„ე.წ. პოლიტპატიმრის სტატუსით მეტი ფულის მიღება უფრო მარტივი იქნება“ - ოპოზიციის „მიგნება“

„ე.წ. პოლიტპატიმრის სტატუსით მეტი ფულის მიღება უფრო მარტივი იქნება“ - ოპოზიციის „მიგნება“

მორალური უპირატესობის მოპოვების მცდელობა, საზოგადოებაში პრინციპული ლიდერების პოზიციის გამყარება და ყურადღება დასავლეთიდან - ასე აფასებენ ანალიტიკოსები და მმართველი გუნდის წარმომადგენლები „ახალის“ ლიდერების ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას და ახლა უკვე ნიკა გვარამიას ციხეში წასვლას.

ნიკა გვარამია, თანაპარტიელების მსგავსად, დაკავებულია და უკვე ციხეში იმყოფება. პოლიტიკოსი 13 ივნისს თავად მივიდა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში. სასამართლო სხდომის პარალელურად, ის სამართალდამცველებმა პენიტენციური დაწესებულების მისაღებიდან პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, შემდეგ კი ციხეში შეასახლეს.

პოლიტიკოსი საპატიმროსთან მივიდა მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. სხდომაზე მას აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით შეუცვალეს. საფუძველი გახდა 30 ათასლარიანი გირაოს გადაუხდელობა. საქმე აღძრულია პარლამენტში მოქმედი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე. პოლიტიკოსი კომისიაზე არ გამოცხადდა.

იგივე ბრალდებებით და გირაოს გადახდაზე უარის გამო ზურაბ ჯაფარიძის 22 მაისს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ხოლო ნიკა მელიას დაკავება 29 მაისს სასამართლო სხდომის წინ, ადმინისტრაციული სასჯელის საფუძველზე, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით მოხდა. 30 მაისს სასამართლოზე მან გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რისთვისაც მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ სამართლებრივი პროცედურები ყველასთვის თანაბრად მოქმედებს და ვერავინ იქნება კანონზე მაღლა. მათი თქმით, პოლიტიკოსების მიერ სასამართლოსა და საგამოძიებო კომისიის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ქმნის პრეცედენტს, რომელიც სამართლებრივ პასუხს მოითხოვს.

მთავრობაში გვარამიას საქმის პოლიტიზებას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ მისი წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ გირაოს გადაუხდელობის და საგამოძიებო პროცესის იგნორირების გამო მოხდა. ხელისუფლების განცხადებების თანახმად, ოპოზიციის ლიდერების მსგავსი ქმედებები მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილი და წინასაარჩევნო კამპანიის სტრატეგიული ელემენტია.

„საკითხი მარტივადაა. მგონია, შეგნებულად აკეთებენ ამას, რომ დრამა დადგან. თითოეულმა მათგანმა იცოდა, რომ არის კანონი, მოსამართლის გადაწყვეტილება. არ გინდა ციხეში ჯდომა? - მაშინ გადაიხადე გირაო და როგორც ვაშაძე დარბის გარეთ, იარე და გააგრძელე ის ფუჭი და ცრუ პოლიტიკური მოღვაწეობა. არ იხდი? მაშინ წესი არის, დაგაკავებენ. მორჩა, მარტივია. ყველა აკეთებს თავის არჩევანს. შეზღუდულები არ არიან. არ გადაიხადე? მოგისაჯა სასამართლომ! ნებისმიერი მოქალაქე ასე იქნება, მე ვიქნები თუ სხვა, შესაბამისად, არჩევანში არიან თავისუფალი.

მოსამართლის მიერ დადგენილად თუ არ იხდი გირაოს ე.ი. შეგნებულად მიდიხარ, რომ ჩაჯდე. ახლა ეს პოლიტიკური ქულის მომტანი იქნება, თუ ცოტა ხანში დაიწყებენ, „იქნებ შეგვიწყალონ“ და რაღაც, ვნახოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველას აქვს თავისი არჩევანი. დააშავე? არის კანონი, სასამართლო გადაწყვეტილება, კეთილი ინებე და აღასრულე. არ აღასრულებ? - ციხე!“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი აბსურდს უწოდებენ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო დაკავებას.

„ძალიან მძიმეა საყურებლად, სანახავად, გასაანალიზებლად და გასააზრებლად რაოდენ ნორმალიზება ხდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური ლიდერების ანგარიშსწორება, მათი დაპატიმრება. სრული სოლიდარობა ნიკა გვარამიას. მე დარწმუნებული ვარ, ნიკა გვარამია და სხვა პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები ძალიან მალე იქნებიან გარეთ“, - აცხადებს პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძე აშკარად ცდილობენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრას. ანალიტიკოსის შეფასებით, ისინი მიზანმიმართულად მიდიან რადიკალურ ნაბიჯებზე, რათა პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვონ - იქნება ეს ფინანსური სახის თუ რეიტინგული უპირატესობა.

„მათ სხვა არჩევანიც ჰქონდათ - მომზადებულიყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ემოგზაურათ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და ხალხისთვის თავიანთი პოზიცია გაეცნოთ. შეეტყოთ, რა აწუხებს მოქალაქეებს და, როგორც პოლიტიკოსების ვალდებულებაა, კონცენტრირებულიყვნენ ამ პრობლემებზე. გირაოს გადახდაც კი შეიძლებოდა ამ მოტივით გაემართლებინათ, რომ ამომრჩეველთან კომუნიკაცია სურდათ და წინასაარჩევნო პერიოდში საკუთარ ამომრჩეველს ვერ უღალატებდნენ. ამის ნაცვლად კი მათ აირჩიეს უფრო ხმაურიანი და დემონსტრაციული პოზიცია“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციური ლიდერები ამ ქმედებებით სხვა ტიპის დივიდენდებს ელოდებიან.

„შესაძლოა, მათ ეს დასავლეთიდან დავალების სახითაც მიიღეს. ან, უბრალოდ, დაფინანსების კუთხით პრობლემები აქვთ და ფიქრობენ, რომ ეს გზა ყველაზე მარტივია. დასავლეთიდან ფინანსური რესურსი ისედაც შემცირებულია და ასეთ პირობებში, ე.წ. პოლიტპატიმრის სტატუსი, როგორც ჩანს, დასავლელი პარტნიორების ყურადღების მიპყრობასა და თანხების მიღებას ამარტივებს. უკვე დაიწყო განცხადებები და გამოხმაურებები - სწორედ ამას ემსახურება ეს ნაბიჯები. დასავლეთის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს მუდმივად სურთ, საქართველოში იყოს დაპირისპირება, დაძაბულობა, არეულობის პოტენციალი. ასეთ პირობებში, რადიკალურ გზაზე წამსვლელ პოლიტიკოსებს მეტი თანხის მიღების შანსები ეზრდებათ. მელიას პერფორმანსი, თითქოს „გმირულად“ მივიდა ციხესთან, სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია. ეს არის წინასწარ გაწერილი სცენარი, რომელსაც ეს პარტია მიჰყვება. თუმცა, საბოლოო ჯამში, ქვეყნის შიგნით რეალურად რას მოიპოვებენ, ეს კიდევ გასარკვევია. თუ არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას და გამოეთიშებიან პროცესს, ეს სივრცეს სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის და ლიდერებისთვის გაათავისუფლებს და მათ წინ წამოწევის შანსს მისცემს,“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, საყვარელიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი კანონით უნდა დაარეგულიროს, რეაგირება ადეკვატური უნდა იყოს და სწორედ ამას აკეთებს კიდეც.

„ყველამ უნდა დაინახოს, რომ „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობებს და არც იმას, რომ ძალაუფლებაში დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელთა მმართველობა საზოგადოების უმრავლესობას აღარ სურს. ამიტომაც „ოცნებას“ სხვა გზა არ რჩება, სამართლებრივად უნდა გასცეს პასუხი ყველა მსგავს ქმედებას“, - აცხადებს საყვარელიძე.

Gami ქუჩის ტყლაპოს "სკამაროხები".
10 საათის უკან
მარბიელი ციხესთან მისვლა, ძალადღიმილიანი სახე ... ეს ყველაფერი პოზაა კაცისგან, რომელმაც სულ ახლახან დაკავებისას თავი მოიმკვდარუნა :))
თუ ტრაკი აქვს და ხალხის მხარდაჭერა აქვს, მოითხოვოს საერთო საკანში მოთავსება
9 საათის უკან
მარბიელი მეტი ფული? ფული თუ გინდათ ზ ჯაფარიძესავით გახდა არ გეყოფათ; კიკუსავით!
7 საათის უკან