საგრანტო კონკურსით შენიღბული სპეცოპერაცია

საგრანტო კონკურსით შენიღბული სპეცოპერაცია

საკითხისადმი შემოქმედებით მიდგომას, უფრო მოკლედ „კრეატიულობას“, საზღვრები არ გააჩნია და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა კრეატიულად მიდგომოდა საქართველოში ადგილობრივი არჩევნების ჩაშლის სპეცოპერაციას და ის საგრანტო კონკურსით შეფუთა, რომლის ფორმალური მიზანი არჩევნებზე დაკვირვება იყო.

დროებით ღიად დავტოვოთ კითხვა: თუ რა ხელი აქვს ბრიტანეთს საქართველოს არჩევნებთან, ისევე როგორც საქართველოს ბრიტანეთის არჩევნებთან?

როგორც ცნობილია, 5 ივნისს რუსეთის საგარეო დაზვერვამ (СВР) გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთი გეგმავს ქართული ოპოზიციის „გამოცოცხლებას“ და მობილიზაციას ბრძოლის ახალი ეტაპისათვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად. (მოგეხსენებათ, უფრო ადრე ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე ოფიციალურ პირს). СВР-ს ცნობით, „ქ/ოცნების“ ხელისუფლების დამხობის მიზნით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე შეაგროვა ახალგაზრდობის, სტუდენტობის, ფემინისტური მოძრაობის და LGBTQ-თემის 100 გაერთიანება. გასაგებია, რომ ამ გაერთიანებებს ფინანსები სჭირდებათ!

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოში წარმოადგენს ბრიტანეთის საელჩო. შესაბამისად მისი მონაწილეობის გარეშე, ეს, უბრალოდ, ვერ მოხერხდებოდა. ახლახან ბრიტანეთის საელჩომ გააუქმა საგრანტო კონკურსი ადგილობრივ არჩევნებზე მონიტორინგის და დამკვირვებლების მოსამზადებლად, რადგანაც ზუსტად იცოდა რომ ახალი წესებით ხელისუფლება ამ გრანტის გაცემაზე თანხმობას არ გასცემდა. ეს გრანტი არის (უფრო სწორად იყო!) ძალიან თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება თითქოსდა უწყინარი მიზნების მქონე საგრანტო კონკურსით შეფუთო სპეცსამსახურების სპეცოპერაცია არჩევნების ჩასაშლელად.

ჩავყვეთ დეტალებს: ბრიტანეთის საელჩოს გრანტი უნდა მიეღოთ შემდეგ ორგანიზაციებს: „აქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცციას“, სამსახურიდან გაგდებული სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას ორგანიზაცია - კანონის უზენაესობის ცენტრს, ბოკერია-ჩერგოლეიშვილის პარტიულ გამოცემას ტაბულას და რადიკალურ ორგანიზაცია „ფრანკლინის კლუბთან“ და ოპოზიციასთან მჭიდროდ დაახლოებულ მომავლის აკადემიას“. ყველა მათგანი იმყოფება ხელისუფლებასთან მკვეთრი ოპონირების რეჟიმში, წარმოადგენენ დაინტერესებულ მხარეებს და შესაბამისად მათ მიუკერძოებლობასა და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე საუბარიც კი სასაცილოა. რთული წარმოსადგენი არ არის თუ რა დასკვნებს დადებდნენ ისინი, თუნდაც იდეალურად ჩატარებულ არჩევნებზე.

თუ აღნიშნული ორგანიზაციები გრანტის საკმაოდ მსუყე თანხებს მიიღებდნენ, მოვლენების განვითარების შემდგომი სცენარი დაახლოებით ასე განვითარდებოდა - არჩევნებზე „დამკვირვებელი“ ეს ოთხეული დაწერდა გამანადგურებელ დასკვნას არჩევნების „ტოტალურ გაყალბებაზე“, მათ წამოეშველებოდნენ სხვა ე.წ. „მდიდარი ენჯეოები“, უარყოფითი დასკვნა მომენტალურად გავრცელდებოდა ყველა ადგილობრივი ოპოზიციური არხით, სოცქსელებით, დაიგზავნებოდა ყველა საელჩოში, აშშ-ს და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში და შეიქმნებოდა აღქმა, რომ ხელისუფლებამ უკვე მეორედ გააყალბა არჩევნები.

იქმნება ნოყიერი ნიადაგი ქუჩის მასობრივი პროტესტებისთვის არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ამისათვის, თუ СВР-ს ცნობას, პირობითად, ვენდობით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე ჰყავს მომზადებულ-დაფინანსებული 100 ახალგაზრდული გაერთიანება ქუჩის აგრესიული საპროტესტო აქციების დასაწყებად და რევოლუციის მორიგი ტალღის ასაგორებლად.

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული საგრანტო კონკურსი, როდესაც არსებობს მკაფიო პოლიტიკური მიზანი და როგორ იფუთება ის სამოქალაქო სექტორის მხადაჭერის შესაფუთი მასალით. სხვათა შორის, იგივე სქემით გამოიყენებოდა საგრანტო პროგრამები 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ წინაპერიოდში, როდესაც დონორებმა დაიწყეს ახალგაზრდული მოძრაობა „კმარას“, და ეგზიტპოლების დაფინანსება წინასწარ დაკვეთილი დავალებებით და შედეგებით.

საქართველოში აკრედიტებულმა აშშ-ს და ევროკავშირის საელჩოებმა ენჯეოებზე გრანტების ინტენსიური გაცემა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს დაიწყეს. ნაცმოძრაობის მმართველობისას ისინი ამ მხრივ აქტიურობას მაინცადამაინც არ იჩნდნენ. მათი პოლიტიკის შეცვლა გამოიწვია იმან, რომ „ქართული ოცნება“ მათთვის მარტივი სამართავი არ აღმოჩნდა და შესაბამისად, გადაწყვიტეს, რომ მისთვის „ენჯეო-მარწუხები“ მოეჭირათ, სწორედ ასეთ პირობებში იშვა აწ უკვე გაუქმებული საკანონმდებლო აქტი, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკის შემუშავებისა და საკანონმდებლო აქტების მიღებისას სამოქალაქო სექტორის ჩართულობა სავალდებულო და აუცილებელი გახდა. საქართველოს ხელისუფლება დღემდე უშედეგოდ ითხოვს ბრიტანეთის საელჩოსგან ინფორმაციას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მის მიერ გაცემულ დაფინანსებაზე. ეჭვი რომ აქციების ორგანიზება, მათ შორის უცხოური დაფინანსებითაც ხორციელდებოდა, საკმაოდ საფუძვლიანია.

მართალია, გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ უცხოელი დონორები უკვე ვეღარ შეძლებენ ადგილობრივი, მათ შორის რადიკალური მიმართულების ორგანიზაციების სახელმწიფოსგან უკონტროლო დაფინანსებას, მაგრამ არსებობს ქვეყანაში ფულის შემოტანის სხვადასხვა არხები და ყველა მათგანის გაკონტროლება რთულია.

ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზებით შეცვლა (არჩევნებით ეს არ გამოსდით) ჯერ კიდევ არ მოხსნილა მათი დღის წესრიგიდან, ვინც დღემდე ვერ ეგუება და არ ცნობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანს.