„ამ 21-ე საუკუნის კოლექტიურმა ჯინჯოლიებმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე“

„ამ 21-ე საუკუნის კოლექტიურმა ჯინჯოლიებმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე“

სოციალურ მედიაში გამოვლენილი ბულინგი ან ცილისწამება ევროპულ ქვეყნებში ისჯება როგორც თავისუფლების აღკვეთით, ასევე ჯარიმით. მაგალითად გერმანიაში 1-დან ხუთ წლამდე პატიმრობას, ან ფულად ჯარიმას ითვალისწნებს. გაცილებით მკაცრია ბრიტანული და ფრანგული კანონმდებლობა. დასავლეთის ქვეყნებში სოციალურ სივრცეში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, ადამიანების დასჯა მიღებული პრაქტიკაა. 

მაგალითად, საინტერესოა გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის საქმე, მოსამართლემ ბერბოკისთვის სულელის წოდების გამო, 59 წლის მამაკაცი 9600 ევროთი დააჯარიმა. ასევე ამ მხრივ საინტერესოა ბრიტანეთის შემთხვევა, სადაც 2023 წელს სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებების გამო, გამოძიება 12 000-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო და დღეში საშაულად 33 ადამიანის წინააღმდეგ იწყება გამოძიება.

მაგრამ, ის, რაც ევროპისთვის დანაშაულია, ქართული ოპოზიციური კლასტერისთვის საქართველოში დანაშაული არ არის და მეტიც, ეს „რუსული მმართველობის სტილია“.

სოციალურ ქსელში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დაკავშირებით დაწერილი შეურაცხმყოფელი სტატუსების გამო, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

შსს სამართალდარღვევას ედავება ჟურნალისტებს: ნანუკა ჟორჟოლიანს, ვახო სანაიას, ვიკა ბუკიას, დეა მამისეიშვილს, ეკა მიშველაძეს, მიშა მშვილდაძეს.

პოლიტიკოსებს: თამარ ჩერგოლეიშვილს, ლევან ხაბეიშვილს, ელენე ხოშტარიას, ალეკო ელისაშვილს;

აქტივისტებს: ანა სუბელიანს, ბაია პატარაიას, დავით ქაცარავას, გიორგი ქადაგიძეს, ქეთი მოლაშვილს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე აქტივისტები - მარიამ გეგუჩაძე და გიგი მაქარაშვილი, ასევე ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი სამართალდამრღვევად ცნო. გეგუჩაძესა და მამისეიშვილის 3000-3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო გიგა მაქარაშვილს 4000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ასევე, სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე 4 000 ლარით დააჯარიმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზიზღის ენა, რომელიც იმპორტირებულია, გარედან მოდის დ უნდა შეჩერდეს. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ადამიანები, ვის წინააღმდეგაც საჩივრებია, ინსტრუმენტი და შემსრულებლები არიან. ამ ადამიანების აზროვნება გამრუდებულია, ესენი არიან ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომლებსაც გარედან იყენებენ იმისთვის, რომ ზიზღი დათესონ საქართველოში.

„მოწყვლადი ადამიანების ჯგუფია. მათ შორის, ამის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ კი რაიმეში ევროკავშირის საელჩომ ფული უნდა დახარჯოს, უნდა დახარჯოს ამ ადამიანების ბრაზის მართვის თერაპიაში, იმიტომ რომ ემოციურად დაზიანებული მოწყვლადი ადამიანები არიან. ამ ადამიანებს სიძულვილისთვის გარედან მართულად, დაფინანსებით, ხელშეწყობითა და ტაშის დაკვრით იყენებენ, რათა ეს სიძულვილის კამპანია გაგრძელდეს.

რამდენჯერაც სიძულვილის ფაქტები მოხდა, იმდენჯერ გამოვიდა ხან ევროკომისიის პრესსპიკერი, ხან რომელიღაც ელჩი, ხან რომელიმე კომისარი და ყოველ ჯერზე, ნაცვლად იმისა, რომ დაეგმო მარიამ ლაშხზე მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით თავდასხმა, სოლიდარობა გამოუცხადეს იმ ხალხს, რომელიც ამას ჩადის. ეს არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. აშშ-ის წინა ელჩს უყვარდა ხოლმე იმის თქმა, რომ ეს არის სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან გადმოწერილი. ზუსტად, სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან გადმოწერილი სქემაა, როდესაც სხვა საზოგადოებაში სოციალური ქსელის მეშვეობით დაპირისპირების შემოღება გსურს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლანდშაფტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზიზღის ენა, რომელიც გარედან, უცხოეთიდან არის შემოტანილი და იმპორტირებული, უნდა შეჩერდეს. მეორე მხრივ, ეს ადამიანები, ვის წინააღმდეგაც საჩივრებია, მხოლოდ ინსტრუმენტები და შემსრულებლები არიან. სინამდვილეში, ეს არის ერთიანი კამპანია, რომელიც გარედან არის დაფინანსებული და შემოტანილი. ამიტომ, მოპასუხეები არ არიან ეს ინსტრუმენტები, რომლებიც სოციალურ ქსელში თავის ბოღმას ანთხევენ, არამედ ის დონორები, ის ელჩები არიან, რომლებიც ახალისებენ, აფინანსებენ და მხარს უჭერენ ამ სიძულვილის კამპანიას.

ვიცე-სპიკერის შეფასებით, ეს არის საკმაოდ გათვლილი გეგმა, რომელსაც კონკრეტული შემსრულებლები ჰყავს, რომლებმაც იციან რა დაწერონ ისეთი, რომ ადამიანზე ფსიქოლოგიურად იმოქმედოს.

„რასაკვირველია, ბულინგის ეს ფორმა ეროვნული სირცხვილია - ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს. ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, რომ ეს ერთი ადამიანის მხრიდან მეორეს მიმართ მხოლოდ ჩვეულებრივი შეურაცხყოფა და ზიზღის ენა არ არის. ეს არის საკმაოდ გათვლილი, კონსპირაციული სცენარი და გეგმა, რომელსაც კონკრეტული შემსრულებლები ჰყავს, რომლებმაც იციან როგორ უნდა მოიქცნენ, ტელეფონი რომელ ხელში უნდა ეჭიროთ და რა დაწერონ ისეთი, რომ ადამიანზე ფსიქოლოგიურად იმოქმედონ. მე არ ვფიქრობ, რომ დიდი წარმატება ექნება ამას, მაგრამ ზოგადად ქვეყნისთვის შავი ლაქაა, რომელიც როგორმე როგორც საზოგადოების მობილიზებით, ასევე კანონის უფრო ხისტად ჩართვით უნდა მოვიშოროთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სოციალურ მედიაში გამოთქმული მწვავე შეფასებების გამო „რეჟიმის“ ოპონენტების სასამართლოში დაბარება ერთდროულად კომიკური, სამარცხვინო და საგანგაშო ამბავია პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარისთვის. გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ ასეთი მასობრივი შეტევა პოლიტიკური სიტყვის თავისუფლებაზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.

„სოციალურ მედიაში გამოთქმული მწვავე შეფასებების გამო რეჟიმის ოპონენტების სასამართლოში დაბარება ერთდროულად კომიკური, სამარცხვინო და საგანგაშო ამბავია და ამავდროულად აჩვენებს, რამდენად სტკივათ ივანიშვილის მსახურებს მსგავსი შეფასებები და როგორ უნდათ საზოგადოების თავისუფალი ნების გატეხვა. იმდენად სცილდება საღ აზრს და იმდენად აბსურდულია, რომ შესაძლოა, ანალიზი საჭიროც კი არ იყოს, თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს, რომ რეჟიმის ეს ნაბიჯი არის არაკონსტიტუციური და პირდაპირ ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონს“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, ესენი არიან გაკოტრებული პოლიტშარლატანები, ამიტომ, ყველა მათგანზე უნდა აღსრულდეს კანონი. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ჩვენ გვაქვს კანონი, რომლის მიხედვით ადამიანები უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებაში ზნეობას. როდესაც ზნეობრიობა ირღვევა, იქ აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი დარღვეულია მათ ცნობიერებაში.

„ნახეთ, ბერბოკს როდესაც ვიღაცა მოქალაქემ უწოდა სულელი, ამისთვის 9600 ევროთი დააჯარიმეს, ანალოგიური უნდა იყოს აქაც. უნდა დაეკისროთ ჯარიმა ამ შარლატანებს, რომლებმაც ფაქტობრივად, წარწყმიდეს სოციალური ქსელები. ჯერ ერთი, ქალები რას სიტყვებს იყენებენ და რას კადრულობენ, განმეორებითაც ვერ გავიმეორებ, ისეთ საზიზღრობებს ლაპარაკობენ. ამას თუ არ მიეხედა მეტი საშინელებაა მაგათგან მოსალოდნელი. ესენი არიან უზნეო ადამიანები, რომლებსაც ფულისათვის შეუძლიათ არა მარტო საზოგადოების წარწყმენდა, არამედ უბრალო ადამიანების დახოცვა.

ამათი კოლექტიური სახე არის ახმეტაში ნარკოტიკებისთვის და მისი არდაბრუნებისთვის გატაცებული, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი პეტია ცისკარიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში ველით ხელისუფლების ისე ჩამოშლას, როგორც ეს მოხდა უკრაინაში, სირიაში და ბანგლადეშშიო. ნახეთ, როგორი სიტუაცია არის იქ. მათ უნდათ ქალების, ბავშვების, მოხუცების და უმწეოების დახოცვა და ქვეყნის განადგურება, სანაცვლოდ ჩაფულიანება და ვილების მიღება უცხოეთში. ამიტომ, ესენი არიან საქართველოში მყოფი კოლექტიური ჯინჯოლიები, რომლებმაც 21-ე საუკუნეში პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე. 

ლევკოთეა ანუ, რადგან პოლიტიკოსების გინება არ შეიძლება, გამოდის, მხოლოდ სააკაშვილის გინებაზეა ხსნილი. საქართველოს მოქალაქე ეგ არაა.
წავიდა აბა გიულას ყველა ბრუნვაში ხსენება უკვე მერამდენე წრეზე.
14 საათის უკან
მარბიელი სანამ ბოკერია და მისი ცოლი არ დადგებიან გამყოფ ხაზთან ზ ჯაფარიძის პოზაში, რუსს ვერ მოვიშორებთ
21 წუთის უკან