სტაფილო გაასუფთავეთ, დაჭერით წვრილ ჩხირებად. ხახვი გაფრცქვენით და დაჭერით რგოლებად. აურიეთ ბრინჯი და მარილი ხელით და გარეცხეთ წყლის ნაკადის ქვეშ.
ქვაბში ჩაასხით 1 ლიტრი ზეთი, გააცხელეთ, დაამატეთ დაფნის ფოთოლო და 2-3 მიხაკი, ხახვი. მოთუშეთ ხახვი ოქროსფერის მიღებამდე, შემდეგ ზეთიდან ამოიღეთ ხახვი, დაფნა და მიხაკი.
ზეთში დაამატეთ ქათმის ბარკლები, მოხრაკეთ 5 წუთი და გადაიღეთ ჯამზე. ზეთში ჩააწყვეთ სტაფილო. მოთუშეთ თავდახურულად. პარალელურად გააცალკევეთ ქათმის ხორცი ძვლისგან. შემდეგ ხორცი ჩააწყეთ ქვაბში, მოთუშეთ 10-15 წუთი.
დაამატეთ ბრინჯი, არ აურიოთ. დაასხით წყალი ბრინჯის დონიდან ოდნავ მაღლა. მოაყარეთ ფლავის სუნელები (ძირა). თავსახური არ დააფაროთ, დაელოდეთ ბრინჯის მიერ წყლის შეწოვას. ამის შემდეგ დაამატეთ ნიორი და ქვაბს დაახურეთ თავზე. მომზადებული მასა აურიეთ და კერძიც მზადაა.
ინგრედიენტები:
1 კგ სტაფილო
1კგ. ბრინჯი,
4 თავი ხახვი,
დაფნის ფოთოლი,
მიხაკი,
1 ლიტრი მზესუმზირის ზეთი,
1 თავი ნიორი,
მარილი გემოვნებით.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ჩინური.