დასავლეთის მკაცრი ტონი და ახალი გაფრთხილება საქართველოს - უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეები და მოსალოდნელი შედეგები

დასავლეთის მკაცრი ტონი და ახალი გაფრთხილება საქართველოს - უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეები და მოსალოდნელი შედეგები

დასავლეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არათუ ურთიერთობები იტვირთება და მხარეები ახალი ფურცლიდან იწყებენ განახლებული დიპლომატიის შენებას, უფრო და უფრო იძაბება - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებენ, რომ მზად არიან გამოიყენონ არსებული მექანიზმები, თუსაქართველოს ხელისუფლება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას განაგრძობს“. ამასთან, მათივე თქმით, ჯერ კიდევ არის დრო, რომ კურსი შეიცვალოს და ვითარება გამოსწორდეს. აღნიშნულსქართული ოცნებისპოლიტსაბჭომ ერთობლივი განცხადებით უპასუხა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, დიპლომატიურ გავლენაშიდიფ სტეიტმაჩაითრია.

ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდი დიდ ბრიტანეთიდან მოსალოდნელ ახალ სანქციებს ელის. ანალიტიკურ წრეებშიც არ გამორიცხავენ სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული. მეტიც, ასეთი გამწვავებული ვითარების ფონზე, არ არის გამორიცხული, დასავლეთმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს, რაც გარკვეულწილად, დიდი დარტყმა იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით, არამედ სოციალური და ეკონიმიკური მდგომარეობის გათვალისწინებითაც.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ დასავლეთი ცდილობს, საქართველოში მმართველი ხელისუფლების შეცვლას და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ სურს წნეხისა და ზეწოლის გაზრდა.

ევროკავშირი და, ზოგადად, კოლექტიური დასავლეთი ვერ თავისუფლდება იმ ინერციისგან საქართველოს მიმართ, რაც გამოჰყვათ აშშ- წინა ადმინისტრაციისგან, რომელიც იყო უკიდურესად კონფრონტაციული და მიმართული იმისკენ, რომ მაქსიმალურად შეესუსტებინათქართული ოცნებისპოზიცია და ქვეყანაში ხელისუფლება შეცვლილიყო - ეს ამოცანა ვერ იქნა მიღწეული, მიუხედავად არაერთი მცდელობისა და მიუხედავად ამ მცდელობებში ჩადებული ფულისა, მაგრამ ჩანს, ეს ინერცია გრძელდება იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ვერ ხედავენ სხვა ალტერნატივებს, თუ როგორ უნდა ესაუბრონ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას - ეს შეიძლება ხელისუფლების ბრალიც იყოს, რადგან მათ შეიძლება მოიკოჭლეს ევროკავშირთან კომუნიკაციაში.

მცდელობაა იმისა, რომ როგორმე შეასუსტონქართული ოცნებისპოზიცია ასეთი განცხადებებით, ასეთი მუქარის შემცველი დაპირებებით, ვფიქრობ, რომ ისინი ჯერ კიდევ ელოდებიან საკუთარი ქმედებების შედეგს. როგორც ჩანს, ისინი ისევ ეყრდნობიან იმ ინფორმაციას, რასაც იგებენ თავიანთიპროქსიჯგუფებისგან, რომლებიც შესაძლოა არწმუნებდნენ იმაში, რომ საკმარისია წნეხი გაზარდოს საქართველოს ხელისუფლებაზე და ხელისუფლება თავისთავად ჩამოიშლება - შესაძლოა, ამით არის განპირობებული ის მზარდი წნეხი, რასაც ისინი ახორციელებენ საქართველოზე, რომ ქვეყანაში შექმნან ასეთი საინფორმაციო განწყობითი ფონი, რომ საქართველოში, შესაძლოა, მალე, ძალიან მძიმე, გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნას და ვიზალიბერალიზაცია გაუქმდეს. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ უვიზოდ მოგზაურობას ევროპაში და ეს გამოიწვევს შიდა აფეთქებებს“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსის შეფასებით, ევროპას აქვს ალტერნატივა, შეასუსტოს ეს დაძაბულობა მხარეებს შორის. როგორც ანჯაფარიძემ აღნიშნა, დასავლეთი უნდა ეცადოს საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის რეჟიმზე გადავიდეს.

როგორც ჩანს, დასავლეთში მიიჩნევენ, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართული წნეხით მიაღწიონ მიზანს. არადა, მათ აქვთ ალტერნატივა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მოძებნონ დიალოგის საშუალებები, სად არის პოზიციების თანხვედრა და განსხვავება და მიაღწიონ გონივრულ კონსენსუსს - ვფიქრობ, ეს უკეთესი გამოსავალი იქნებოდა, ვიდრე ასეთი ნაჯახისებური, ხისტი მოქმედებებით ზეწოლა, რაც საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში იწვევს ევროსკეპტიკურ განწყობას, რაც ევროპას არ უნდა აწყობდეს“, - დასძინა მან.

ამის ფონზე, ისმის კითხვა - რა მოხდება უშუალოდ საქართველოში, თუკი ევროპამ მართლაც გადადგა ეს ნაბიჯი?! - ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ქვეყანაში გარკვეული პროტესტის ტალღას ააგორებს, მაგრამ რთულია თქმა, ეს რამდენად შეუწყობს ხელს ხელისუფლების შეცვლას საქართველოში.

თუ ეს ნაბიჯი გადაიდგა, არ გამოვრიცხავ, რომ ამან საქართველოში საპროტესტო აქციებს შესძინოს ახალი სტიმული, მაგრამ რამდენად იქნება საკმარისი იმისთვის, რომ სახელმწიფოში გამოიწვიონ ისეთი პროცესები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ხელისუფლების ცვლილებას, ამაზე ცალსახა პასუხის გაცემა მიჭირს, თუმცა ერთ-ერთი მყისიერი შედეგი ამ გადაწყვეტილების - უვიზო რეჟიმის შეჩერების - შესაძლოა, იყოს საპროტესტო აქციების გაბევრება და უფრო ინტენსიური და მკვეთრი ხასიათის მიღება, მაგრამ ისმის კითხვა - შემდეგ, რა?! აქვს თუ არა ოპოზიციას იმდენი რესურსი, რომ ქვეყანაში გამოიწვიოს ისეთი ძვრები, რომლებიც სახელმწიფოს მიიყვანდა ახალ არჩევნებამდე და რაღაც კონკრეტულ დათმობაზე ხელისუფლების მხრიდან?! - ვგულისხმობ, ევროკავშირის მოთხოვნებს.

თუქართულმა ოცნებამრადიკალურად შეცვალა კურსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის პოლიტიკურ თვითმკვლელობას მოაწერს ხელს, რადგან მისი ამომრჩევლები ლოგიკურად დასვამენ კითხვას - მაშინ, რატომ გვაწვალებდით მთელი 4-5 წელიწადი?! - თუ მოხდა უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ეს მიმართული იქნება იქითკენ, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ აგორდეს საპროტესტო ტალღა, მაგრამ ჩვენ დავაკვირდეთ იმას, რამდენად მაშტაბური იქნება ეს საპროტესტო ტალღა. ვფიქრობ, რომ ეს ტალღა იქნება მნიშვნელოვანი, რადგანოცნებისმხარდაჭერები და მომხრეებიც სარგებლობენ უვიზო მიმოსვლის სიკეთეებით, მაგრამ რამდენად მოახდენს ეს ისეთი პროცესების ინიცირებას, რომ საქართველოს ხელისუფლება შეიცვალოს, ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ ჩვენთან ინტერვიუში.