ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებამ ზანგეზურის გზასთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ მთავრობაში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს. რამდენიმე დღის წინ, მთავრობის მეთაურმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე, ისლამური რესპუბლიკის ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის, აზერბაიჯანთან და სომხეთთან განიხილა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ მათ მეზობლებთან კარგი ურთიერთობა აქვთ, ზანგეზურის დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით, ირანელი ჩინოვნიკები სერიოზულად არ უნდა შეშფოთდნენ.
„თუ მეზობლებთან და რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაფართოებას ყოვლისმომცველად შევხედავთ, არ არის საჭირო უფრო კონკრეტულ საკითხებზე ფიქრი, მათ შორის, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით სასაზღვრო გადასასვლელების პრობლემაზე. მეზობლებთან ჩვენს ურთიერთობებს სასაზღვრო ბარიერების აღმოფხვრისა და ჩვენი ეკონომიკების ფართო ინტეგრაციის კონტექსტში უნდა შევხედოთ“, - განაცხადა მასუდ პეზეშკიანმა.
ირანის პრეზიდენტმა ჩრდილო-დასავლეთ ირანში სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს „უმნიშვნელო პრობლემები“ უწოდა. მან გამოხატა მთავრობის დამოკიდებულება ქვეყნის ოფიციალური და არაოფიციალური პირების განცხადებების, ასევე მედიაში გავრცელებული კომენტარების მიმართ, ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით. ამით პრეზიდენტმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას ამ პროექტზე განსხვავებული შეხედულება აქვს.
მუსლიმურ ქვეყნებთან და მეზობლებთან ურთიერთობების განვითარებისა და გაფართოების გეგმა ახალი არ არის. ის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ დაიწყო, რომელიც 2024 წელს, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. რადგან ისლამურ რესპუბლიკას, მის მეზობლებსა და მუსლიმურ ქვეყნებს შორის ურთიერთობები საერთოდ არ იყო ნორმალური. ამის მაგალითია მისი პრეზიდენტობის დროს, საუდის არაბეთთან დაზიანებული ურთიერთობების აღდგენა. გარდა ამისა, ირანს არც ავღანეთთან და პაკისტანთან აქვს მთლად სასურველი ურთიერთობა და ამის მაგალითია ავღანელი ლტოლვილების ბოლოდროინდელი დაბრუნება, რომლებმაც თავშესაფარი იპოვეს ისლამურ რესპუბლიკაში. აზერბაიჯანი ერთ-ერთია, მეზობელი და მუსლიმური ქვეყნებიდან, სადაც ირანის ხელისუფლების დამოკიდებულება ჯერ კიდევ სრულად არ დარეგულირებულა.
მოვლენები აჩვენებს, რომ თეირანს ძლიერი ხელი უჭირავს, რომელიც მუდმივად აფერხებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას. ის ყველა მიმართულებით ეწინააღმდეგება ქვეყნებს შორის ურთიერთობების დარეგულირებას.
პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა აზერბაიჯანთან და სომხეთთან ურთიერთობების განვითარებისთვის, ზანგეზურის გზასთან დაკავშირებით, მთავრობაში შექმნილ დაბრკოლებას „უმნიშვნელო“ უწოდა და ამ საკითხს წერტილი დაუსვა. ეს იმიტომ, რომ გარკვეული დროის წინ, ირანის უზენაესი ლიდერის მრჩევლის, ალი აკბარ ვილაიათის შეიხ საფიადინ არდაბილის ხსოვნისადმი მიძღვნილ წერილში, ის ასევე შეეხო აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან და ზანგეზურის გზასთან დაკავშირებულ საკითხებს, შეაფასა იგი, როგორც მისი ქვეყნის მტრების „გეოპოლიტიკური პროექტი“ და განაცხადა: „ეს არის სტრატეგიული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს წინააღმდეგობის ღერძის შესუსტებას და ირანის კავკასიასთან კავშირის გაწყვეტას“.
ექსპერტების თქმით, ისინი ზანგეზურის პროექტით ცდილობენ, ირანის ეროვნულ უსაფრთხოებას ზიანი მიაყენონ. კითხვა ასეთია: როგორ შეუძლია, ზანგეზურის გზას ირანი კავკასიას ჩამოაშოროს? როგორ შეუქმნის ეს გზა საფრთხეს მის უსაფრთხოებას და „წინააღმდეგობის ღერძს“?
ბოლოს და ბოლოს, ირანსა და სომხეთს შორის სახმელეთო გზა არსებობს. ეს გზა მას ამ ქვეყნისგან არ ანცალკევებს, პირიქით, მომავალში მას შეუძლია, დააახლოვოს. ზანგეზურის გზა არ აზიანებს ირანის უსაფრთხოებას. სავარაუდოდ, უზენაესი ლიდერის მრჩეველი ასეთ განცხადებას იმ იმედით აკეთებს, რომ დასავლეთის ქვეყნებიც გამოიყენებენ ამ გზას. თუმცა, ათწლეულების განმავლობაში, თურქეთი ნატო-ს წევრია; პაკისტანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებიც მაღალ დონეზეა. რამდენიმე დღის წინ, შეერთებულ შტატებსა და ისლამურ რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, პაკისტანის ნავთობის რეზერვების განვითარების შესახებ.
ამბიციური „თეორია“, რომელსაც ისინი „წინააღმდეგობის ღერძს“ უწოდებენ, ჩაიშალა სირიაში, ღაზაში, ერაყსა და ლიბანში, „მოძრაობის ლიდერების“ მკვლელობით და ამ ტერიტორიებიდან ირანის ინტერესების მოცილებით. ამიტომ, ასეთი არგუმენტები მათგან, რომლებიც მეზობლებთან და მუსლიმურ სახელმწიფოებთან ურთიერთობების განვითარებას უშლიან ხელს, უფრო აბსურდულია.
არავისთვისაა საიდუმლო, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) ზანგეზურის გზის მოწინააღმდეგეების უკან დგას, რადგან ის აკონტროლებს ქვეყანაში არსებულ ყველა გზას.
გამორიცხული არ არის, რომ მასუდ პეზეშკიანის განცხადება, მთავრობის შიგნით და გარეთ არსებული რეფორმისტული ხაზის წარმომადგენლების მოსაზრებების ერთგვარ კომპილაციად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან ირანში, მთავრობის შიგნით კონსერვატიულ და რეფორმისტულ ხაზებს შორის ბრძოლა ყველა მიმართულებით გრძელდება. ეს ირანის ისლამური რესპუბლიკის დაარსების პირველივე დღიდან დაიწყო.
კონსერვატიული ხაზის წარმომადგენელმა, ყოფილმა პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ, ზანგეზურის გზა „რეგიონში ნატო-ს ყოფნის პლატფორმად და ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ“ მიიჩნია. თუმცა, რეფორმისტი პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი ამ გზით შექმნილ პრობლემებს უმნიშვნელოდ მიიჩნევს. საკითხის გადაჭრის შესახებ მისი განცხადება უფრო კონსტრუქციულია.
ეს მიუთითებს, რომ მთავრობაში ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით წინააღმდეგობებია. სხვათა შორის, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, ჩინეთსა და რუსეთს შორის დადებული შეთანხმებები, რომლებიც მოგვიანებით, კონსერვატორების საქმიანობის გამო დაირღვა, ასევე რეფორმატორი პრეზიდენტების - მოჰამედ ხათამის და ჰასან როჰანის მმართველობის დროს იქნა ხელმოწერილი.