დრო მშვიდობისთვის თუ მზადება შეტევისთვის? – რას ემსახურება ტრამპის ორკვირიანი ვადა ირანთან მიმართებით

დრო მშვიდობისთვის თუ მზადება შეტევისთვის? – რას ემსახურება ტრამპის ორკვირიანი ვადა ირანთან მიმართებით

ეს კი ყველაზე კარგად უკრაინის ომთან სამშვიდობო მოლაშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ირანზე შესაძლო სარაკეტო დარტყმების გადადების შესახებ, for.ge-თან ექსპერტები განსხვავებულად აფასებენ. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი ტრამპის სურვილია, წარმოაჩინოს თავი როგორც მშვიდობისმყოფელად და მოემზადოს სამხედრო ოპერაციის სამართლებრივი დასაბუთებისთვის. ხოლო მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ეს შესაძლოა დროის მოგებაა - როგორც დიპლომატიური პროცესის შესაფასებლად, ისე ტრამპის სტილის ნაწილი, როცა გადაწყვეტილებებში ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. აპარაკებების პროცესში გამოჩნდა, როცა ის დროს ასახელებს, თუმცა გადაწყვეტილებას რეალურად ვერაფერზე იღებს.

როცა მთელი მსოფლიოს მოლოდინი იყო, რომ ამერიკა ირანს რამდენიმე საათის განმავლობაში დაარტყამდა, აშშ-ს დონალდ ტრამპმა ირანს ორკვირიანი ვადა მისცა. ტრამპი ირანს სრული კაპიტულაციისკენ მოუწოდებს და იმეორებს, რომ არ დაუშვებს ქვეყანას ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ჩაერთვება თუ ამ მიზნის მისაღწევად შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ მიმართულ საბრძოლო მოქმედებებში 2 კვირაში გავიგებთ.

შეერთებული შტატები ირანში ფორდოს ურანის გამდიდრების ქარხანაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღით დარტყმის შესაძლებლობას დასაშვებად მიიჩნევს. განიხილება ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბების გამოყენებაც. ინფორმაცია თეთრი სახლის თანამდებობის პირზე დაყრდნობით „ფოქს ნიუსის“ კორესპონდენტმა ჯეკი ჰენდრიქსმა გაავრცელა.

ირანის ბირთვული პროგრამა ჟენევაში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანელ კოლეგასთან განიხილეს. საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა ირანს გადასცეს კომპლექსური დიპლომატიური წინადადება, რომლის მიზანიც ისრაელთან კონფლიქტის დეესკალაციაა. „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თეირანი მზად არის, შეხვედრაზე განიხილოს ურანის გამდიდრების შეზღუდვის საკითხი. თუმცა განსხვავებულია ოფიციალური პოზიცია, ისლამური რესპუბლიკა ბირთვული პროგრამის დახურვას არ აპირებს.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციის შედეგებზე ევროპას და ამერიკას აფრთხილებს ანკარა. თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ირანსა და ისრაელს შორის ომმა, შესაძლოა, ევროპაში მიგრაციის ნეგატიური პროცესები გამოიწვიოს.

დაპირისპირებას ეხმაურება პარიზიც. საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები უნდა შეწყდეს.

ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი და ირანისტი ვასილ პაპავა for.ge-თან საუბარში ამბობს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება – ორი კვირით გადადოს ირანზე სარაკეტო დარტყმების განხორციელება, პირდაპირ არის დაკავშირებული მის სურვილთან, საკუთარი თავი ამერიკელ ამომრჩეველსა და საერთაშორისო საზოგადოებას მშვიდობიანი ინიციატივების მქონე ლიდერად წარმოუჩინოს.

„ტრამპის მიერ ირანისთვის ვადის მიცემა მიუთითებს იმაზეც, რომ დიპლომატიურ გზას მხოლოდ მოკლევადიან ფანჯარად განიხილავს. შედეგად, შესაძლოა, ის მთლიანად საპირისპირო გადაწყვეტილებამდე მივიდეს და საბოლოოდ მაინც შეუერთდეს სამხედრო ოპერაციას. ეს დრო მას სჭირდება იმისთვის, რომ თქვას, ვცადე ყველა დიპლომატიური რესურსი, ვეცადე მოლაპარაკებით მოგვარებულიყო საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღე ძალის გამოყენების გადაწყვეტილება. ანუ, ერთი მხრივ ტოვებს მოლაპარაკებების ფანჯარას და მეორე მხრივ, იმ შემთხვევისთვის ემზადება, რომ ითქვას – ირანმა სხვა გზა არ დამიტოვა“, - ამბობს პაპავა.

მისი თქმით, ეს პაუზა ირანსაც აძლევს დროის რესურსს. როგორც პაპავა განმარტავს, ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ირანი უკვე აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკებებში აშშ-თან. შუამავლის როლს ომანი ასრულებდა და დღესაც ასრულებს. ორივე მხარის ცნობით, მოლაპარაკებები რთულად, მაგრამ პროგრესულად მიმდინარეობდა და საფუძველი არსებობდა შეთანხმებისათვის, თუმცა ისრაელის სამხედრო კამპანიამ ეს პროცესი შეაჩერა.

„ფაქტია, რომ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას ამერიკის ადმინისტრაცია არ ჩქარობს. ამ ეტაპზე, მას, უბრალოდ, მზად არ აქვს ინფრასტრუქტურა და სტრატეგიული მოცემულობა. ეს ორკვირიანი პაუზა სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ სცადონ პრობლემა მშვიდობიანი გზით მოაგვარონ. თუმცა, ეს ისრაელის ინტერესში არ შედის. მისი სამხედრო ოპერაციები მოკლევადიანზეა გათვლილი და სტრატეგია სწრაფ, დამანგრეველ დარტყმებზეა ორიენტირებული. გრძელვადიან ომზე ისრაელის სამხედრო მანქანა არ არის მორგებული – არა იმიტომ, რომ ტექნიკური რესურსი არ აქვს, არამედ იმის გამო, რომ ირანის მიერ მიყენებული ზიანი ქვეყანაზე და მოსახლეობაზე უკვე სერიოზულად აისახა.

ბალისტიკური რაკეტების უმეტესობას „რკინის გუმბათი“ იჭერს, მაგრამ სისტემის გადატვირთვის შემთხვევაში ნაწილი მაინც აღწევს მიზანს. ეს არის რისკი, რომელსაც ისრაელი მარტო ვეღარ გაუმკლავდება. ამიტომ მისთვის აუცილებელია, რომ აშშ კონფლიქტში ჩაერთოს და ეს ორკვირიანი პაუზა მათ ინტერესებში არ შედის“, - ამბობს ექსპერტი.

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი გიორგი ხატიაშვილი კი for.ge-თან ფიქრობს, რომ ტრამპის გადაწყვეტილებაში რამდენიმე ასპექტია გასათვალისწინებელი. მისი თქმით, ტრამპს არ სურს დაუფიქრებლად ჩაერთოს ომში და ამ ნაბიჯით ცდილობს დაიცვას საკუთარი იმიჯი, როგორც ლიდერის, რომელიც, პირველ რიგში, მშვიდობის გზას ირჩევს.

„ამ ორი კვირის ვადის რეალურობაში ჯერ კიდევ ეჭვები არსებობს. ტრამპის პოლიტიკური ისტორია და რიტორიკა გვიჩვენებს, რომ მსგავსი დათქმები ხშირად აღარ სრულდება. იგივე ვნახეთ უკრაინის ომთან დაკავშირებით – მაშინაც ორკვირიან ვადებს ითხოვდა და საბოლოოდ ვერაფერი გადაწყვიტა. ასე რომ, ტრამპის ეს ორ კვირა შესაძლოა „რიჟა ბაზარიც“ აღმოჩნდეს. ამ ეტაპზე ირანელები ჟენევაში ევროპელ დიპლომატებს ხვდებიან და ტრამპიც ელოდება ამ მოლაპარაკებების შედეგებს. შესაძლებელია, რომ ეს ორი კვირა ოთხი ან ექვსი კვირაც გახდეს, არაფერია გამორიცხული. ეს არ არის ტრამპისგან ქვაში ამოკვეთილი ვადა“, - ამბობს ხატიაშვილი.

მისივე თქმით, ტრამპმა ტონი აშკარად შეარბილა. პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ იციან, სად იმყოფება ირანის სულიერი ლიდერი, თუმცა ამ განცხადებას მალევე მოჰყვა ორკვირიანი ვადის გამოცხადება, რაც მიუთითებს, რომ ტრამპის მუქარა ბოლომდე მუქარა არაა.

„ტრამპი არ ჩქარობს, რადგან აცნობიერებს, მხოლოდ ატომური ობიექტის დაბომბვით საქმე არ დამთავრდება. ირანი შურისძიებით იმუქრება. შეუძლებელია ბომბავდე ქალაქებს და ამავე დროს ხალხს მოუწოდებდე აჯანყებისკენ. რეალურია, რომ მოსახლეობა, რომელიც უკვე დაშინებულია, ქუჩაში არ გამოვა. ოპოზიციაც დაშლილია და უძლურ მდგომარეობაშია. მოლოდინი, რომ ბომბდამშენების ფონზე შიდა გადატრიალება მოხდება, აბსურდია. ტრამპმაც კარგად იცის ეს და ამიტომ არ შედის ღრმად ომში, საიდანაც დაზიანების გარეშე ვერ გამოვა. მას სჭირდება დრო, ხოლო ისრაელი ცდილობს აშშ-ს კონფლიქტში ორივე ფეხით შემოიყვანოს, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური კუთხით, რადგან მის მაგიერ გასაკეთებელსაც ის აკეთებს. დრო კი ახლა ცუდად ისარელზე მუშაობს და არა ირანზე. მას პირიქით, დრო სჭირდება“, - ამბობს ხატიაშვილი.