აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მკაცრად აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილს და აცხადებს, რომ „ქვეყნის დე ფაქტო ლიდერი საკუთარ ინტერესებს აყენებს საქართველოს ინტერესებზე მაღლა“. ელჩი ამტკიცებს, რომ ივანიშვილმა უარი განაცხადა შეხვედროდა მას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილთან დაკავშირებით და დასძენს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გაგზავნილი წერილი ვაშინგტონში მუქარად და შეურაცხმყოფელ ჟესტად აღიქვეს.
დიპლომატის ეს განცხადებები მწვავე რეაგირების საფუძველი გახდა. ანალიტიკოსი და „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი for.ge-თან ამბობს, რომ დანიგანის მხრიდან არაერთი ცრუ განცხადება და ორმაგი სტანდარტია დაფიქსირებული, მათ შორის, შვეიცარიული საბანკო თანხების ბლოკირების, აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვის დამალვისა და ვაშინგტონში არასდროს გაგზავნილი ბრალდებების შესახებ:
„ელჩი, რომელიც ობიექტური დოკუმენტების ნაცვლად მხოლოდ ინტერპრეტაციებით საუბრობს, ვერ იქნება სანდო მხარე... ჩვენ ვუსურვებთ მშვიდ სიბერეს და ვთხოვთ, ხელი აიღოს შანტაჟსა და ცილისწამებაზე“, - ამბობს ქართველიშვილი.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ აშშ-სთან პარტნიორობა მხოლოდ მაშინ იქნება სასარგებლო, თუ ის დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემასა და სუვერენიტეტის აღიარებაზე. მმართველი პარტიის მესიჯბოქსი უარყოფს დასავლეთის მტრულად მოხსენიებას და აცხადებს, რომ მიმდინარეობს ოპონენტების მხრიდან დისკრედიტაციის მცდელობა, რათა ქვეყანას ახალი სანქციები და პოლიტიკურ ზეწოლა დაუწესდეს.
აშშ-ის გადამდგარმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისადმი გაგზავნილი არასაჯარო წერილი ვაშინგტონში „მუქარის შემცველად, შეურაცხმყოფლად, არასერიოზულად და უკიდურესად ცუდად იქნა მიღებული“.
დანიგანის განცხადებით, მას სურდა ბიძინა ივანიშვილთან პირადი შეხვედრა, რათა გადაეცა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, რუბიოს პასუხი. ელჩის თქმით, „თავად რუბიომ მთხოვა, რომ ეს პასუხი ივანიშვილისთვის პირადად გადამეცა“, თუმცა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა.
„მე მგონია, რომ თუკი ქვეყნის დე ფაქტო ლიდერს არ სურს შეხვდეს აშშ-ის ხელმძღვანელობას ან მიიღოს გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციისგან, ის, ფაქტობრივად, თავის პირად ინტერესებს აყენებს ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა“, – განაცხადა ელჩმა.
დანიგანმა არ დამალა, რომ ეჭვი სწორედ ივანიშვილის ასეთმა დამოკიდებულებამ გაუჩინა: „ვთხოვე მასთან შეხვედრა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, მაგრამ მან თქვა, რომ სანქცირებულია და ამიტომ ვერ შემხვდებოდა“, - განაცხადა დანიგანმა.
ელჩის თქმით, ივანიშვილი მართავს ქვეყანას ფაქტობრივად: „ვფიქრობ, მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობამ იცის, რომ მთავრობას მართავს ბიძინა ივანიშვილი“, - ამატებს ის.
დანიგანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც აშშ-სგან ქვეყნის იზოლაციას იწვევს.
„მთავრობა ყოველდღე აცხადებს, რომ ჩვენი პარტნიორობა არაფერს ნიშნავს... როცა სინამდვილეში ჩვენ ვართ საქართველოს სუვერენიტეტის უდიდესი მხარდამჭერები. ასეთი რიტორიკა შეურაცხმყოფელია აშშ-ის მთავრობისთვის“,-განაცხადა დანიგანმა.
„გადამდგარი ელჩის ინტერვიუს პრეზიდენტ ტრამპის მიერ პროპაგანდისტობაში მხილებული „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს - არც ერთი და არც მეორე ჩვენთვის საინტერესო არ არის! შეგახსენებთ, რომ თავის დროზე „რადიო თავისუფლება“ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ შექმნა და ფარულად მისი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რობინ დანიგანის ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად პაპუაშვილმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ გადამდგარი ელჩის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას აზრი არა აქვს და ამის ინტერესი არ გააჩნია.
„პროპაგანდისტული მედია თავად ტრამპის მიერ არის მხილებული და დაფინანსებაშეწყვეტილი. მისი სურვილია, რომ „რადიო თავისუფლება“, როგორც პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, საერთოდ დაიხუროს. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე “რადიო თავისუფლება“ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ შექმნა და ფარულად მისი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. შემდეგ გარკვეული სხვა სქემები დალაგდა, თუმცა ეს არის ოფიციალურად პროპაგანდისტული მედია. მათი მხრიდან გავრცელებულ გადამდგარი ელჩის ინტერვიუზე ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ!
ჩვენს ორს შორის ვადამდე ვინ გადადგა, მგონი, ყველა ხედავს - ასე რომ, როგორც იტყვიან, ყველაფერი გასაგებია. გადამდგარი ელჩის განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთება ჩვენი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი, რომელიც პენსიაზე გავიდა, აშკარად რჩება იმ პოლიტიკურ დროში, სადაც დემოკრატიული პარტიის დღის წესრიგით მოქმედებს,“ – აცხადებს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-თან საუბარში.
მისი თქმით, უკეთესი იქნებოდა, ელჩი გაცილებით ადრე გასულიყო პენსიაზე, რადგან დღეს მის განცხადებებს პრაქტიკულად აღარაფერი შინაარსობრივი და პოლიტიკური წონა აღარ აქვს.
„შესაძლოა, რეაგირება არც კი გამეკეთებინა მის განცხადებაზე, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – ელჩმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ბედი უფრო ანაღვლებს, ვიდრე ქვეყანა და ხალხი. ასეთ შეფასებას ის ადამიანი არ იმსახურებს, რომელმაც 3 მილიარდამდე დახარჯა ქველმოქმედებაზე, არასდროს გაუყიდია ქვეყნის ინტერესები და საკუთარ ფულად პრობლემებზე მსხვერპლად არ გადაუცია სახელმწიფო.
როცა ელჩი მსგავს შეფასებას აკეთებს და არც ერთი საჯარო განცხადება არ გაუკეთებია შვეიცარიულ ბანკებში მიმდინარე უხეშ ფინანსურ დარღვევებზე, ეს ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია. როგორ შეიძლება, ასეთ ფონზე ვინმემ გულწრფელობაზე პრეტენზია წამოაყენოს ან ეჭვქვეშ დააყენოს ივანიშვილის ერთგულება ხალხისა და ქვეყნის მიმართ?!
ელჩის კომენტარების სიღრმეში არაფერია რეალობასთან მიახლოებული. საუბარია იმაზე, თითქოს პრემიერ-მინისტრმა ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის შეურაცხმყოფელი წერილი გაგზავნა. ამასთანავე, უკვე 40 დღეა გასული მაისის დასაწყისიდან და დღემდე დანიგანს არ გამოუქვეყნებია აშშ-ის საელჩოს ვებ-გვერდზე ტრამპის მიერ პრეზიდენტ ყაველაშვილისთვის მისალოცი წერილი, რაც პირდაპირი უპატივცემულობაა როგორც ტრამპის, ისე აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ“,-ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ასევე, ელჩს არ ჰქონია რეაქცია იმ ყალბ ცნობებზე, რაც ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და ქვეყანას სერიოზული ბრალდებები წაუყენა.
„ასეთი რამ რომ მართლა მომხდარიყო, საელჩოს ვებსაიტზე შესაბამისი განცხადება აუცილებლად გამოქვეყნდებოდა. თუმცა ამის დამადასტურებელი არც დოკუმენტია და არც პოზიცია. ეს უკვე ელჩის მხრიდან შერჩევითობის და შულერობის გამოვლინებაა – როცა ერთი მხრივ მალავს რეალურ წერილს, მეორე მხრივ კი არ უარყოფს დეზინფორმაციას. ასეთ შემთხვევაში, მისგან ობიექტურობაზე საუბარი სერიოზულად აღსაქმელი აღარ არის“,-ამბობს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსის თქმით, არ არის გასაკვირი, რომ ელჩმა მსგავსი აბსურდული განცხადებები გააკეთა:
„ამ ქვეყნის სამიათასწლიან კულტურასა და სახელმწიფოებრივ მენტალობას ვერ დაამარცხებს ის, ვისაც მხოლოდ ორასსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენ ვისმინეთ და გავიგეთ – რას ცდილობდა ელჩი და რა იყო მისი ნარატივი. მაგრამ ეს ყველაფერი ობიექტურობასთან ახლოსაც არ არის - ეს არის მიზანმიმართული დესტრუქცია“, - ამბობს ანალიტიკოსი.
ქართველიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას გააჩნია სათანადო დოკუმენტაცია, მათ შორის ვიდეომასალებიც, რომლებიც ადასტურებს, რომ წინა ელჩი საქართველოსგან პირდაპირ ომში ჩართვას ითხოვდა.
„ეს არის შოკისმომგვრელი მასალები, მაგრამ საქართველოს მთავრობა ამ ეტაპზე არ ამწვავებს ურთიერთობას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ველით, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია გადახედავს ურთიერთობების ფორმატს და აღარ გაიმეორებს წინა ორი ელჩის მიერ დაშვებულ შეცდომებს.
საქართველოს შანტაჟი, ცილისწამება და დესტაბილიზაციის მცდელობები შედეგს ვერ გამოიღებს. დანიგანს კი მშვიდობიან სიბერეს ვუსურვებ თავის ქვეყანაში – იქ, სადაც არც „პოლარიზაციაა“, არც „უსამართლობა“ და არც „დაპირისპირების“ საფრთხე“, - ამბობს ანალიტიკოსი და ვარაუდობს, რომ ყოფილი ელჩი ცდილობს, საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ სიტყვებზე წამოაგოს, რათა შემდგომში ახალი საინფორმაციო ინტრიგები ააგოს: „მაგრამ სჯობს, ელჩი მშვიდად წავიდეს და შესაძლებლობა მისცეს ახალ დიპლომატს, ჩამოყალიბდეს უფრო გონივრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა“.
ამ თემაზე მაშინ ძალიან კარგი საუბრები იყო ხოლმე
იქ ხშირად ვამბობდით ხოლმე, რომ 3 ათას წლიან ქვეყანას, ამ გაურკვეველი ჯიშის წარმონაქმა ქვყეანამ, ჩვენ რა უნდა გვასწავლოს, ჭკვას რომ გვარიგებენო..............მოკლედ ჩვენს მიმართ(და არა მარტო ჩვენს მიმართ) ამერიკის ,,კაიკაცობებზე,, აქ ძალიან ბევრი სჯა-ბაასი გვქონდა ხოლმე.
ხოოდა მაშინ ვამბობდით, რომ ამერიკის საქართველოსადმი ასეთი კოლონიური დამოკიდებულების გამო (მათი ელჩების ქმედებებიდან გამომდინარე) ძალიან მალე ამერიკის ავტორიტეტი ნოლზე დავა, ხოლო მათ საელჩოს კიდევ ფეხქვეშ გავიგდებთო....
ფეხქვეს გაგდებაა, აბა რა აარის, როცა ამერიკის საელჩოს, (მათი ელჩის თამადობით) ნაცების გარდა არავინ რო აღარ უსმეენს?.
გინდ მაგათ უთქვიათ რამე და გინდ ბატს გაუკუებია--ორივეს ერთი ძალა აქვს უკვე --ანუ ნოლი
ჩვენმა ქვეყანამ უკვე ხმამაღლა განაცხადა(დაჟე მსოფლიო მასშტაბით) რომ ამერიკის ჩვენს მიმართ ასეთი კოლონიური დამოკიდებულება, ჩვენთვის მიუღებელია და თუ ჩვენთან ნორმალური, თანასწორი ურთიერთობა არ უნდათ მაშინ............. ჯანდაბაშიც წასულან
მიდიან კიდეც ჯანდაბაში, თანაც ჩქარი ხოდით ....მაგათი ბოლო მაინც ეგააა!!!!!!!!!!!!
მოკლედ ძალიან მიხარია, ამერიკის პიდარასტობა--ჩათლახობები ასე სახალხოდ ზედაპირზე რომ ამოტივტივდა და ქვეყანა ცრუ ილუზიებიდან გამოვიდა
და რომ მიუხედავად დიდი სიძნელეებისა, თუ ჩვენ თავს თვითონ ჩვენ არ მივხედავთ, ისე არფერი გამოვა
და რომ უანგაროდ სხვა არავინ არაფერს არ დაგვეხმარება
და რომ მუქთა ყველი მხოლოდ სათაგურშია
და სხვისი ნებისმიერი დახმარება ყელში რომ ამოგვივა
და ამერიკა რომ ჩათლახ რუსზე უარესია, ესეც კარგად გამოჩნდა....
მოკლედ მგონი გამოვდივართ ამ ცხრაკლიტულიდან და ქვეყანა ნორმალურ გზაზე დგება..
...ისე ასეთი მართლა დამოუკიდებელი საქართველო მე არ მინახია. და საერთოდ--- საქართველოს მომავალ ბედიღბალზე, მიუხედავად საქართველოს ძალიან დიდი გაჭირვება -უბედურებებისა, მე მაინც ყოველთვის იმედებით ვიყავი და ვარ
ხოოდა და მგონი მართლა გამოჩნდა გვირაბოის ბოლოს სინათლე
ვნახოთ...იმედია ასე იქნება
და მაინც (უამისოდ არ გამოვა)----------------------------------------ქუნემ კოლუმბი, ქუნემ!!!! .............ქუნემ .მარადჟამს !!!!!!!!!!!!!!!!!
და ეგეც მაგათი გაგორებლი ფალავანი.... (ანუ ლენჩი)
ხოოდა სადაც თავისი დაიკვეხონ, იქ ჩვენიცა თქვან
ამერიკა ფარჩაკი არააა----ამერიკა ჩათლახია ჩათლახი, თანაც ძალიან მაღალ;ი პრობის