებით - საქართველოს მტრიდან, საქართველოს აღმშენებლამდე. ამას ხომ ერთი და იგივე ადამიანი ლაპარაკობს, არა? იგივეს აკეთებს ყველა, რაც ნიშნავს, რომ ყველა მივიდა ისევ თავის ბუდეში. ბუნებრივია, ეს დესტრუქცია გააგრძელეს ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემდეგ, ანუ როცა ე.წ. ოპოზიციაში გადავიდნენ. ეს არავითრი ოპოზიცია არ არის. ეს არის დავალებების პირდაპირი შესრულება.

- რაში მდგომარეობს დავალებები?

- ამ ძალებს არ აწყობთ შედარებით რაციონალური ხელისუფლებაც კი საქართველოში. მათ უნდათ, ზუსტად ისეთი შიზოფრენიკები ჰყავდეთ ხელისუფლებაში და ისეთი ინსტრუქციები შეასრულონ, როგორიც სააკაშვილმა შეასრულა 2008 წელს. ამათ ჰპირდებიან, რომ ხელისუფლებაში თუ მოხვალთ, მოგეცემათ იგივე უფლებები, რაც სააკაშვილს. ხომ გვახსოვს სააკაშვილის უმსგავსობებზე მათი რეაგირება? საქართველოში, ამ მშვიდობიანობის დროს, ძალიან ბევრი ქონება დაგროვდა და ძალიან მსუყედ გამოიყურება. იმ შემთხვევაში, თუ მათ მოიყვანენ ხელისუფლებაში, ჰპირდებიან, რომ იგივეს გაკეთების საშუალებას მისცემენ, ანუ განკულაკების საშუალებას მისცემენ, ჩვეულებრივად.

- პრინციპიში, ბევრი მათგანი, თუ მათ პოზიციას შევაფასებთ, იმსახურებენ  „ნაციონალების“ ხელიდან განკულაკებას...

- ნამდვილად ბევრია ღირსი, არა მარტო დეკლარირებული პოზიციის გამო, არამედ იმ პოზიციის გამო, რასაც ისინი არ აფიქსირებენ და უყურებენ ამ სიტუაციას მაყურებლის პოზიციიდან. ჩაუგუბებიათ პირში წყალი და ისე უყურებენ, გეგონება, მე წამართმევენ ქონებას და არა - მათ. ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფა და ბოლოს ეს, ახალი კონფიგურაციით, 2008 წლის ომს გამოიწვევს. მაშინ თუ უარეს შედეგებში არ გადაიზარდა, ახლა მსოფლიო შიეცვალა, რა შედეგები დადგება, არავინ იცის. მით უმეტეს, სამხრეთ კავკასიის გადაფორმატირების საკითხი ძალიან სწრაფად და ძალიან მოულოდნელი ფორმებით შეიძლება დადგეს. თუ გავითვალისწინებთ იმ დაძაბულობას, რომელიც დღეს შეიქმნა, ერთი მხრივ, აზერბაიჯან-სომხეთ-თურქეთსა და მეორე მხრივ, რუსეთ-ირანს შორის და არა მარტო. შესაბამისად, ცხადია, რომ ეს დივერსიული ჯგუფი უნდა იქნას აღკვეთილი. ზოგადად, ეს ტრენდი უნდა აღკვეთონ. ვიღაცები გამოდიან და ამბობენ, რომ მშვიდობიანად დაგამხობთ და ბოიკოტი არჩევნებსო.

- რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა?

- ხაბეიშვილს! საერთოდ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს საქართველოში ეს დესტრუქცია! კრემლის მიერ ჩატარებულ არჩევნებს არ ვცნობთო და ეროვნული კონგრესი გამართეს. მერე სააკაშვილის რევოლუცია მოხდა და მივიღეთ ეს უბედურება. შეიცვალა ვითარება და ამ დროს ისევ გამოვარდნენ.  მსოფლიო ბანი ბოდვებშია - ხან ტელეფონით ატარებს არჩევნებს, ხან აქციას აანონსებს, სულ გამოჩურჩუტდა! ზოგი საერთოდ სიგიჟეებს წერს, რომ დავუბრუნოთ ერს ხელმწიფობა და ა.შ. სერიზული ფსიაქტრიული პრობლემები გვაქვს.

- აქედან გამომდინარე, რა მოლოდინი გაქვთ, ბატონო სოსო, რას იტყვის პროკურატურა იმ მასალებზე დაყრდნობით, რაც გაიგზავნა საგამოძიებო კომისიიდან და წავა ხელისუფლება ამ ნაბიჯზე, თუ გავითვალისწინებთ იმ გარე ზეწოლებს, რომლის პირობებში გვიწევს არსებობა?

- საგამოძიებო კომისია თუ იმისთვის იყო შექმნილი, რომ მეტი საფუძველი შეექმნა პროკურატურისთვის, კი, ბატონო. ეს საქმეები ისედაც არსებობდა, საზოგადოებამ დაინახა ხელახლა და ეს კარგია. თუმცა, თითოეულ საქმეს რომ ჩაუღრმავდები, საკმარისია იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აიკრძალოს.

- შვედეთი შეშფოთებულია იმით, რომ უკრაინაში ერთნაირსქესიან წყვილებს არ შეუძლიათ ქორწინება. შვედეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ LGBTQI თემის სრული სამართლებრივი დაცვა მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის და ეს არის ის, რასაც შვედეთიუჭერს მხარს. უკრაინის მსგავსად, კანდიდატი სახელმწიფო არის საქართველო,შესაბამისად, ქართული მხარე შვედურისგან განმარტებას ითხოვს, დღეს, უკრაინისთვის ამ ულტიმატუმის წაყენება რა მიზანს ემსახურება?

- ესენი რომ ავად არიან, ეს ხომ ფაქტია. ეს დემარში არ შეიძლება განიხილო, როგორც ჯანმრთელი ადმიანების მოქმედება. იგივე ტრამპი ლაპარაკობს, რომ უკრაინაში, კვირაში 7 ათასი კაცი იღუპებაო და ესენი ეუბნებიან, ლგბტ მარშები ჩაატარეთ, კანონი მიიღეთ, რომ მათი უფლელები არ დაირღვესო და რაც მთავარია, თურმე, ძალიან აქტუალურია უკრაინისთვის, რომ ერთსქესიანთა ქორწინება იყოს ნებადართული. ვინაიდან უკრაინიდან უამრავი ქალია გაქცეული, რომლებიც დაბრუნებას არ აპირებენ, კაცებს არ უშვებენ და გასაგებია, ამ ჰუმანური მოსაზრებით ხელმძღვანელობს შვედეთის საგარეო საქმეთა პატივცემული მინისტრი და ცდილობს, დააწყვილოს უკრაინელი მეომრები ერთმანეთთან. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი ინიციატივა იმ დროს, როდესაც ფრონტზე კატასტროფული მდგომარეობაა და როდის ჩამოიშლება, არავინ იცის. ასევე, იმ სკანდალის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში. ისეთი ჩანაწერები ცირკულირებს და ისეთი დიალოგები ისმის უკრაინელებზე, მათი დღევანდელი მმართველების მხრიდან, რომლებიც საერთოდ არ არიან უკრაინელები, ეჭვი მაქვს, უკრაინელები ამას რომ მოისმენენ, ძველ, ტრადიციულ მეთოდებს გამოიყენებენ, რაც ძალიან არ მინდა.

- რატომ ვართ დაზღვეულნი, რომ იგივეს არ მოითხოვენ საქართველოსგანაც?

- 2013 წელს, დავწერე სტატია - „საქართველო და ევროპა“. ლგბტქ+ და ა.შ. დაცვა, ეს იქნება მთავარი პრობლემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში. ეს არ შენელდება, გამწვავდება. ესენი არ მოისვენებენ, არავითარი ევროკავშირში გაწევრიანება არ მოხდება! მოლა ნასრედინის ცნობილი ილეთის მიხედვით მიდის საქართველო ამდენი ხანია. მოლა ნასრედინის ვირივით, სტაფილოს მისდევს, რომელიც ცხვირწინ აქვს დაკიდებული.

- ის სტაფილო გახმა, ამასობაში...

- და ვირიც დაჭკვიანდა. მოლა ნასრედინი ვეღარ ზის იმ ცხენზე, მაგრამ მაინც ერთი და იგივეს იმეორებენ. კეთილი ინებონ და როგორც შეიტანეს კონსტიტუციაში ეს მუხლი, ისე გამოიტანონ, არის ამის საშუალებები. გარდა ამისა, ვერ ვხედავ ისეთ გადამწყვეტ საკადრო ცვლილებებს, როგორსაც შეპირებული იყო პრემიერ-მინისტრი.

- რაც შეეხება სასულიერო პირების ქადაგებას ამბიონიდან, რომ ევროპაში არავის ათხოვებენ და ყველაფერი დეზინფორმაციის ნაწილია, სასულიერო პირების ქადაგება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს კალასის მიერ დაკისრებული ვალდებულებები?

- ანაფორას რომ ჩაიცვამს ადამიანი, მერე, რა? აგენტი აღარ არის? ძალიან მეეჭვება, კონჯარიას, მსხილაძეს და ვიღაცებს სული წმინდა კარნახობდეს სრულიად გათხსირებულ აზრებს, რომლებსაც ამბიონიდან აფრქვევენ და წამლავენ თავიანთ მრევლს! არავითარი პიეტეტი (მოკრძალება და მოწიწება ვინმეს, ან რამეს მიმართ, -რედ.) მათ მიმართ არ მაქვს და არც მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა ჰქონდეს ასეთი მღვდლების მიმართ, რომლებიც ფაქტობრივად ბილწავენ იმ სარწმუნოებას, რომელსაც თვითონ უნდა იცავდნენ. აქედან გამომდინარე, არ მაინტერესებს, რას ამბობს ბეთლემში რომ მღვდელია!

მე ის მიკვირს, რას აკეთებენ ისინი, რომლებიც იქ არიან და საერთოდ, ეგენი თუ თვლიან, რომ მათ ეკლესიაში სიარულს აზრი აქვს? ევროკავშირი რას ამბობს, გააუქმე ოჯახის დაცვის შესახებ კანონიო და ეს მღვდელი კიდევ ამბობს, რომ ძალით არავინ გაგათხოვებსო. ამას, პირველ რიგში, გაუნათლებლობა ჰქვია. უდიდესი პრობლემაა, რომ უამრავი გაუნათლებელი ადამიანია ეკლესიაში.

პარადოქსია, მაგრამ გვყავს მიშისტი მღვდლები, მიშისტი არქიმანდრიტები და მიშისტი მიტროპოლიტიებიც კი, რაზეა აქ ლაპარაკი?! ვიღაცას ჰგონია, რომ ამაზე არ უნდა ილაპარაკო. მე არ ვთვლი, რომ ამაზე არ უნდა ვილაპარაკო! აი, რამდენსაც მინდა, იმდენს ვილაპარაკებ და რასაც მინდა, იმას ვიტყვი, ამ მიმართულებით! ვისაც უნდა, თავისი შუა საუკუნეობრივი სიგიჟეები შეინახოს კარადაში. რას ქვია, ხმა არ ამოიღო?! დაგვემხო ქვეყანა თავზე, ამ ხმის ამოუღებლობით და ტყვილების ლაპარაკით! აგერ, ამბიონიდან ლგბტქ+ს პროპაგანდას გვიქადაგებენ და აღარც ხმა არ ამოვიღოთ?! მაგისთანები დავით აღმაშენებელმა გამოიყვანა, დააჭრა ქუსლები და გაუშვა ველზე. 

 

 

Gami "ნაც. მოძრაობით" კი არ უნდა დაეწყოთ ეს გ ა მ ო ძ ი ე ბ ა, არამედ -- 1. 1991-92 წლების


მოვლენებით და პირველი პრეზიდენტის დამხობით; 2. აფხაზეთის ომით; 3.ზვიად გამსახურდიას მკვლელობით.სანამ ამ მოვლენებს სახელმწიფოებრივ- სამართებლივი შეფასება არ მიეცემა და ყველა მონაწილეს შევარდნაძიდან დაწყებული დამნაშავე არ დაერქმევა, მანამდე ასე იქნება. ყოველგვარის მისტიციზმის გარეშე ვამბობ -- ამ შეფასების გარეშე არანაირი მადლი არ ამ ხელისუფლებას და არც შემდგომს არ ექნება. სამართალი უნდა აღსრულდეს!
1 საათის უკან