ბოლო წლებში სიგრილემ ზაფხულის შუა წელში გადმოიწია და სიცხეებმა კი აგვისტოს ბოლოსკენ. ახლა ქვეყანში უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება. ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე საუბრობს როდის გამოიდარებს მთელ ქვეყანაში.
„საქართველოში სიცივე ჩრდილოეთიდან წამოსულ ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით არის გამოწვეული, რომელიც დასავლეთიდან, შავი ზღვის მხრიდან შემოდის. გარკვეულწილად რასაკვირველია კლიმატის ცვლილება მოქმედებს, მაგრამ დამაიმედებელი ის არის, რომ მომდევნო კვირიდან დათბება.
ევროპის სიცხეები წამოვა საქართველოსკენ მომავალი კვირიდან ოღონდ შესუსტებული ფორმით. ისეთი საგანგაშო ნიშნული არ იქნება. ევროპაში სამხრეთიდან წამოსულმა ჰაერის მასამ მოახდინა გავლენა, ჯერ დასავლეთ, შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში. ახლა ეს სიცხეები ჩვენკენ მოიწევს.
ცხელი ზაფხული გვექნება, შედარებით ნაკლებად ნალექიანი. თუმცა ცალკეულ პერიოდებში იქნება შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების შემოჭრა, რასაც მოჰყვება ამინდის გაუარესება, წვიმა, ქარი და ტემპერატურის კლება მაღალი ნიშნულიდან დაბალი ნიშნულისკენ.
ადრე თუ იყო ივნისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე იყო სიცხეები და გამოთქმაც არსებობდა, რომ ფერიცვალების შემდეგ აუცილებლად აგრილდებოდა, ახლა ასე აღარ არის. მაქსიმალური ტემპერატურები აგვისტოში უფრო ფიქსირდება", - განუცხადა "ამბებს" ქოქოსაძემ.